www.imedi /  14 ივლისი 2020, 14:33 / სანდო წყარო

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, გაეროს ბავშვთა ფონდის, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მულტიგუნდური შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს კომპლექსურად განიხილონ როგორც სამართლებრივი, ისე პრევენციული ხასიათის საკითხები, ასევე იმსჯელონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურა ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მიმართულებით იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ცენტრალური რგოლების ინფორმირებას უზრუნველყოფს და პრიორიტეტულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურად ჩაერთვება.

არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, დასავლეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებსა და თბილისში იმართება და პანდემიური ვითარების გათვალისწინებით ონლაინ-რეჟიმში ტარდება.

არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო მექანიზმს, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაციის და ცალკეული ნორმების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფა, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმების და უწყებათშორისი მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური დაცვისა და დახმარების კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და ინიცირების პროცესში ჩართულობა.

ყველა სიახლე

ანდრიუს კუბილიუსი

07 აგვისტო 2020, 15:26

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია

„უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალებისა და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის გზით რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი პროვოკაციები საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ უხეშად არღვევს“.

07 აგვისტო 2020, 15:18

საზოგადოება

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და დღეს მან საავადმყოფო დატოვა.

ფინანსთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 15:18

ეკონომიკა

ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა.

07 აგვისტო 2020, 15:05

ეკონომიკა

საქართველომ COVID-19-ის პანდემიის მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთი საერთაშორისო დახმარება მიიღო

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.

ვახტანგ მახარობლიშვილი

07 აგვისტო 2020, 15:01

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

07 აგვისტო 2020, 14:56

რეგიონი

გიორგი გახარია: მაღალი გამავლობის მანქანისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა სოფელი მისაწვდომია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

07 აგვისტო 2020, 14:48

საზოგადოება

ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გიორგი გახარია

07 აგვისტო 2020, 14:46

რეგიონი

გიორგი გახარია: გუნდური, ეფექტური მუშაობის შედეგად, მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უფრო ადრე მივეცით ცხოვრების ნორმალურ წესზე გადასვლის შესაძლებლობა

ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შტაბის მუშაობა იყო საკმაოდ ეფექტური და სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა.

07 აგვისტო 2020, 14:43

ეკონომიკა

LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

14 აგვისტო, ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25); 15 აგვისტო, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 14:35

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, 7-8 აგვისტოს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

7-8 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრელებს.

გიორგი ვოლსკისა და კობა კობალაძის შეხვედრა ვეტერანებთან

07 აგვისტო 2020, 14:27

საზოგადოება

ვეტერანების ორკვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა

ვეტერანების 2-კვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა და ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიროგი ვოლსკისთან და უმრავლესობის წევრთან, კობა კობბალაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

07 აგვისტო 2020, 14:23

COVID19

ლევან სამუშია „ლელოს“ შეუერთდა

პოლიტიკურ გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია „ლელოს“ შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

კობა კობალაძე

07 აგვისტო 2020, 14:20

პოლიტიკა

კობა კობალაძე: 8 აგვისტო ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის ნაზავია

8 აგვისტო - ეს არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის, - ამის შესახებ დეპუტატმა, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „8 აგვისტო - ეს არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის. სანამ თითოეული ჩვენგანი ვერ იგრძნობს იმას, რომ ეს ქვეყანა არის ოკუპირებული და ტაშს არ დაუკრავს წარუმატებლობებს ამ ქვეყანაში, მანამ ერთიანობის შეგრძნება არ გვექნება არცერთს.

გიორგი ვოლსკი

07 აგვისტო 2020, 14:15

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღე მძიმდება

ოკუპაცია არათუ გამოწვევად რჩება, არამედ ყოველდღე მძიმდება სიტუაცია მსოფლიოში მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო და რასაკვირველია საქართველო არის ამ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტით, სამწუხარო შედეგებით, როგორც დამთავრდა საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 აგვისტო 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია

„დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“.

07 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 5241 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 877 135-ს მიღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 119 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 14 725-ს აღწევს. ამასთან, 683 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

07 აგვისტო 2020, 14:04

საზოგადოება

10 აგვისტოდან დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

07 აგვისტო 2020, 13:55

რეგიონი

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 15 300-ზე მეტი აბონენტი გათავისუფლდა

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

07 აგვისტო 2020, 13:53

სპორტი

5-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საფეხბურთო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალის 2 საპასუხო შეხვედრით განახლდება

5-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საფეხბურთო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალის 2 საპასუხო შეხვედრით განახლდება. „მანჩესტერ სიტი“ ტურნირის 13 გზის ჩემპიონს მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, „იუვენტუსის“ მეტოქე კი ტურინში საფრანგეთის „ლიონი“ იქნება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული პირველი რაუნდის შეხვედრაში „რეალი“ 1:2 დამარცხდა და დღეს სიტუაციის გამოსწორებას კაპიტნის სერხიო რამოსის გარეშე ეცდება, რომელიც თამაშს ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო ტოვებს.

გოგა ხაინდრავა

07 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ზოგიერთ მედიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს

გოგა ხაინდრავა ზოგიერთ მედიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. გოგა ხაინდრავამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ტელეკომპანიები: „ფორმულა“, მთავარი“ და „ტვ პირველი“ დაადანაშაულა. მან ერთ-ერთ მაგალითად ბოლო დღეეში გახმაურებული ფაქტი მოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს გავლით სომხეთს, აზერბაიჯანის სასწინააღმდეგოდ, იარაღი მიეწოდა.