imedi /  21 ივლისი 2020, 19:05 / სანდო წყარო

Responsible.ge - პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე

ევროპაბეთი

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. „ბეთსონ ჯგუფის“ წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს.

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

COVID-19-ის გამო არსებული სიტუაციის მიუხედავად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის სამი მიმართულებით იმპლემენტაცია გრძელდება. „ევროპაბეთი“ 2020 წლის პირველი 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის შედეგებს ფაქტებსა და ციფრებში.

პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში

2019 წლის დეკემბერში „ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია წარადგინა და გარე რეკლამა ჩამოხსნა.

„უკვე 8 თვეა უარი ვთქვით რეკლამის გარე განთავსებაზე, რაც ერთის მხრივ იყო თვითრეგულაცია და ამავდროულად უარის თქმა საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოცვაზე. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ ასეთ დაბრკოლებებზე გააზრებულ თანხმობას გულისხმობს. გვეამაყება რომ ჩვენი ნაბიჯის შემდეგ, 2020 წლის მარტიდან სრულიად სათამაშო ბიზნესმა ჩამოხსნა გარე რეკლამა. გარდა ამისა, ასევე ჩვენი თვითრეგულაციის ფარგლებში ინტერნეტ რეკალამას ვაკეთებთ მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით, ესეც იმისთვის, რომ დავფაროთ მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია“ - განმარტავს “ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

ბეთსონ ჯგუფის კომერციული დირექტორის თქმით, პასუხისმგებლიანი თამაში Betsson Group-ის ბიზნესის საფუძველია. დღეს შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ათი განსხვავებული ბაზარი თამაშის ათ განსხვავებულ კულტურას ნიშნავს, თუმცა, „ბეთსონ ჯგუფი“ არასოდეს ღალატობს თავის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციას.

"ბეთსონის" პოლიტიკა არააგრესიული მარკეტინგი, ზოგიერთ პლატფორმაზე კი რეკლამის სრული შეზღუდვაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეს პუნქტი "ევროპაბეთმა" საქართველოში უკვე სრულად შეასრულა.“ - აცხადებს ბეთსონ ჯგუფის კომერციული დირექტორი, რონ ჰერტვიგი.

პასუხისმგებლობა ბიზნესში - „დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“

თებერვლიდან „ევროპაბეთის“ ვებ გვერდზე ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგია „დროის კონტროლი“ ამოქმედდა. თამაშის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ მოთამაშეს ვებგვერდი ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია თამაშობს და სთხოვს დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

მოწყობილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაა. „დროის კონტროლი“ სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, სადაც „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსი წერია. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც ახსენებს – „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“

პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ

მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქორეაბილიტაციის დაფინანსებული კურსები ლუდომანებისთვის responsible.ge-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.

კურსზე 2 დღეში დარეგისტრირდა 40-ზე მეტი ადამიანი. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის 5760 საათი.

ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „ფსიქოთერაპიის სახლი კამარა 2020 წლის მარტიდან ემსახურება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს, რომელთა თერაპიის საფასურს responsible.ge ანაზღაურებს. კამარას ფსიქოთერაპევტებს აქვთ საქართველოში და საზღვარგარეთ, სხვადასხვა ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებში მუშაობის მრავალწლიანი პირადი გამოცდილება, ხოლო ორგანიზაციაში, კამარა, ერთობლივი, გუნდური მუშაობის ათწლიანი გამოცდილება (კამარა დაფუძნდა 2010 წელს).

დამოკიდებულებით დაავადებებთან კამარას თერაპიის მეთოდი მულტიმოდალურია. მიდგომა ეკუთვნის ამერიკელ ფსიქიატრს, ანათინა მიშერს, ხოლო სტანდარტი მრავალი წელია მუშაობს ნიუ იორკში, Bellevue Hostpital Center-ში და აქვს გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (65%-70%).

