imedi /  15 ივლისი 2020, 12:57 / სანდო წყარო

სურსათის სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, დაავადებების წინააღმდეგ წამლობა სქემის მიხედვით ჩაატარონ

თხილი

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ, - ამის შესახებ აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.

ამავდროულად, მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის რაოდენობის დადგენისა და ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ყოველდღიურად ტარდება მონიტორინგი. წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა.

სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2 500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (GHIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

ლორელ ჰაბარდი

02 აგვისტო 2021, 16:14

სპორტი

ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

სააგენტოს ცნობით, ჰაბარდი ქალთა შორის +87 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მისი სამივე ცდა წარუმატებელი აღმოაჩნდა.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2021, 16:11

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ყოფილი პრეზიდენტებისთვის რეკორდული თანხაა.

02 აგვისტო 2021, 15:57

საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი იაკობ ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მიღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, იაკობ ქაჯაიას გამარჯვებას ულოცავს. „მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“, - წერს მთავრობის მეთაური.

02 აგვისტო 2021, 15:44

კულტურა

მწერალთა სახლი: არსებულ ვითარებაში „ლიტერას“ ჩატარება შეუძლებელი ხდება

„მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იაკობ ქაჯაია

02 აგვისტო 2021, 15:41

სპორტი

იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

02 აგვისტო 2021, 15:24

COVID19

თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს

„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

02 აგვისტო 2021, 15:18

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობით ნოემბერ-დეკემბრის პიკის მდგომარეობას გაუთანაბრდა

„32 ათასს გადააჭარბა აქტიური შემთხვევების რიცხვმა, მათი დაახლოებით 25% სხვადასხვა რეგიონში რჩება ჰოსპიტალში, ასევე პაციენტების უდიდესი ნაწილი ბინაზე მკურნალობს, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი საბედნიეროდ იძლევა ამის საშუალებას და ნაწილი არის კოვიდსასტუმროებში - მათი მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურად. შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიურია ჰოსპიტალური სექტორის, კოვიდსასტუმროების და პირველადი ჯანდაცვის მობილიზაცია. პრაქტიკულად ჩვენ უკვე კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის დაწესებულება, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყო კოვიდპაციენტების მიმღები. დაემატა კიდევ ახალი კლინიკები. ასევე მაქსიმალურად არის მობილიზებული სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მმართველობაში არსებული სახელმწიფო კლინიკების ქსელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

02 აგვისტო 2021, 15:17

COVID19

ვირუსოლოგები: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ტყის ხანძარს ჰგავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ახალი ტალღის ფონზე, დაავადების ექსპერტები ცდილობენ გაიგონ, ამძიმებს თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ადამიანების, უმთავრესად არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ვახტან გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:08

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2021, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს

„ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ - ეს შეთანხმება ანულირებულია! ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:06

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული

"სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 წლიდან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ფუნქციონირება დაიწყო სამედიცინო პუნქტებმა. 2020 წელს ზაჰესში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების შენობა. საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოში მოქმედ დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:05

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პოლიციელებისთვის შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება

"2013 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ. სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს იღებს. 2014 წლიდან, შვილის შეძენის, ოჯახის შექმნის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით; 2015 წლიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით; საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახებს ყოველწლიურად გადაეცემა ფულადი და მატერიალური დახმარება. 10-წლიან პერიოდში დაგეგმილია შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:03

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და სტანდარტების ამაღლებისთვის, შსს მუშაობას გააგრძელებს

„ხელშესახები ცვლილებები და რეფორმები გატარდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: რაც მიზნად დავისახეთ - ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა

„გაფართოვდა ატაშეების ქსელი. თუ 2012 წელს 4 ატაშე 4 ქვეყანას ფარავდა, 2021 წელს - 16 ატაშე ფარავს 24 ქვეყანას, ევროპოლსა და ნატოს. სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ საზღვარგარეთ მივლენილი ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების ქსელი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:52

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით

დანაშაულის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით,არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება; სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზებზე ყოველწლიურად 50 სექციური სიჩქარის კონტროლის სისტემა ამოქმედდება, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაფარავს 1000 კმ საგზაო მონაკვეთს. 10-წლიან პერიოდში, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით. სრულად განახლდება ვიდეოკამერებისა და რადარებისთვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი

02 აგვისტო 2021, 14:50

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი

„მომდევნო წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფის მიზნით გაფართოვდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი. შემუშავდება რისკის მართვისა და საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმები; გაგრძელდება ინტერაქციული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინ ხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი. ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა; 2030 წლამდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაემატება როგორც საავტომობილო, ასევე, სხვა სახის სამაშველო ტექნიკა, მათ შორის: 400-ზე მეტი სხვადასხვა სპეციფიკის სახანძრო ავტომანქანა, 40-ზე მეტი კატერი, 2 სახანძრო გემი", - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:48

სამართალი

რა ეტაპზეა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება. ვახტანგ გომელაურის კომენტარი

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ 2 დღეა და ჩემი თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ, რათა სწრაფად დასრულდეს გამოძიება, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:46

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა

„ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება 112-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:42

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელიწადში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.