imedi /  18 ივლისი 2020, 20:17 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ დენდროლოგიური პარკი შვილთან ერთად დაათვალიერა

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს ანნამ და მე ერთად დავათვალიერეთ. უნიკალური პარკია!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

შეკვეთილის დენდროლოგოური პარკი სამი დღის წინ გაიხსნა. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არამხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.

ყველა სიახლე

ჰაიკო მაასი

14 აგვისტო 2020, 19:52

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემოწმებაა საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებასა და მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

რობერტ ტრამპი

14 აგვისტო 2020, 19:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი მოათავსეს. ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეარხის წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ძმის ნახვას აპირებს.

მატეუშ მორავეცკი

14 აგვისტო 2020, 19:35

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 19:23

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: წითელი ჯვრის დახმარებით სულ იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 191 პირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

14 აგვისტო 2020, 19:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან აქტიურად მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. ლევან კობიაშვილის განცხადებით საარჩევნო კამპანია ხვალიდან აქტიურად დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც შტაბში, ასევე მათ უბნებში გაიმართება. შტაბის გახსნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 19:23

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აგვისტო 2020, 19:16

მსოფლიო

თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. აღნიშნულის მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საწყის ეტაპზე გამოძიების ოპერატიულობის საკითხს სწავლობს

ჩვენ არაერთგზის გვქონდა კონტაქტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატთან, განვუცხადეთ მათი სურვილის შემთხვევში დახმარების სრული მზაობა. ადვოკატმა და ოჯახმაც იცის, როდესაც ისინი მოგვამრთავენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:03

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 ათასამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 750 400 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 687 815 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 246 472 შემთხვევა გამოვლინდა, 5 982 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

კანცელარია

14 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ ააცილებს ისეთ განსაცდელს, როგორიც ომია, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“

„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 18:36

სამართალი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ქარელში, საცხოვრებელ სახლთან მდგომ ადამიანებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო

14 აგვისტო 2020, 18:22

რეგიონი

შიდა ქართლში, დევნილთა დასახლებაში საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი

14 აგვისტო 2020, 18:18

რეგიონი

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება. მედიკოსების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში 14 აგვისტოს, გამთენიისას უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ბელგია მთავრობა

14 აგვისტო 2020, 18:11

მსოფლიო

ბელგიაში მთავრობის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობა ჩავარდა

ბელგიაში მთავრობის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობა ჩავარდა. გამოცემა Le Soir-ის ცნობით, 20 ივლისს დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ფლამანდიელი ნაციონალისტების ლიდერი ბარტ დე ვევერი და სოციალისტების ლიდერი პოლ მაგნეტი ბოლო დღეების განმავლობში მოლაპარაკებებს შედარებით სუსტ პარტიებთან მართავდნენ. სავარაუდოდ, დე ვევერი და მაგნეტი 17 აგვისტოს ბელგიის მეფეს შეხვდებიან და მომხდარის შესახებ შეატყობინებენ.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანია, მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ

„ოპონენტების წარმომადგენლები, როგორც მაჟორიტარები ასევე, პარტიულები, (მცირე გამონაკლისების გარდა) არის ერთგვაროვანი ჯგუფი. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ არის ის, რომ ძალიან დიდია ამბიციები და ეს ამბიციები ერთმანეთში საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას განაპირობებს. ისეთსავე დაპირისპირებას, როგორიც აქამდე იყო. ისინი აგინებდნენ ერთმანეთს, შემდეგ აქებდნენ და შემდეგ იცვლიან პოზიციას. ეს არის მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი. მეორე ნიშანი რაც მათ არ განარიდებს ერთმანეთს, ეს არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ, რაც უჩენს მათ პერსპექტივას, რომ იქნებ იმდენად აიმღვრეს წყალი, რომ ეს დესტრუქცია პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გაიმარჯვოს დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება

მოგესალმებით ჩემო მაგარო კახელებო, მაგარო ქიზიყელებო, დედოფლისწყაროელებო! ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ თქვენთან შეხვედრა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.

14 აგვისტო 2020, 17:52

მსოფლიო

ნეპალში მეწყერმა ათობით სახლი მოიყოლა, დაიღუპა 16 ადამიანი

ნეპალის მთიან სოფლებში მეწყრული პროცესები გრძელდება. ინტენსიურმა წვიმამ დღეს, რამდენიმე ადგილას, კვლავ გამოიწვია მეწყრული პროცესები, რის შედეგადაც, 16 ადამიანი დაიღუპა. ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაშია მოყოლილი ათობით სახლი, ადამიანთა ნაწილს კი, ამ დრომდე ეძებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც აგვისტოს ომმა გამოიწვია

ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვია აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დავკარგეთ კოდორი, დავკარგეთ ახალგორი და დამატებით მივიღეთ 10 ათასზე მეტი, დაახლოებით 25 ათასი დევნილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.