10 ივლისი 2020, 15:09 / სანდო წყარო

კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს

კახა ბექაური

კახა ბექაური

„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქვეყანაშიმედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელია.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა კანონმდებლობაში მაუწყებლობის დასაწყებად და აღნიშნა, რომ ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად, დღეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია.

,,წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ეხება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს, სრულიად ჯდება ყველა სტანდარტში სამართლიანობის, შესაბამისად ეს ცვლილება ინვესტიციების მიმზიდველობის არ დააზიანების. ეს არ დააზიანებს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტიციების კუთხით, არც ტელე-საკომუნიკაციო ბაზარს, პირიქით, მათ შორის არც საკუთრების უფლების ნაწილს არ დააზიანებს. რაც შეეხება მედიის ნაწილს, მედიას ეს საერთოდ არ ეხება და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს მედია საქართველოში როგორც კანონმდებლობით და ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ, სრულიად ლიბერალიზებულია, აბსოლუტურად ლიბერალიზებულია. საკანონმდებლო ჩარჩო არ იცნობს პრაქტიკულად არანაირ რეგულაციას, რომელიც არეგულირებს მედიის სარედაქციო საკითხებს, საერთოდ არანაირს. 2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის და გაუქმდა, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობაც ქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან, არამედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რომელიც ზოგს მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება ჰგონია, რეალურად ეს იყო ფუნდამენტური და რევოლუციური ცვლილება სიტყვის თავისუფლების კუთხით. კერძოდ რაში მდგომარეობს ეს - ყველანაირი შემზღუდავი მექანიზმი მოიხსნა საქართველოში, მაუწყებლობის დასაწყებად, რაც არსებობდა 2012 წელს. ყველა ის საკითხი ვიცი, რაც არსებობდა მაუწყებლობის დასაწყებად. არა მარტო სიხშირული მაუწყებლობა არ გაიცემოდა 2012 წლამდე, არამედ ორბიტალური, სატელიტური მაუწყებლობის შეზღუდვებისკენაც იღწვოდა ხელისუფლება. მე პირადად ძლივს მივაღწიე ერთ-ერთ არხზე, რომ ორბიტალური მაუწყებლობა განმეხორციელებინა ერთ-ერთი ევროპული სატელიტით. ყველა ის ბარიერი, რომელიც არსებობდა არა მარტო სიხშირული ლიცენზიის გაცემის კუთხით, სრულიად მოიხსნა ლიცენზირება. არანაირი ბარიერი არ აქვს ადამიანს ან კომპანიას, იურიდიულ პირს, თუ უნდა მაუწყებლობის დაწყება. დღევანდელი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისიაში მომართვიდან , განცხადების შემოტანიდან 10 დღეში მარტივ ავტორიზაციას გაივლის. ეს არის იგივე სიმარტივის პროცედურა, ყველას ალბათ ვებგვერდზე დარეგისტრირების პროცედურა გაუვლია და რა იოლია რეგისტრაციის გავლა ყველამ იცის. ზუსტად ასეთივე პროცედურაა დღეს მაუწყებლობის დაწყება და დღეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად. დღეს, მაუწყებლობის სფეროში რეგულაციაც კი არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამის გავრცელების საკითხებია რეგულირებული. როცა მედიაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რა ცვლილებები მოხდა და დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ მომიტანთ ევროპის რომელიმე კანონმდებლობას , სადაც ჩვენზე ლიბერალური კანონმდებლობაა, მე ბოდიშს მოგიხდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობა, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 12:45

რეგიონი

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენას 40 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. 2020 წლის 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა და ჩაწყვიტა ცენტრალური, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ნაკიეთი-შოვის მონაკვეთზე მიწის ცალკეული სექციები და

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა

13 აგვისტო 2020, 12:27

ეკონომიკა

იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია

„საქსტატი“ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2020 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია.

თეა წულუკიანი

13 აგვისტო 2020, 12:23

ეკონომიკა

თეა წულუკიანმა განმარტა, რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი

„დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ. ჩვენ, ამ კანონით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ, მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას“.

ლევან დავითაშვილი

13 აგვისტო 2020, 12:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილის თქმით, ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 15 დეკემბრამდე განხორციელდება

„ჩვენ გვესმის, რომ წელს მოლოდინი არის, რომ მსოფლიოში ვაშლის მოსავალი იქნება ძალიან მაღალი. შარშან იყო საკმაოდ მცირე მოსავალი, ფასები იყო მაღალი. მაგრამ საქართველოშიც არ იყო მაღალი მოსავალი. ამის გათვალისწინებით, იმისთვის რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი თავიანთი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა“, - განმარტა მინისტრმა.

იონბიონი

13 აგვისტო 2020, 12:08

მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად ჩრდილოეთ კორეის მთავარი ბირთვული ობიექტი დაიტბორა

მათ სატელიტური ფოტოები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ცენტრის გვერდით მდინარეში წყლის დონემ იმატა. რამდენიმე დღეში გადაღებულ სურათებზე კი ჩანს, რომ წყლის დონემ დაიწია და ბირთვული ობიექტი არ დააზიანა.

13 აგვისტო 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისი კონცეპტი - თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

13 აგვისტო 2020, 11:46

რეგიონი

ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

რუსეთი კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 11:45

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 124 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 15 384-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 716 396 პაციენტი.

გიგი წერეთელი

13 აგვისტო 2020, 11:40

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი

„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ, მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:40

რეგიონი

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგებიც ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა. მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

13 აგვისტო 2020, 11:33

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძე და ნათია სესკურია Rusi-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში: დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე - ოდესმე

„აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე“ - ამ სათაურით, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის ვებგვერდზე (RUSI), უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ და Rusi-ს მკვლევარმა, ნათია სესკურიამ წერილი გამოაქვეყნეს.

13 აგვისტო 2020, 11:30

COVID19

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„ხალხი ძალიან აქტიურად მიდის ტესტირებაზე, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ეს არის შეჩერების გზა. ჯერჯერობით შედარებით გამკაცრებული ზომები დარჩება სოფელ ლენჯერში, იმიტომ რომ ლენჯერში ამ წუთისთვის გამოვლენილია ყველზე მეტი შემთხვევა“, - აღნიშნა სუბარმა.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:29

COVID19

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირსზე 32 პაციენტი მკურნალობს.

13 აგვისტო 2020, 11:18

ეკონომიკა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, - განმარტა პრემიერმა.

13 აგვისტო 2020, 11:17

ეკონომიკა

მთავრობა ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს

ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მოტივით იყო განპირობებული მთავრობის დახმარება მევენახეებისთვის და ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას წელსაც ასუბსიდირებს. პრემიერის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:16

COVID19

მარინა ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

13 აგვისტო 2020, 11:14

ტექნოლოგიები

„მაგთიკომმა“ მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

„მაგთიკომმა“ მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. „მაგთიკომის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და სპეციალისტების მომზადება.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:11

რეგიონი

გიორგი გახარიას განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

მოგეხსენებათ, რაჭაში, სამწუხაროდ, მძიმე და მასშტაბური სტიქია გვქონდა.მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:09

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით. „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

13 აგვისტო 2020, 11:08

COVID19

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.