IMEDI /  16 ივლისი 2020, 15:06 / სანდო წყარო

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით, დარგობრივ კომიტეტზე იმსჯელეს

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით, დარგობრივ კომიტეტზე იმსჯელეს.

კანონს ემატება მუხლი, რომლითაც შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს. ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია, კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად, საკმარისი არ იქნება.

კომპანია „მაგთიკომის“ წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ბიზნესი და სახელმწიფოს პოზიცია ისე არასდროს დაახლოებულა, როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვების დროს. მან კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კანონში არსებული 19 ქვემუხლის დაზუსტებაც სთხოვა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ასე ეფექტურად ვიმუშავეთ. მე 90-იანი წლებიდან ეკონომიკურ საქმიანობას ვეწევი საქართველოში და პირველადაა, რომ ასე ღიად და ეფექტურად მოახერხეთ, რომ დაგეახლოებინათ სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ინტერესები. მადლობა ამისთვის. მე მაქვს ერთი შემოთავაზება. ჩვენ ძალიან გონივრულად დავყავით ორად. ერთი, როდესაც დარღვევა ხდება სქრინინგისას. ვთქვათ „მაგთიმ“ გადაწყვიტა, რომ თემურ ლენგს მიჰყიდოს კომპანია, თქვენი ნებართვა ვერ მივიღეთ და მაინც მივყიდეთ. ამ შემთხვევაში გვესმის, რომ სწრაფად უნდა მოხდეს მოქმედება, თქვენ უნდა გქონდეთ სწრაფი რეაგირების საშუალება, რომ დაიცვათ ქვეყანა და ინდუსტრია. რაც შეეხება მეორე მხარეს, რომელიც სასამართლომ უნდა დაადგინოს. მგონი გონივრული ვადები ამ ორი შემთხვევაში განსხვავდება. პირველ შემთხვევაში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს თქვენგან რეაგირება და მეორეში, არ არის ამის აუცილებლობა. აქ არ არის დაზუსტებული ჯარიმების შემთხვევაში რა ვადებში მოხდება რეაგირება. მინდა გთხოვოთ რომ მე-19 ქვემუხლისთვის იყოს დადგენილი რა ვადებში მოხდება რეაგირება, რადგან ამ ორ შემთხვევას ორი სხვადასხვა გონივრული ვადა აქვს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კახა ბექაურის თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაჯარიმებული კომპანიებისთვის ძველი კანონმდებლობა ძალაში რჩება და დავალიანების გადახდის გონივრული ვადებიც არ შეცვლილა.

„ორ სპეციფიურ ვალდებულებაზე, რომლებიც განსხვავებულია და განსხვავებულად მიდგომაზე კონსენსუსი შედგა. რეალობა რა მივიღე ამ ორი ვალდებულების დარღვევაზე, ერთის მხრივ როცა ჯარიმდება კომპანია, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მოქმედი კანონმდებლობა დარჩა ძალაში, ანუ არაფერი შეგვიცვლია და როგორც იყო ისე იქნება გონივრული ვადები. თუ დროებითი მექანიზმის ჩართვა გახდა აუცილებელი, ანუ მოქმედი კანონმდებლობით მაინც არ აღმოიფხვრა და ეს ადრეც ასე იყო, დროებითი მექანიზმიც მოქმედი კანონმდებლობით ჩაირთვება, როგორც ლიცენზიის და ნებართვების კანონშია“, - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა

ყველა სიახლე

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 03:01

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის ბლოკი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:45

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:06

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 25%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.

21 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა პირველი დაბადების დღე აღნიშნა

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა, რომელიც ორსულობის მეოთხე თვეზე დაიბადა, პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ CNN წერს.

თენგიზ ცერცვაძე

21 ივნისი 2021, 00:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამ თვეში მოიხსნება

„ერთადერთი შეზღუდვა ახლა „კომენდანტის საათია“ და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის „კომენდანტის საათი“, მოიხსნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

21 ივნისი 2021, 00:04

ტაბლოიდი

The Mirror: პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ​ვაჟი შესაძლოა ტიტულის გარეშე დარჩეს

ბრიტანეთის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილი არჩი შესაძლოა პრინცი ვერასდროს გახდეს. ამის შესახებ The Mirror წერს. გამოცემის ცნობით, პრინცი ჩარლზი როცა მეფე გახდება მონარქიის ხარჯებს შეამცირებს და გეგმავს ოჯახის მეორეხარისხოვან წევრებს ტიტული ჩამოართვას, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოება სამეფო ოჯახის ხარჯების დაფინანსებით დაიღალა.

