imedi /  15 ივლისი 2020, 19:51 / სანდო წყარო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა

პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს, რომლის ფარგლებში, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, ხდება შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე.

ამ კვლევის შედეგად, ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას. კერძოდ, ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას; ბავშვის მშობლებისათვის საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ. იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, ხდება მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფა.

როგორც ცენტრში განმარტავენ, ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არ შეფერხებულა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებისთვის ავრცელებს რეკომენდაციებს, რომელთა თანახმად, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ტყვიით ექსპოზიციის მომატებული დონე ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის.

აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის უკეთ შესწავლისა და მისი ტყვიის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ვიზიტი პედიატრთან ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, კვებითი სტატუსის და რკინის დეფიციტის რისკის შეფასების მიზნით 1-2 კვირის განმავლობაში; პედიატრის რეკომენდაციით ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება; საცხოვრებელი გარემოს შეფასება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, ტყვიის ზეგავლენის პოტენციური წყაროს/წყაროების იდენტიფიცირების მიზნით.

ყველა ზემოაღნიშნულ კონსულტაციისა და კვლევის ჩატარება უზრუნველყოფილია სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გარემოში, რომელშიც ბავშვი იმყოფება, შესაძლებელია, ტყვიის ზემოქმედების სხვადასხვა წყარო არსებობდეს, როგორიცაა: ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული საგნების ზედაპირები, ნიადაგი, მტვერი და სამომხმარებლო პროდუქტები. ბავშვზე ტყვიის ზეგავლენა შესაძლებელია მოხდეს გადაცემის სხვადახვა გზით – შესუნთქვით და ჩაყლაპვით. ტყვია შესაძლოა, ასევე მოხვდეს ჩვილის ორგანიზმში ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

„ტყვიით ექსპოზიციასთან დაკავშირებული ძირითადი სიმპტომებია: სწავლის უნარის დაქვეითება; დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში; ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა; ყურადღებისა და კონცენტრირების პრობლემები; მეტყველების პრობლემები; დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში; კოორდინაციის დარღვევები; ქცევითი პრობლემები“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ცენტრის მშობლებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს.

„​ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს ტყვიისშემცველი საღებავის ანაფხეკთან და ამგვარი საღებავებით შეღებილ ზედაპირებთან; რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები; რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით; ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან; მოარიდეთ ბავშვები იმ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები; არ მიაკაროთ ბავშვები ნაგავსაყრელებს; ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ნიადაგთან (არ ითამაშონ მიწით ან მიწაში). არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით; ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები“- აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2018 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმად, 2-7 წლის ასაკის 1578 ბავშვიდან საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში“

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში სახავს

საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსახოთ პრიორიტეტული მიმართულებები, პანდემიისა და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას. ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული შემოთავაზებები 2020-230 პროგრამისთვის. „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახავს პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღის წესრიგის პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებს საჭირო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 ივნისი 2021, 20:15

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.

19 ივნისი 2021, 20:08

სამართალი

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

19 ივნისი 2021, 20:07

COVID19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს შემთხვევები, გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ნათია თურნავა

19 ივნისი 2021, 19:30

პოლიტიკა

ნათია თურნავა: 10-წლიან გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლითაც ადგილობრივ წარმოებას შევუწყობთ ხელს

ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვმსჯელობთ გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს თითოეულ მოსახლეზე

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:07

კულტურა

თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.