www.imedi /  22 ივლისი 2020, 12:33 / სანდო წყარო

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და ახალი პროგრამების ხელმძღვანელები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განახლებულ ცენტრს პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს.

„პროფესიული პროგრამების მიმართ ინტერესი და ნდობა მაღალია, გარემოც შესაბამისია შექმნილი - სასწავლო აუდიტორიები გარემონტებულია, თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, შენობა განახლებულია. ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად. ეს ტენდენცია გაგრძელდება. ვაპირებთ პროგრამების რაოდენობის გაზრდას და სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის კორპუსში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. 2019-2020 წლებში ქუთაისის კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელი გახდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის განახლებული ფილიალი ყველა იმ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რაც პროფესიული განათლების წინაშე დგას.

„ქუთაისის სასწავლო კორპუსი მზად არის იმისთვის, რომ ხუთი მიმდინარე და დამატებით ახალი პროფესიული პროგრამები განახორციელოს. ის პროგრამები, რომლის დამატებასაც 2020 წლისთვის ვგეგმავთ, ძალიან მოთხოვნადია შრომის ბაზარზე,“ - განაცხადა კახა ჭეიშვილმა.

ამჟამად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში ხორციელდება 5 პროფესიული პროგრამა (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა, საოფისე საქმე, შემფასებელი).

ამის გარდა 2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის იგეგმება კიდევ 5 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება (საბუღალტრო აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, ღონისძიების ორგანიზება, სკოლამდელი აღზრდა, საბიბლიოთეკო საქმე).

ბექა ძოწენიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამის „შემფასებელი“ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტია. როგორც ბექა ამბობს, პროგრამისგან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამომავლოდ, კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

„სამართლის საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე და ახლა ვიცავ სამაგისტროს საჯარო სამართალში, თუმცა აღნიშნული პროფესიული პროგრამა პრაქტიკულ კომპონენტებს შეიცავდა და დამაინტერესა. გარდა ცოდნისა, შევიძინე პირადი კონტაქტებიც, რითაც, სამომავლოდ, აკადემიურ საქმიანობაში ვიხელმძღვანელებ,“ - აღნიშნა ბექა ძოწენიძემ.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გასულ წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა.

2020 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.

ყველა სიახლე

გაერო

15 აგვისტო 2020, 08:29

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, ქვეყნების უმეტესობამ კენჭისყრის დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, დიან ტრიანშაჰ ჯანიმ განაცხადა.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 08:17

COVID19

არგენტინაში კორონავირუსი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა

არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 165 ადამიანი ემსხვერპლა, ინფექცია კი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 282 437 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი გერმანია

15 აგვისტო 2020, 08:10

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 222 828-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 231 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

დიღმის ძმათა სასაფლაო

15 აგვისტო 2020, 08:05

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

15 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს

ბრიტანეთში, ქალაქ სუონსში საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს. კოტეჯი 1930-იან წლებში გადაღებულ მულტფილმ „ფიფქია და 7 ჯუჯაში“ გამოყენებული ესკიზის მიხედვით აშენდა. ამის შესახებ The Sun წერს.

ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესი

15 აგვისტო 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ფოტო

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახლი ე.წ. ვარსკვლავთა კუნძულზე მდებარეობს, სადაც უძრავ ქონებას მხოლოდ ცნობილი ადამიანები და გავლენიანი ბიზნესმენები ფლობენ.

ჟოზეპ ბორელი

15 აგვისტო 2020, 00:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

15 აგვისტო 2020, 00:28

ტექნოლოგიები

ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ

ევროპაში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ააშენებენ სახლს, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაბლოკილი იქნება. ამ სახლს ააშენებენ მგრძნობიარე ადამიანებისთვის, რომელთაც 5G-ის გავლენით, თავის ტკივილი და უძილობა ეწყებათ. ამის შესახებ Innovation Origins წერს.

ნინო ლომჯარია

15 აგვისტო 2020, 00:24

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემი საქმიანობისა და ოჯახის წევრის მისამართით

სახალხო დამცვალი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიუღებელია შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

კრიშტიანუ რონალდუ ჯორჯინა როდრიგესი

15 აგვისტო 2020, 00:24

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2020, 00:10

ტაბლოიდი

რომის ზოოპარკში, ცხელი ზაფხულის გადასატანად, ცხოველებს გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ

იტალიაში, რომის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews იუწყება. კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2020, 00:00

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

14 აგვისტო 2020, 23:42

რეგიონი

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

14 აგვისტო 2020, 23:38

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:32

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ვიდეო

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სადგურის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, მდგომარეობის შესასწავლად ბრიგადები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით კი წყალი რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა.

რატი იონათამიშვილი

14 აგვისტო 2020, 23:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი

დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის „რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას FCEBOOK-ზე ეხმაურება.

მირიან ნიკოლაძე

14 აგვისტო 2020, 23:14

პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.

14 აგვისტო 2020, 23:08

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.