www.imedi.g /  15 ივლისი 2020, 16:22 / სანდო წყარო

გუგული მაღრაძემ კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გეგეშიძემ, გახსნა. მისი თქმით, დღეისთვის კონფლიქტის ტრანსფორმაცია სულ უფრო მეტადაა მიჩნეული კონფლიქტურ რეგიონებში ძალადობის გამომრიცხველი, შედარებით კონსტრუქციული ვითარების დასამკვიდრებლად.

ჩატარებული კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას აშშ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და გადაჭრის ინსტიტუტის დოქტორანტმა, კვლევის ავტორმა ნათია ჭანკვეტაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, კვლევაში აფხაზეთის მოსახლეობის წარმომადგენლები, აფხაზი, ოსი და ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

მომხსენებლის ინფორმაციით, ვერ მოხერხდა კვლევაში ოსი რესპოდენტების ჩართვა, თუმცა, კვლევაში დასმული საკითხების შესახებ ვრცელი მასალა მას ოსმა ექსპერტმა გამოუგზავნა. „კვლევაში განხილულია კვიპროსის და დნესტრისპირეთის „ქეისები“, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის რეალური მაგალითები. აქ არის სიტუაცია, როცა აღარ არის ძალადობის ელემენტები. რეგიონები ღიაა ერთმანეთთან კონტაქტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შეთანხმებულობა პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მზაობა კომპრომისისთვის და ნდობა კონფლიქტის მხარეებს შორის შედარებით მაღალია“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა.

გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ კვლევას, რამდენადაც მისი თქმით, იგი განიხილავს კონფლიქტოლოგიაში დღეისთვის არსებულ მთავარ ტრენდს, რომლის მიხედვით კონფლიქტის ტრანსფორმაცია მიჩნეულია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტიულ მექანიზმად. „კონფლიქტის ტრანსფორმაცია კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებისათვის არის შედარებითი მშვიდობის ყველაზე პრაგმატული მექანიზმი. საჭიროა ბევრი მუშაობა, რომ კონფლიქტის მხარეების საზოგადოებებს და პოლიტიკურ ელიტებში მოხდეს გარკვეული აღიარება კონფლიქტის ტრანსფორმაციის განხორციელებისათვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა ფაქტიურად გამოხატეს თავისი მზაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისაკენ სამთავრობო პროგრამით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. „საჭიროა მეტი კოორდინაცია იმ ძალისხმევებში, რაც ხორციელდება კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის. სულ ახლახან თსუ-ს კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შესრულდა კვლევა „პირდაპირი კომუნიკაციის როლი ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის მტრის ხატის დასაძლევად“. ამ კვლევამ უჩვენა, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის დიდი რესურსია ახალგაზრდა თაობა, რომელიც ნაკლებადაა დამძიმებული წარსულის ნეგატივით. შესაბამისად, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდებთან მუშაობას კონფლიქტის ორივე მხარეზე. ახალი თაობისათვის უფრო მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გაუმჯობესების პრაგმატული ასპექტები, რაც შეიძლება უკეთ იქნას მიღწეული კონფლიქტის ტრანსფორმაციის მეშვეობით“, აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრისას, კველევის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორმა ქ. გალიდან გურამ შონიამ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები ქართულ-აფხაზური და ქართულ- ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის.​

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 18:23

რეგიონი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:15

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

ცოტნე ზურაბიანი

15 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს. „დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია“, - წერს ზურაბიანი Facebook-ზე.

15 აგვისტო 2020, 18:06

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ახალი ტრეილერი გაავრცელა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად, ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

15 აგვისტო 2020, 18:04

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

15 აგვისტო 2020, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება

დავით ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვოლსკი

15 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ 2008 წელს ომი დაიწყო, იყო უშველებელი ღალატი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციაზე ხელმოწერის შედეგად, რუსეთს მისცა რესურსი, რომლითაც დღემდე ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

15 აგვისტო 2020, 17:53

საზოგადოება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: ლუკაშენკოს გარემოცვა კრემლის წარმომადგენლებთან რუსეთში გაქცევის შესაძლებლობას განიხილავდა

თავად ლუკაშენკომ 14 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქვეყანას დატოვეს. „ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ წავსულვარ“, - განაცხადა მან. დღეს კი ლუკაშენკომ ვითარება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაცია ბელარუსში მალე დარეგულირდება.

15 აგვისტო 2020, 17:31

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ადგილზე 101-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფასაც“ დააგემოვნეს.

15 აგვისტო 2020, 17:10

პოლიტიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

15 აგვისტო 2020, 17:06

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა

ახალ სამხრეთ უელსში, შელის სანაპიროსთან კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. დიდი თეთრი ზვიგენი ქალს თავს დაესხა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, დაზარელებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჰაერო გზებით განხორციელდა. წყვილი სერფინგით იყო დაკავებული, როცა 35 წლის ქალს ზვიგენი თავს დაესხა, თუმცა მამაცმა ქმარმა მაშინევე ცოლის დახმარება გადაწყვიტა და მხეცს იქამდე ურტყა, სანამ თავი არ დაანება.

დავით მათიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ „ურაპატრიოტული“ რიტორიკა. თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს ვეღარ მოატყუებთ

„დავით ბაქრაძის ცინიზმსა და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ“.

კანცელარია

15 აგვისტო 2020, 16:56

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

იოსებ არჩვაძე

15 აგვისტო 2020, 16:54

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ Fitch-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვ.

შოთა გულბანი

15 აგვისტო 2020, 16:43

ეკონომიკა

შოთა გულბანი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება უცხოელ ინვესტორებში მეტი ნდობის გაჩენას ნიშნავს

შოთა გულბანის განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საიმედო და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩო, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას შოკების პერიოდში.

15 აგვისტო 2020, 16:42

სპორტი

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა

საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში „დინამომ“ წყალბურთელთა გუნდი „თბილისი“ 16-ით 9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 აგვისტო 2020, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამაზ გაიაშვილმა უტრიალა, უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მისცა, ადგა და წავიდა „ლელოში“

„გაიაშვილი მთავრობისგან ელოდა დაუმსახურებელ პრეფერენციებს, რომელსაც სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობაში აღწევდა, როგორც ჩანს, ქრთამის ფასად“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 აგვისტო 2020, 16:36

COVID19

შესაძლოა ყაზბეგში ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში შესაძლებელია კორონავირუსზე ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ხვალ, მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული ტესტირებების პასუხები გასაჯაროვდება.

სოფო კილაძე

15 აგვისტო 2020, 16:31

პოლიტიკა

სოფო კილაძე: ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დასკვნის გაკეთება არ უჭირს

„ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს“ - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს წინა ხელისუფლების შესახებ.