IMEDI /  16 ივლისი 2020, 17:11 / სანდო წყარო

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია - ადმინისტრაცია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.

„პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ. ვინაიდან პარკი 19 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 7 საათის შემდეგ შეუძლიათ ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს. დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველ დღე იმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა“, - აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.

დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. მისი დათვალიერება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 23:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 691 ათასს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 691 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 691 013 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 18 142 718 ადამიანი დაინფიცირდა.

ნაზარ ნაჯარიანი

04 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 23:17

კულტურა

ბრიტანელმა ხელოვანმა თვითიზოლაციისას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის შექმნა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 23:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანთან ვერ მოვა

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. საერთოდ რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი „მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება“. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2020, 23:03

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 22:43

სამართალი

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში 85 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

სალომე ზურაბიშვილი

04 აგვისტო 2020, 22:41

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

BTS

04 აგვისტო 2020, 22:34

კულტურა

ჯგუფი BTS MTV VIdeo Music Awards-ზე იმღერებს

ტელეარხის ცნობით, ღონისძიებაზე პოპულარული კორეული ჯგუფი BTS ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს. საღამოზე ასევე იმღერებენ Doja Cat-ი და ჯეი ბალვინი.

04 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა კვიპროსზე ისმოდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა 240 კილომეტრის დაშორებით, კვიპროსზე ისმოდა.

04 აგვისტო 2020, 22:09

მსოფლიო

თურქეთში 2 000 წლის წინანდელ საპირფარეშოს ტურისტებისთვის აღადგენენ

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციის ქალაქ ბულდანში აღმოჩენილი უძველესი საპირფარეშოს ნანგრევებს აღადგენენ და ტურისტულ ობიექტად აქცევენ. დაახლოებით 2 000-წლის წინ აშენებული რომაული საპირფარეშო 40-მდე ადამიანს დაიტევს.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

04 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 89 პაციენტი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 306 293 შემთხვევა გამოვლინდა, 46 299 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 21:51

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

04 აგვისტო 2020, 21:49

სპორტი

ცნობილია, რა განრიგით იასპარეზებს ქართველ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა.

04 აგვისტო 2020, 21:40

მსოფლიო

ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ზინადინ ზიდანი

04 აგვისტო 2020, 21:31

სპორტი

L’Équipe-მა ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

04 აგვისტო 2020, 21:21

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლება უარყოფს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება

ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.

რიკარდას პუისისი

04 აგვისტო 2020, 20:57

მსოფლიო

5 წლის წინ გაუჩინარებული ლიეტუველი კაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს

რიკარდას პუისისი, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს, კემბრიჯის მახლობლად, ქალაქ უისვეჩთან იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, გაუჩინარებამდე პუისისი ერთ-ერთ ფერმაზე მუშა იყო, ბოლოს ის 2015 წლის სექტემბერში, კემბრიჯშირის საგრაფოში თანამემამულეების გარემოცვაში ნახეს. ივნისში კი პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და ტყეში იმალება.

04 აგვისტო 2020, 20:47

მსოფლიო

მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ვიდეო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ალ არაბია“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობში მდებარეობდა, თუმცა აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიხეილ ჩხენკელი

04 აგვისტო 2020, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.