კოვიდთან დაკავშირებული სპეციფიკური მდგომარეობის გამო, კარანტინის დროს, ბენეფიციართა ჯგუფებთან თერაპიის პროცესი გავაგრძელეთ ონლაინ, რამაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. გამომდინარე აქედან, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკას აღარ გავაუქმებთ, ვტოვებთ, როგორც უკვე აპრობირებულ, დამატებით შესაძლებლობას დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სამ ჯგუფში ინტენსიური თერაპია უწყვეტად მიმდინარეობს, (უკვე ჩავატარეთ ათასობით თერაპიული საათი), ველით ახალ ბენეფიციარებსაც, რომლებიც ჩაანაცვლებენ გამოჯანმრთელებულებს. რეგისტრაციისთვის დარეკეთ კამარაში ნომერზე: 2 982195.

7 ივლისს კი responsible.ge-ს დაფინანსებით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი - „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას ცენტრი იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

„მენტალ ჰაბი“ ფსიქოლოგების, ფსიქიტრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაცინეტებთან მუშაობენ და ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობას პირველ ეტაპზე ინდივიდუალური სეანსებით ვგეგმავთ, რამდენიმე მათგანმა მკურნალობის კურსი უკვე დაიწყო, თუმცა უფასო პროგრამებზე დარეგისტრირება მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდნენ ნომერზე 0322 051911 “ - აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი, აკაკი ბურკაძე.

„მიუხედავად ჩვენი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების თანამშრომლობაზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამების გამოცხადებიდან 2 დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. Responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ .“ - აცხადებს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.

პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ - სპორტის მხარდაჭერა

Responsible.ge ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარია. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში კომპანია სპორტის რამდენიმე ფედერაციის პარტნიორია და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. 2020 წლის პირველ კვარტალში მემორანდუმი გაფორმდა ჭადრაკის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა, სპორტული ნარდისა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან.

ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად:

  • ჭადრაკის ფედერაციამ გამართა 20-ზე მეტი ტურნირი, 15%-ით გაიზარდა სახელფასო და საპრიზო ფონდი.

გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: “ევროპაბეთთან თანამშრომლობა, საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, გავაორმაგოთ საპრიზო ფონდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში. მართალია, პანდემიის გამო რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიებების გადადება მოგვიხდა, მაგრამ საერთაშორისო პლატფორმა chess.com-ის გამოყენებით 300-მდე ონლაინ ტურნირი, საერთაშორისო მატჩები და სემინარი გავმართეთ, მათ შორის საქველმოქმედო მარათონიც, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. შედეგად 10 000 ლარზე მეტი გადაირიცხა stopcov ფონდში.“

  • შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციამ მსოფლიო ასპარეზზე წარადგინა მებრძოლი ვაჟა წიპტაური, რომელსაც ამ სპორტის ექსპერტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
  • სპორტული ნარდის ფედერაციამ მოახერხა ტრადიციული ეროვნული თამაშის მთავარ გამოწვევასთან გამკლავება - ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა. თანამშრომლობის ფარგლებში ივლისის ბოლოს ნარდში რეგიონალური ჩემპიონატი იმართება ონლაინ.
  • უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციამ თანამშრომლობის შედეგად 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა კიევის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 17 ქართველი სტრონგმენი „ევროპაბეთის“ დაფინანსებით გაემგზავრა.

სპორტის გარდა Responsible.ge-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა. სპორტული აქტივობები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და პარასპორტსმენებისთვის „ევროპაბეთის“ თანადაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე იმართება.

პასუხისმგებლობა პანდემიის დროს - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ევროპაბეთმა ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე POPმედიაში უფასოდ დაუთმო. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა. შეთავაზებით სარგებლობის სურვილი 30-მდე ბიზნესმა გამოთქვა.

ევროპაბეთის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე დახარჯული თანხა 2 მილიონ ლარს აღწევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება და გარე რეკლამაში დაზოგილი თანხა კვლავ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას მოხმარდება . პროექტების ანგარიშს Responsible.ge საზოგადოებას ყოველი კვარტლის ბოლოს წარუდგენს, მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი დაინტერესებული პირები შეუძლიათ ვებ გვერდზე გაეცნონ.

