IMEDI /  11 ივლისი 2020, 20:51 / სანდო წყარო

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

კახა ბექაური

კახა ბექაური

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დარგობრივ კომიტეტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მოხდა პოზიციების შეჯერება, კანონპროექტში შევიდა დაზუსტებები და მთავარი საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებდა - მოხსნილია. „დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები. ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გუშინ ოპერატორებს პრობლემა ჰქონდათ, გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დროებითი მმართველის მიერ კომპანიის წილის ან აქტივების გასხვისებას ეხებოდა.

ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდებოდა დროებით მმართველოს ჰქონდა შესაძლებლობა კომპანიის წილი ან აქტივი გაესხვისებინა - ასე იყო პროექტში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ დროებითი მმართველი თუ ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში რა ვადაც იყო კანონპროექტში მოცემული, მოვხსენით ეს ვადა და მმართველი დარჩება მანამ, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაგრამ მას აღარ ექნება უფლებამოსილება კომპანიის წილი ან აქტივები გაასხვისოს. თუ ვერ აღსრულდა კომისიის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მეორე ამის დამაბალანსებელი, რომ რაღაც დროს აღსრულდეს კომისიის გადაწყვეტილება, შესაბამისად, მმართველი მანამდე უნდა არსებობდეს სანამ არ აღსრულდება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება“, - განაცხადა სამუშაო შეხვედრის შემდეგ კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ასევე შეთანხმდნენ, რომ კანონში ცვლილება ორ საკითხს მოიცავს.

კერძოდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს და ასევე, ცვლილება შეეხება კომპანიის წილებისა და აქტივების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისებას. „კომიტეტზე წარდგენისას გუშინაც ვთქვი და დღეს დავაზუსტეთ ის გადაწყვეტილებები, რომლის არ შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება დროებითი მმართველი დანიშნოს კომუნიკაციების კომისიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანიშვნა რა თქმა უნდა სასამართლო კონტროლს გადის, ანუ სასამართლოში გასაჩივრებადია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყეტილებები შემოფარგლული იქნება კონცრენტრაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებით, ანუ ის გადაწყვეტილებები და კომპანიის ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს ბაზარზე.

კერძოდ, ეს არის წილის უნებართვოდ გასხვისება, შერწყმა, აქტივების გასხვისება და იმ სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შეიძლება ჰქონდეთ დაკისრებული. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების ნაწილში, რა თქმა უნდა კომისიის უფლებამოსილების ოდნავ გაფართოებაა, თუმცა, არა მნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ ერთი მხრივ კომისიის გადაწყვეტილებების არ შესრულებაზე მინიმუმ 4 ჯარიმა უნდა მიიღოს კომპანიამ, ანუ 1 გაფრთხილება და 3 ფულადი ჯარიმა, რომ ჩაირთოს დროებითი მმართველის მექანიზმი“,- განმარტა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით მობილურ კომპანიებსა და რადიო კომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია. „მობილური კომუნიკაციების კომპანიებს, რომლებიც არიან ლიცენზიების მფლობელები და ფლობენ სიხშირულ რესურსს, ან მინიჭებული აქვთ კომუნიკაციების კომისიისგან ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, კომუნიკაციების კომისიას დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა.

უბრალოდ იქ არის ოდნავ განსხვავებული მექანიზმი, რომ სასამართლო ნიშნავს ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ხოლო აქ არის, რომ ჩვენ ვნიშნავთ და სასამართლოში გასაჩვრების უფლება აქვთ კომპანიებს და სასამართლოს შეუძლია გააჩეროს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ოდნავი სხვაობაა ამაში, ვინაიდან დღეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების კომპანიების, სილქნეტის, მაგთიკომის, ვიონი საქართველოს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დღევანდელი კანონმდებლობითაც იწვევს დროებითი მმართველის დანიშვნას და ეს მექანიზმი ლიცენზირებისა და ნებართველის შესახებ კანონში დღესაც დევს. შესაბამისად, ამ მხრივ კანონმდებლობაში არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, სინამდვილეში უმარტივესი ცვლილებაა“, - აცხადებს კახა ბექაური.

საკომიტეტო განხილვა ორშაბათს განახლდება. დეპუტატებმა პროექტს კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყარონ.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:03

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და სტანდარტების ამაღლებისთვის, შსს მუშაობას გააგრძელებს

„ხელშესახები ცვლილებები და რეფორმები გატარდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: რაც მიზნად დავისახეთ - ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა

„გაფართოვდა ატაშეების ქსელი. თუ 2012 წელს 4 ატაშე 4 ქვეყანას ფარავდა, 2021 წელს - 16 ატაშე ფარავს 24 ქვეყანას, ევროპოლსა და ნატოს. სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ საზღვარგარეთ მივლენილი ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების ქსელი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:52

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით

დანაშაულის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით,არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება; სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზებზე ყოველწლიურად 50 სექციური სიჩქარის კონტროლის სისტემა ამოქმედდება, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაფარავს 1000 კმ საგზაო მონაკვეთს. 10-წლიან პერიოდში, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით. სრულად განახლდება ვიდეოკამერებისა და რადარებისთვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი

02 აგვისტო 2021, 14:50

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი

„მომდევნო წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფის მიზნით გაფართოვდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი. შემუშავდება რისკის მართვისა და საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმები; გაგრძელდება ინტერაქციული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინ ხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი. ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა; 2030 წლამდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაემატება როგორც საავტომობილო, ასევე, სხვა სახის სამაშველო ტექნიკა, მათ შორის: 400-ზე მეტი სხვადასხვა სპეციფიკის სახანძრო ავტომანქანა, 40-ზე მეტი კატერი, 2 სახანძრო გემი", - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:48

სამართალი

რა ეტაპზეა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება. ვახტანგ გომელაურის კომენტარი

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ 2 დღეა და ჩემი თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ, რათა სწრაფად დასრულდეს გამოძიება, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:46

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა

„ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება 112-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:42

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელიწადში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

02 აგვისტო 2021, 14:39

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩემს ძვირფას ძმასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები განვიხილე

„ჩემს ძვირფას ძმასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სატელეფონი ზარი მქონდა. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები. მადლობა გადავუხადე ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც სურს, რომ ტყის ხანძრები მალე დასრულდეს და გამოხატა თანადგომა მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:37

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს

"დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა. მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა. ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური: საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები უახლოეს ხანში გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში

„2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ასევე განხორციელდება მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის გამოცდის ჩაბარება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა გაგრძელდება

„სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი", - განაცხადა მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 14:27

პოლიტიკა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ. დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:27

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას

კიდევ ერთხელ, მე მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:24

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება

ამ ეტაპზე, თბილისის 3 რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას", - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

„რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი. სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - განაცხადა გომელაურმა.

სოზარ სუბარი

02 აგვისტო 2021, 14:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რაიმე სახის შეთანხმება გამორიცხულია

"ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, წავედით რიგ დათმობებზე და ეს ყველაფერი გავაკეთეთ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არ შესრულდა მიშელის დოკუმენტის მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა, რაც რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ რაიმე შეთანხმებას. უფრო მეტიც, რადიკალებთან შეთანხმებას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად

„ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 14:08

სამართალი

ვახტანგ გომელაური შსს-ს ათწლიან გეგმას წარადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 აგვისტო 2021, 14:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან

მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხელი შეთანხმებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად მოაწერა, მაგრამ როგორც ვნახეთ -რადიკალურმა ოპოზიციამ ეს შეთანხმება რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა.

02 აგვისტო 2021, 14:08

COVID19

ხაშურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და პედაგოგებიც. შპს „ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის“ პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრან.