imedi /  15 ივლისი 2020, 19:29 / სანდო წყარო

სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს მიმდინარე წლის 15 ივლისის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში, მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 1 ივლისიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აქცია 2020 წლის 1 ნოემბრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღემდე, 95 190 მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 833 201 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 734 652 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 956 608 საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 220 570 ამომრჩეველი - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 3 177 178 ამომრჩევლის ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

„2013 წლიდან ბიომეტრიული ფოტოსურათი საარჩევნო სიის განუყოფელი ნაწილი გახდა. მას შემდეგ, საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:
2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 000–მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;
2014–2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

2015–2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.
საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი 2013 წელს დაიწყო და იგი მიზნად ისახავს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.

სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

კრისტინა ტიმანოვსკაია

02 აგვისტო 2021, 17:14

მსოფლიო

ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო

ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 აგვისტო 2021, 17:12

საზოგადოება

უსაფრთხოების სამსახური: კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს, რათა ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები ხდებიან, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. განცხადების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

ილია მეორე და მეუფე შიო

02 აგვისტო 2021, 17:11

საზოგადოება

მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.

02 აგვისტო 2021, 16:58

პოლიტიკა

Twinning-ის პროექტის შედეგად, გეოგრაფიული აღნიშვნების ლოგოსა და ოთხ პროდუქტზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

პროექტის მთავარი ბენეფიციარი „საქპატენტი“ იყო, რომელსაც საშუალება მიეცა, დარგში წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შეექმნა ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.

02 აგვისტო 2021, 16:56

საზოგადოება

მუხიანის მესამე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ემანუელ მაკრონი

02 აგვისტო 2021, 16:52

COVID19

ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს, ვაქცინაციის შესახებ მას კითხვები დაუსვან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს, ვაქცინაციის შესახებ მას კითხვები დაუსვან.

02 აგვისტო 2021, 16:50

პოლიტიკა

ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად მოწესრიგდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

ატამი

02 აგვისტო 2021, 16:35

ეკონომიკა

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლი აგვისტოს პერიოდში, განხორციელდა 22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.

არჩილ თალკვაძე

02 აგვისტო 2021, 16:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი პოზიტიურ როლს ასრულებს

მისივე თქმით, ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად უყურებს ამ პროცესს და თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.

02 აგვისტო 2021, 16:28

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე „ოცნების“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლისა და უცხოელი დიპლომატების კომენტარების შესახებ, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

დავით სერგეენკო

02 აგვისტო 2021, 16:26

COVID19

COVID-19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის კომიტეტმა თემატური მოკვლევა დაიწყო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხზე - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“, თემატურ მოკვლევა დაიწყო.

02 აგვისტო 2021, 16:17

საზოგადოება

საკვანძო კომპეტენციებში უფასო სასწავლო კურსების განხორციელება იწყება

სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი) იქნება.

ლორელ ჰაბარდი

02 აგვისტო 2021, 16:14

სპორტი

ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

სააგენტოს ცნობით, ჰაბარდი ქალთა შორის +87 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მისი სამივე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2021, 16:11

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ყოფილი პრეზიდენტებისთვის რეკორდული თანხაა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

02 აგვისტო 2021, 16:03

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახდეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა

,,აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში არის მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია. კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს. თანაც, ეს გაფრთხილება გამოქვეყნებულია ივნისში, ანუ იმ ავსტრალიელი ქალი მკვლელობამდე. იმისათვის, რომ გაარკვიო ჭეშმარიტება, გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და "დაგუგვლის" უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული! აი, ეს კომბინაცია, ვუყურებ, ბევრს არ აქვს ჩვენს გარშემო! შეგიძლიათ გააგრძელოთ გვამებზე ხტუნაობა!’’, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook - ზე.

02 აგვისტო 2021, 15:57

საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი იაკობ ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მიღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, იაკობ ქაჯაიას გამარჯვებას ულოცავს. „მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“, - წერს მთავრობის მეთაური.

02 აგვისტო 2021, 15:44

კულტურა

მწერალთა სახლი: არსებულ ვითარებაში „ლიტერას“ ჩატარება შეუძლებელი ხდება

„მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იაკობ ქაჯაია

02 აგვისტო 2021, 15:41

სპორტი

იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

02 აგვისტო 2021, 15:24

COVID19

თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს

„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გაბუნიამ.