(R)

ყველა სიახლე

ილია ელოშვილი

24 ივნისი 2021, 01:02

საზოგადოება

რა გააკეთა მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის

ჩვენ ხშირად გვესმის კოოპერატიული ბინათმშენებლობა, თუმცა მისი შინაარსი რატომღაც არ იცის საზოგადოებამ. მინდა ავხსნა: 90-იან წლებში სახელმწიფომ გამოაცხადა პროგრამა: მშენებლობები დაიწყო და მოსახლეობას შესთავაზეს გამხდარიყვნენ ე.წ. მეპაიეები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2021, 01:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დღემდე გამოაქვს გადაწყვეტილებები 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებზე

კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხანდახან გამოხატავენ გულისწყრომას, რატომ გვახსენებთ 9 წელსო, თუმცა 9 წლის შეხსენება ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ დღემდე გამოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილებები 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებების შესახებ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ივნისი 2021, 00:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება არის უსამართლო შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს არის უსამართლო და მძიმე ბრალდება.

ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2021, 00:48

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუ გადავხედავთ დარბაზს, დავინახავთ რომ ოპოზიციის სკამები ცარიელია, აი ასე ზრუნავს ოპოზიცია ადამიანის უფლებებზე

ოპოზიციის მხრიდან დარბაზში მხოლოდ ბატონი პაატა მანჯგალაძეა წარმოდგენილი. ესეც იმის ნათელი მაგალითია როგორ იყენებს ბაქი-ბუქა ოპოზიცია ტრიბუნას, როდესაც საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რამდენად ობიექტური არიან ისინი, რამდენად შინაარსობრივად შედიან ისინი პოლემიკაში მმართველ პარტიასთან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს უსმენს.

ბექა ოდიშარია

24 ივნისი 2021, 00:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას: ვიცნობ რა თქვენს კონსტრუქციულ ბუნებას, ვარ გაოცებული, რატომ გამოდიხართ დღეს ასეთი ოპორტუნისტული დღის წესრიგით

მე ვიცნობ რა თქვენს კონსტრუქციულ ბუნებას, ვარ გაოცებული, რატომ გამოდიხართ დღეს ასეთი მკვეთრად გამოხატული, ჩემთვის წარმოუდგენელი ოპორტუნისტული დღის წესრიგით. თქვენ ხართ ადამიანი და თქვენ ხართ ინსტიტუცია, რომელიც გვეიმედებით და გვინდა, რომ ეს ინსტიტუცია მოქმედებდეს, ოღონდ არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ნარატივში, რაც დღეს იკვეთებოდა, ჩემდა სამწუხაროდ. ვფიქრობ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და თქვენი მოხსენებების საგანი გახდება ყველა ადამიანის უფლება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ომბუდსმენს პლენარულ სხდომაზე.

ილია ელოშვილი

24 ივნისი 2021, 00:38

საზოგადოება

ილია ელოშვილი: ჩვენ გვაქვს სპეციალური დახმარება 100 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის

ჩვენ გვაქვს სპეციალური დახმარება 100 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის, ეს არის 1000 ლარიანი დახმარება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ლილოში არის სპეციალური თავშესაფარი, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის მიღება შეუძლია.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 00:37

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ძალიან დიდი ნაწილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველისგან მოისმინა, ძალიან დიდი ნაწილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს.

ილია ელოშვილი

24 ივნისი 2021, 00:32

საზოგადოება

ილია ელოშვილი: დავამტკიცეთ სამ წლიანი სტრატეგია იმისთვის, რომ ქალაქი გახდეს მაქსიმალურად ინკლუზიური

რამდენიმე კვირის წინ საბოლოოდ დავამტკიცეთ დედაქალაქის მერიის სამი წლის სტრატეგია. იქ გაწერილია როგორ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად საქალაქო სამსახურებმა განათლების კუთხით, ინფრასტრუქტურული კუთხით და სხვადასხვა მიმართულებებით იმისთვის, რომ ეს ქალაქი გახდეს მაქსიმალურად ინკლუზიური და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს სრულფასოვნად, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა

ილია ელოშვილი

24 ივნისი 2021, 00:28

საზოგადოება

რა დახმარებებს იღებენ სოციალურად დაუცველები დედაქალაქში

900 300-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე საცურაო აუზებზე, სპორტულ დაწესებულებებში, რომლებიც მერიის განკარგულებაშია, სერვისებს სრულიად უფასოდ იღებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ჯონ მაკაფი

