imedi /  18 ივლისი 2020, 12:29 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: თუ ვართ საზოგადოება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მორალური არჩევანი და არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, გავრიყოთ ისინი

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

ვინც ამ გესლს თესავს, ისინი ჟურნალისტები არ არიან, ისინიც არიან მკვლელები და მათთან თანამშრომლობა უნდა იყოს ის მორალური ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებას თავს არ უნდა აძლევდეს ამ გულდათუთქული ქალბატონის გულშემატკივარი, - ასეთი იყო ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური მიმართვის წაკითხვის შემდგომ.

მისი თქმით, თუ ვართ საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც ვართ მემკვიდრეები ვაჟასი, „ვეფხისტყაოსნის“, თუ ეს სისხლი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, რომ ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავრთოთ, არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, რომლებმაც თავისი არჩევანი გააკეთეს და სიკვდილის მხარეს, ჭირის და ვირუსის მხარეს დადგნენ.

როგორც „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, ახლა ჯერი ჩვენს არჩევანზეა, შეგვიძლია თუ არა ეს არჩევანი ჩვენი მორალური სიმაღლიდან შევაფასოთ და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ეკადრება აი ამ გულდათუთქულ ადამიანს და მთელს საზოგადოებას.

,,საზოგადოება მორალს ჰქმნის პრეცედენტებით, ანუ არ სჭირდება ამას არც კანონი, არც პარლამენტი, არც არავის დაჭერა და არც არავის დახურვა. თუ ვართ საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც ვართ მემკვიდრეები ვაჟასი, „ვეფხისტყაოსნის” და შეგვიძლია, რომ დაწერილი კანონის დარღვევით შევქმნათ მორალი. სტუმარ-მასპინძელზე ვლაპარაკობ - თუ ეს სისხლი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, რომ ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავრთოთ, არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან. ეს ხალხი არიან მკვლელები და მკვლელებთან თანამშრომლობა, მკვლელობის თანამონაწილეობაა. ჩვენ შეგვიძლია, ამას არავინ არ გვავალდებულებს საკუთარი სინდისის გარდა, რომ არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, არ ვითანამაშრომლოთ კოვიდის აგენტებთან და არ ვითანამაშრომლოთ ამ მაჯლაჯუნებთან და მოვიცილოთ ეს ხალხი, მოვიცილოთ დემოკრატიულად, მოვიცილოთ მიმხმარი მუწუკივით თავისი გაქცეული ფიურერიანად. ეს არის ამ არჩევნების, ამ პოლიტიკური თუ მორალური მომენტის, მომენტუმის ამბავი. აბა ვინ ვართ, შევძლებთ ჩვენ ისე დავირაზმოთ მორალის და ზნეობის გარშემო ხალხი, სახელმწიფო, დიდი და პატარა, რომ შევძლოთ გავრიყოთ ესენი? ლიცენზია კი არ გავუუქმოთ, ჯარიმა კი არ გამოვუწეროთ, სისხლის სამართლის საქმე კი არ აღვძრათ, თუმცა ღრმად რომ ჩახვიდე, ყველაფრის საშუალებას იძლევა მოქმედი კანონმდებლობა. შეგვიძლია ჩვენ, ზურგი რომ ვაქციოთ და ამ არაადამიანებს დავარქვათ სახელი, რომ ამათთან თანამშრომლობა იგივეა, რაც ჭირთან თანამშრომლობა, რაც ოკუპანტთან თანამშრომლობა. ამათთან თანამშრომლობა უნდა იყოს ის მორალური ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებას თავს აღარ უნდა აძლევდეს ამ გულდათუთქული ქალბატონის გულშემატკივარი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ლაშა ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ გარიყვით - მშვიდობიანი, მორალური, ზნეობრივი ნაბიჯით, ისინი ცივილიზაციის მიღმა არიან.

,,მინდა მივმართო, მედიაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინაიდან მაქვს ამის უფლება ალბათ, ამ ტელევიზიაში ვიმყოფები, რომლის სათავეებთან ვიდექი. ნუ მოგახვევენ თავს ყალბი კოლეგიალობის იდეოლოგიას, ისინი არ არის თქვენი კოლეგები. ვინც ამ გესლს თესავს, ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინიც არიან მკვლელები. ამიტომ, თქვენ ერთი წუთით არ გქონდეთ იმის განცდა, რომ თქვენს კოლეგებზეა საუბარი. ისინი არ არიან თქვენი კოლეგები. ეს არის მათი არჩევანი, ისინი დადგნენ სიკვდილის მხარეს, ისინი დადგნენ ჭირის და ვირუსის მხარეს და ეს არის მათი არჩევანი. მათი არჩევანი არის თავისუფალი ქრისტიანობაშიც და დემოკრატიაშიც. ახლა ჯერი ჩვენს არჩევანზეა, შეგვიძლია თუ არა ეს არჩევანი ჩვენი მორალური სიმაღლიდან შევაფასოთ და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ეკადრება აი ამ გულდათუთქულ ადამიანს და მთელს საზოგადოებას. ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას და ამ გამოცდას, ისევე როგორც 3000 წლის განმავლობაში, როცა კრიტიკული წამი დგებოდა, ვართმევდით თავს, დღესაც წარმატებით გავართმევთ“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 17:23

რეგიონი

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კორონავირუსი საქართველო

09 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.