შემთხვევის ადგილი

20 ივნისი 2021, 23:33

მსოფლიო

ალაბამაში ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 9 ბავშვი დაიღუპა

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა შორის მამა და მისი 9 თვის ქალიშვილი არიან. ისინი ერთ-ერთ ავტომობილში ისხდნენ. დანარჩენი 8 მსხვერპლი კი „ტალაპასას გოგონების რანჩოს“ კუთვნილ ავტომობილში ისხდნენ. ეს არის ადგილი, სადაც მიტოვებული და შევიწროების მსხვერპლი გოგოები ცხოვრობენ. მათგან ყველაზე უმცროსი 4 წლის იყო.

20 ივნისი 2021, 23:15

ტაბლოიდი

აზორის კუნძულებზე მოზარდმა ბოთლში მოთავსებული წერილი იპოვა

3 წლის შემდეგ, 3 200 კილომეტრის მანძილზე წერილი 17 წლის კრისტიან სანტოსმა აღმოაჩინა. მან ბოთლი თევზაობისას შენიშნა, წერილი დაინახა და სახლში წაიღო. როდესაც წერილი დედას აჩვენა, მან უთხრა, რომ გზავნილის ავტორი მასაჩუსეტსის შტატიდანაა. სწორედ იქ დაიბადა და ცხოვრობდა კრისტიანი აზორის კუნძულებამდე.

20 ივნისი 2021, 22:54

ეკონომიკა

საწარმოები, რომლებიც მთავრობის დახმარებით განვითარდნენ - ადგილობრივი ბიზნესის წარმატების ფორმულა

მეწარმეები, რომლებმაც მთავრობის დახმარებით დაიწყეს ან განავითარეს ბიზნესი ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და წარმატებას აღწევენ. „იმედის კვირის“ რეპორტაჟში ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსება მიიღეს ან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:26

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელის შეთანხმება გზამკვლევი რუკაა დემოკრატიული რეფორმებისთვის

შარლ მიშელის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:22

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ წინსვლა აქვს საარჩევნო რეფორმას , სხვადასხვა პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერით. ვნახავთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ოდირი. ვიმედოვნებ და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს დადებითი შედეგით და ინკლუზიურად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

20 ივნისი 2021, 22:22

საზოგადოება

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თბილისში ბოლო წლების განმავლობაში

„იმედის კვირა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. ამ თემაზე სასაუბროდ გადამღები ჯგუფი თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს შეხვდა, რომელმაც დედაქალაქის ხელმძღვანელობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:17

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: 19 აპრილის შეთანხმებით საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა

არ დავმალავ, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. თითქმის 6 თვე დასჭირდა შედეგამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:11

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს

„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არამხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ. ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოიცავს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ელემენტებს. რაც ისეთივე შემართებით უნდა განვავითაროთ, როგორც აქამდე“, - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანია პოზიტიური და კონკურენტული იქნება

„ცხადია, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ელექტორატი ადგილობრივ მთავრობას ირჩევს. ბევრ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, რადგან უახლოეს თვეებში დავინახავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური და კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:08

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

„ეს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმებისთვის ​გზამკვლევ რუკას წარმოადგენს და ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:06

საზოგადოება

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე: ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

„კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს. მათ შორისაა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ კვირას შეხვედრები მქონდა საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებზეც ნინოწმინდის საკითხთან ერთად, ბავშვთა ზრუნვის უფრო ფართო სტრატეგიასა და ინსტიტუციონალიზაციაზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვედი, ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტი - სადაც შესაძლებელია, ბიოლოგიურ მშობელთან უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი“, - განაცხადა ჰარცელმა.

20 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორ ემზადებიან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ სამზადისი აქტიურ ფაზაშია.

ცოტნე გამსახურდია ანა ჯაბაური

20 ივნისი 2021, 21:59

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, - ამბობს ჯაბაური.

მეუფე იაკობი

20 ივნისი 2021, 21:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, ასეთი გალავნები აღარ ექნებათ

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბარში პანსიონის ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა განაცხადა.