24 ივნისი 2021, 00:23

მსოფლიო

კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სასაქმართლომ აშშ-ში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

ილია ელოშვილი

24 ივნისი 2021, 00:12

საზოგადოება

როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაფინანსება მერიის ჯანდაცვის პროგრამებით - ილია ელოშვილის განმარტება

თუ თანხა არ სცდება 1000 ლარს, მაშინ ადგილზე, გამგეობიდან შეუძლიათ მოქალაქეებს დახმარების მიღება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ კვირა იკრიბება კომისია და მაქსიმალურად სწრაფად ფინანსდებიან მოქალაქეები.

თამთა ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 23:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბოლო სერიაში მიშა დაპოსტავს - „ხელები შორს გახარიასგან“

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გახარიას მხარდამჭერ პოსტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში კილაძის facebook სტატუსს აქვეყნებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 23:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ძალიან დიდი კუდი გიჩანთ ერთმანეთის დაცვა-გაპიარებაში და ფრთხილად

,,იმის გამო, რომ რუსთავი ორმა ამხილა გახარია სააკაშვილთან ალიანსში, ნიკა გვარამიაც კი გამოიყვანეს გახარიას დამცველად და აბულინგებს რ-2 ს. ძალიან დიდი კუდი გიჩანთ ერთმანეთის დაცვა-გაპიარებაში და ფრთხილად, ცოტა ”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ილია ელოშვილი

23 ივნისი 2021, 23:56

საზოგადოება

ილია ელოშვილი: ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი თანხა დაიხარჯოს, რადგან არ არსებობს ბავშვების გადარჩენასა და კარგად ყოფნაზე დიდი პრიორიტეტი

ჯანდაცვის პროგრამების პრიორიტეტებსა და მათ მიმართულებებზე თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა

ილია ელოშვილი

23 ივნისი 2021, 23:53

საზოგადოება

ილია ელოშვილი: ჩვენ არ შევხებივართ ჯანდაცვისა და სოციალურ ბიუჯეტს, პირიქით, გავზარდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა

ძუძუს კიბოს სკრინინგი და პრევენციული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული სკრინინგის ცენტრში მერიამ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, ფილიალები დაემატა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეცვა, რომლებიც უფასოდ ჩაიტარებდნენ გამოკვლევებს- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ილია ელოშვილი

23 ივნისი 2021, 23:48

საზოგადოება

ილია ელოშვილი: საბავშვო ბაღებში ძალიან მკაცრი კრიტერიუმები დავაწესეთ კვების ხარისხთან დაკავშირებით

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა იმ გამოწვევასა და მიმდინარე საქმიანობებს შორის, რაც მერიაში წარიმართება, საბავშვო ბაღების კვება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. უდიდესი ყურადღება ეთმობა კახა კალაძისა და თითოეული ჩვენგანის მიერ,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

23 ივნისი 2021, 23:31

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: კომიტეტი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მოტივირებულია, მაქსიმალურად აისახოს მისი რეკომენდაციები პარლამენტის დადგენილების პროექტში

სახალხო დამცველის ანგარიშში რეკომენდაციები ეძლევა საქართველოს პარლამენტსაც, რაც მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად ანგარიშში იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

ილია ელოშვილი

23 ივნისი 2021, 23:29

საზოგადოება

ილია ელოშვილი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ბაღები არათუ მიახლოებულია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან, არამედ ჩემი აზრით, უსწრებს კიდეც მათ

ბოლო პერიოდში 18 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო და დასრულდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არათუ მიახლოებულია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან, არამედ ჩემი აზრით, უსწრებს კიდეც რიგ მაჩვენებლებში ევროპულ სტანდარტს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ილია ელოშვილი

23 ივნისი 2021, 23:26

საზოგადოება

ილია ელოშვილი: თუკი ვხედავთ, რომ საქართველოში რაიმე სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლებელია, ჩვენ უკან არ ვიხევთ და ხშირად ნაწილობრივ ან მთლიანად ვაფინანსებთ

საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინასების საკითხზე თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი

23 ივნისი 2021, 23:13

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა.