15 ივლისი 2020, 23:46 / სანდო წყარო

გიორგი შარაშიძე: დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით

გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

„დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით, - ასე აფასებს ჟურნალ „ანტერპრენერის” მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების გამო ჟურნალ „ანტერპრენერის“ რედაქციამ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტები სოციალური ანტრეპრენერშიფის უნიკალური მაგალითად დაასახელა.

“ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც მქონდა საშუალება ინტერვიუ ჩამეწერა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ის საუბრობდა მის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე და ჩვენ, ჟურნალ „ანტერპრენერის“ რედაქციამ მაშინ მისი და მისი პროექტების ფენომენი შევაფასეთ, როგორც სოციალური ანტერპრენერშიფის უნიკალური მაგალითი საქართველოს რეალობაში. დღეს, როდესაც პირადად მე და უამრავი დამთვალიერებელი ვეცნობით ამ მართლაც უნიკალურ დენდროლოგიურ პარკს, ვრწმუნდები, რომ ეს შეფასება იყო ზუსტი, რადგან ამ ტიპის პროექტებს პირველ რიგში გააჩნია სოციალური დატვირთვა, ანუ, ერთგვარი ყინულმჭრელის ფუნქცია, რომელიც ემსახურება რეგიონის და მთლიანობაში ქვეყნის ტურისტული კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალურად, გლობალურ ბაზარზე ტურისტული სეზონის გაზრდას“, - განაცხადა შარაშიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აქამდე განხორციელებულმა პროექტებმა რეგიონს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა. „მახსოვს, მაშინ ბატონი ბიძინა საუბრობდა, რომ არ უნდა ყოფილიყო 3-4 თვით შემოფარგლული და სეზონი 5-6 თვემდე უნდა გაზრდილიყო. მე ვიტყოდი, რომ დღეს შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ 4 სეზონიანი ტურისტული სეზონი. ვხედავთ სრულიად სახეშეცვლილ რეგიონს, სადაც არა მხოლოდ დენდროლოგიურმა პარკმა, რომელიც სიახლეა, არამედ აქამდე განხორციელებულმა ისეთმა დიდმა პროექტებმა, როგორიც არის „ბლექ-სი-არენას“ საკონცერტო დარბაზი, სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში, სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა რეგიონს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბუნებრივი სილამაზით, მაგრამ არ გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურული განვითარებით. ვფიქრობ, დღეს დროა, უკვე მცირე და საშუალო მეწარმეებმა, ბიზნესმა ისარგებლოს იმ უნიკალური შესაძლებლობით, რაც დენდროლოგიური პარკის და აქ განხორციელებული სხვა პროექტების შედეგად მათთვის შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დღეს გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 09:08

საზოგადოება

იუსტიციისა და განათლების სამინისტროებმა თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დააარსეს

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ დირექტორმა, დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა სპირიდონ ფლოგაიტისმა (ელექტრონულად).

14 აგვისტო 2020, 08:57

ეკონომიკა

გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

14 აგვისტო 2020, 08:38

რეგიონი

დღეს „ქართული ოცნება“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

დღეს მმართველი პარტია მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

14 აგვისტო 2020, 08:23

საზოგადოება

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

14 აგვისტო 2020, 08:09

COVID19

მესტიასა და ყაზბეგში აღებული ასობით ტესტის შედეგი დღეს გახდება ცნობილი

მესტია გუშინ 100-ზე მეტმა სტუმარმა დატოვა. ისინი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდებიან. რაც შეეხება ადგილზე დარჩენილ ტურისტებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ისინი სასტუმროებში გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

ოზი ოსბორნი შერონ ოსბორნი

14 აგვისტო 2020, 00:55

კულტურა

ოზი ოსბორნსა და მის ცოლზე რომანტიკულ ფილმს გადაიღებენ

„როგორც ვიცი ფილმი ჩემსა და შერონზე, ჩვენს ურთიერთობაზე იქნება. ჩვენს გაცნობაზე, იმაზე თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დავქორწინდით. შერონი ჩემი მეორე ნახევარია. ჩემთან ერთად გაიზარდა, მე კი მასთან ერთად. ცოტა ხნის წინ ქორწინების 38-ე წლისთავი აღვნიშნეთ“,- თქვა მუსიკოსმა.

