www.imedi /  16 ივლისი 2020, 01:09 / სანდო წყარო

კახა ბექაური: რეალურად „თელიასონერა“ რეგიონიდან შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო წავიდა და ეს ყველასთვის ცნობილია

კახა ბექაური

კახა ბექაური

„თელიასონერა“ რეგიონიდან რეალურად შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო გავიდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, „თელიასონერას“ ბაზრიდან გასვლის პარლამენტში გაჟღერებული მიზეზი აბსოლუტურად მოგონილია და ამ თემაზე გაღიზიანება როგორც ჩანს, სხვა თემიდან მოდიოდა.

ბექაურის განმარტებით, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად მოწერა წერილი „თელია-სონერას“ პრეზიდენტმა. ქვეყანაში ასევე ჩამოსული იყო ვიცე-პრეზიდენტიც, რომელმაც ბოდიში მოიხადა ქვეყნიდან გასვლის გამო.

„მე ავხსენი ეს მიზეზები. გაღიზიანება სხვა რამეებისგან მოდიოდა, როგორც ჩანს და ესეც აბსოლუტურად მოგონილია, რადგან საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ „თელიასონერამ“ რეგიონიდან წასვლა შუა აზიაში, ერთ-ერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო გადაწყვიტა. ამ რეგიონში „თელიასონერა“ წარმოდგენილი იყო უზბეკეთში, ყაზახეთში, ნეპალში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში, ბევრ ქვეყანაში. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად მოგვწერა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტიც იყო ჩამოსული. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საქართველოდან გასვლა მოუწიათ, რადგან მათთვის ძალიან მიმზიდველი იყო ქართული ბაზარი. თავად ამბობდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და საქართველოდან არ უნდოდათ გასვლა, მაგრამ იძულებული იყვნენ, რადგან ფაქტობრივად მათ თავისი საკუთარი სტრუქტურული ერთეული და რეგიონული ოფისი დახურეს, იმიტომ, რომ რეგიონიდან გავიდნენ და გაყიდეს ბიზნესები, ამიტომ, მათ რეგიონალური ოფისის ერთი ქვეყნისთვის შენარჩუნება არ უღირდათ. მხოლოდ ეს იყო, თიორემ საქართველო მათთვის მიმზიდველი გარემო იყო და ამას აფიქსირებდნენ“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს

ბრიტანეთში, ქალაქ სუონსში საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს. კოტეჯი 1930-იან წლებში გადაღებულ მულტფილმ „ფიფქია და 7 ჯუჯაში“ გამოყენებული ესკიზის მიხედვით აშენდა. ამის შესახებ The Sun წერს.

ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესი

15 აგვისტო 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ფოტო

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახლი ე.წ. ვარსკვლავთა კუნძულზე მდებარეობს, სადაც უძრავ ქონებას მხოლოდ ცნობილი ადამიანები და გავლენიანი ბიზნესმენები ფლობენ.

ჟოზეპ ბორელი

15 აგვისტო 2020, 00:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

15 აგვისტო 2020, 00:28

ტექნოლოგიები

ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ

ევროპაში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ააშენებენ სახლს, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაბლოკილი იქნება. ამ სახლს ააშენებენ მგრძნობიარე ადამიანებისთვის, რომელთაც 5G-ის გავლენით, თავის ტკივილი და უძილობა ეწყებათ. ამის შესახებ Innovation Origins წერს.

ნინო ლომჯარია

15 აგვისტო 2020, 00:24

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემი საქმიანობისა და ოჯახის წევრის მისამართით

სახალხო დამცვალი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიუღებელია შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

კრიშტიანუ რონალდუ ჯორჯინა როდრიგესი

15 აგვისტო 2020, 00:24

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2020, 00:10

ტაბლოიდი

რომის ზოოპარკში, ცხელი ზაფხულის გადასატანად, ცხოველებს გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ

იტალიაში, რომის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews იუწყება. კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2020, 00:00

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

14 აგვისტო 2020, 23:42

რეგიონი

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

14 აგვისტო 2020, 23:38

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

დიღმის ძმათა სასაფლაო

14 აგვისტო 2020, 23:35

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 15 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება.

14 აგვისტო 2020, 23:32

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ვიდეო

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სადგურის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, მდგომარეობის შესასწავლად ბრიგადები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით კი წყალი რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა.

რატი იონათამიშვილი

14 აგვისტო 2020, 23:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი

დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის „რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას FCEBOOK-ზე ეხმაურება.

მირიან ნიკოლაძე

14 აგვისტო 2020, 23:14

პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.

14 აგვისტო 2020, 23:08

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

ვერტმფრენი

14 აგვისტო 2020, 22:35

ტაბლოიდი

გერმანიაში სწავლობენ სამხედრო პილოტის საქმეს, რომელმაც საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილები გადაუგდო

გერმანიაში სწავლობენ ორი სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებმაც ერთ-ერთის საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილების თაიგული გადაუგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა APA ავრცელებს. ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში, სოფელ ჰოლცენში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ გამოძიება სამხედრო ვერტმფრენის ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის ფაქტზე დაიწყო.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.

ჟერარ პიკე სამუელ უმტიტი

14 აგვისტო 2020, 22:00

სპორტი

„ბარსელონას“ მცველს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.