14 აგვისტო 2020, 00:43

სამართალი

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო და ერთი პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო. დაკავებულია 1 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

100 წლის იუბილე

14 აგვისტო 2020, 00:40

ტაბლოიდი

ამერიკელმა 100 წლის იუბილე 88 შვილთაშვილთან, 49 შვილთაშვილის შვილთან და 1 შვილთაშვილის შვილიშვილთან ერთად აღნიშნა

ამერიკელმა ქალმა 100 წლის იუბილე 5 შვილთან, 30 შვილიშილთან, 88 შვილთაშვილთან, 49 შვილთაშვილის შვილთან და 1 შვილთაშვილის შვილიშვილთან ერთად აღნიშნა. ამის შესახებ გამოცემა Tuko წერს. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრ ჯულია ლი კელის თავისი შთამომავლების 6 თაობა ჰყავს ნანახი.

პოლიცია

14 აგვისტო 2020, 00:35

სამართალი

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მართვის მოწმობა

14 აგვისტო 2020, 00:29

ტაბლოიდი

ამერიკელი ქალის მართვის მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო აღმოჩნდა 🪑

ამერიკელი ქალის მართვის მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს. ტენესის შტატის მკვიდრმა, ჯეიდ დოდმა ახალი მართვის მოწმობა მიიღო და აღმოაჩინა, რომ მოწმობაზე მისი ფოტოს ნაცვლად ცარიელი სკამის ფოტო იყო დატანილი.

ჯონათან პრაისი გვირგვინი სამეფო კარის თამაშები

14 აგვისტო 2020, 00:16

კულტურა

„გვირგვინის“ მეხუთე სეზონში პრინც ფილიპის როლს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი შეასრულებს

პრაისი „სამეფო კარის თამაშების“ უკვე მეორე მსახიობია, ვინც „გვირგვინში“ ფილიპის როლი მოირგო. მესამე და მეოთხე სეზონებში ედინბურგის ჰერცოგს ტობიას მენზისი თამაშობდა, რომელმაც HBO-ს პროექტში ედმურ ტალი განასახიერა.

ისრაელი შემოწმება

14 აგვისტო 2020, 00:16

მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველო მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა დაასახელა „მწვანე ქვეყნების“ სია, რომლებიდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებსაც 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალი მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. სიაში საქართველო, ავსტრია, ახალი ზელანდია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, რუანდა, სლოვენია და ჰონგ-კონგი მოხვდნენ.

14 აგვისტო 2020, 00:04

მსოფლიო

პალესტინამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თავისი ელჩი გაიწვია

პალესტინამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თავისი ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის შეთანხმების გაფორმება დააანონსა. ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

14 აგვისტო 2020, 00:02

საზოგადოება

14 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო, 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

13 აგვისტო 2020, 23:42

სამართალი

სოფელ სალხინოში, სატვირთო ავტომობილის ხრამში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სოზარ სუბარი

13 აგვისტო 2020, 23:34

COVID19

სოზარ სუბარი: ხალხი მოგვყვება და ძალიან მალე სვანეთში სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება

„ყველგან, სადაც კი ეპიდვითარების აფეთქება იყო, პრემიერის მიერ მივლენილი ვიყავი. ეს იყო მარნეულში, გარდაბანსა და ლენტეხში. ახლა შვებულებაში ვიყავი, გამომიძახეს და მესტიაში წავედი, ასე, რომ ეს ჩემთვის პრივილეგია არ იყო, ჩემთვის საყვარელ კუთხეში კი წავედი, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია რომ არაკოვიდის დროს ვესტუმრო. იყო საქმე გასაკეთებელი და ამიტომ ვიყავი წასული. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მოგვყვება და ძალიან მალე იქ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. ძნელია, წინასწარ ვთქვათ, როდემდე გასტანს შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ხმალაძე

13 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

ინფექციონისტი: ნებისმიერი მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი, ცხელების ცენტრს ან ოჯახის ექიმს უნდა მივმართოთ

სამწუხაროდ, კორონავირუსი სიცხისადმი გამძლე აღმოჩნდა და არ გამართლდა ის მოლოდინი, რომ ვამბობდით, ზაფხული მოვა და გაქრებაო, - ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი მოსახლეობამ ცხელების ცენტრს, ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.

იური კარაევი

13 აგვისტო 2020, 23:22

მსოფლიო

ბელარუსის შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე შემთხვევითი გამვლელები დაშავდნენ.

კოსტანტინე ყიფიანი

13 აგვისტო 2020, 23:13

საზოგადოება

დაკავებული ექიმის მამა: თანავუგრძნობ პაციენტის მშობლებს, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ექიმების, ვახტანგ ყიფიანის მამა, ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორი, პროფესორი კოსტანტინე ყიფიანი განცხადებას ავრცელებს.

რობერტ ობრაიენი

13 აგვისტო 2020, 23:05

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი:დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი უნდა გახდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი უნდა გახდეს.