www.imedi /  22 ივლისი 2020, 15:31 / სანდო წყარო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზაზე განცხადებას ავრცელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძრულნი არიან გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს.

„საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სამწუხაროდ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც წესი, არ აკეთებს კონკრეტულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დამნიშნავის (გამოძიების, პროცესის სხვა მონაწილის, მოქალაქეების) ინტერესების დაცვის მიზნით.

საექსპერტო დასკვნა მისი დამკვეთის, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიური განკარგვის საგანია და მისი გადაცემა, შინაარსის განდობა მესამე პირებზე ბიუროს მიერ არ ხდება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, იგულისხმება, სასამართლოს შესაბამისი განჩინება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდა საზოგადოებისთვის. ვინაიდან, ამ დასკვნის გარკვეული დეტალები, სხვადასხვა პირის მიერ, არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო განმარტავს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო-სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

„გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“. (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.)

„გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ... გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას...“. (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011).

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, დეტალურად არ შევეხებით, რადგან აღნიშნული მოიცავს დიდი ოდენობით სპეციფიკურ განმარტებებს და მნიშვნელოვნად სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს. თუმცა, ასევე, ძალიან მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას.
ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაცის ექსპერტები, რომელთა კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ათეული წლებია აღიარებულია შესაბამის პროფესიულ წრეებში, მათ შორის, საზღვარგარეთ.
დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“, - ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

იგორ დოლგოვი

13 აგვისტო 2020, 18:33

ეკონომიკა

უკრაინის ელჩი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

„იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა ნინუა

13 აგვისტო 2020, 18:30

სპორტი

ნიკა ნინუა „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა და „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს. ბერძნული მედიის ცნობით,, 21 წლის ფეხბურთელი დღეს საღამოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

13 აგვისტო 2020, 18:27

COVID19

ერაყში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

იაგო ხვიჩია

13 აგვისტო 2020, 18:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუკი ოპოზიცია ვერც სამოქმედო გეგმაში შეთანხმდა, ვერც მაჟორიტარებში და ცალ-ცალკე დარჩნენ, შეიძლება ხმები საერთოდ დაიკარგოს

თუკი ოპოზიციამ დაანახა ადამიანებს ის საქმე რომლის გაკეთებასაც ერთობლივად გეგმავდნენ, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ არსებობს შანსი, მათი ხმები შეიკრიბოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იანეზ იანშა

13 აგვისტო 2020, 18:17

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

გოჩა ენუქიძე

13 აგვისტო 2020, 18:15

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

13 აგვისტო 2020, 18:09

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს შეხვდა. აუდიენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელდარ ჰასანოვი

13 აგვისტო 2020, 18:08

მსოფლიო

სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი დაკავებულია

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და მონტენეგროში აზერბაიჯანის ელჩი ელდარ ჰასანოვი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰასანოვს ბრალად საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით არამიზნობრივი ხარჯვა, ქრთამის აღება და სხვა კანონდარღვევები ედება.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 18:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 917 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 500 ადამიანი. ვირუსისგან 31 269 პაციენტი განიკურნა.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 18:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადაიღებენ

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადიღებენ. როგორც Imedinews ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურში განუცხდეს, თენგიზ ცერცვაძეს ეპიზოდურ როლში გადაიღებენ. კერძოდ, რეჟისორისა და სცენარისტის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „გააზიარე სიყვარული“.

შავი ჭირი

13 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

აშშ-ში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2015 წლის შემდეგ შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ეკა ბესელია

13 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პარტიებმა მეტი ხმა და მანდატი მიიღონ, რადგან ეს ქვეყნისთვის სიახლის მომტანია

შეუძლებელი 50+1 ერთი მანდატი აიღოს ან სახელისუფლებო პარტიამ ან რომელიმე სხვა პარტიამ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

სახლი გასაღები

13 აგვისტო 2020, 17:51

საზოგადოება

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, - ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტო 2020, 17:47

სპორტი

11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ქალთა პირველი რალი რეიდი ჩატარდება

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ - ასეთი სახელწოდება აქვს ქალთა პირველ რალი რეიდს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე ჩატარდება. ეკიპაჟის წევრები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტომოყვარულები იქნებიან და ისინი საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 კილომეტრს დაფარავენ. მანქანაში იჯდება ერთი ქალი და ერთი კაცი, რომლებიც პილოტისა და ნავიგატორის ფუნქციების სურვილისამებრ გადაინაწილებენ.

ბათუმი

13 აგვისტო 2020, 17:41

რეგიონი

ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო

„ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის გუნდთან ერთად მოვახერხეთ, რომ ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, ერთობლივი მუშაობით, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარკ ესპერი დონალდ ტრამპი

13 აგვისტო 2020, 17:32

მსოფლიო

Reuters: დონალდ ტრამპს მარკ ესპერის გადაყენება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი გადაყენება სურს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მაღალჩინოსანთა წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯად დირმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ტრამპთან დაახლოებული წყაროები სააგენტოსთან საუბარში საპირისპიროს ამტკიცებენ.

13 აგვისტო 2020, 17:30

COVID19

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება

მიუხედავად მანძილისა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ყველგან იქნება სურსათით მომარაგება ისე, როგორც ეს ხდებოდა. ამ მიმართულებით მოსახლეობა ვერ იგრძნობს, რომ პანდემიის რეჟიმშია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სოლომონ პავლიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში შევა დისტრიბუციის მანქანები და მოსახლეობისთვის სურსათი ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც აქამდე იყო.

ალექსანდრე ზაგაშვილი

13 აგვისტო 2020, 17:22

COVID19

ყაზბეგის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლირებადია

კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულებას რადგან 500-ზე მეტი ადამიანის კვლევის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ზაგაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რაიმე სახის რეგულაციების გამკაცრების ან ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

სოზარ სუბარი

13 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში ​ლენჯერის მსგავსი სცენარის განვითარებას არ ველით

ამ წუთში მესტიაში მუშაობს 10 ჯგუფი და კიდევ 2 დამატებითი ჯგუფი წამოვიდა ზუგდიდიდან, რომელებიც სოფელ ჭუბერში იმუშავებენ. რადგან მესტიაში აღმოჩნდა ერთი ინფიცირებული გადავწყვიტეთ, რომ დღეს სრულად მოგვეცვა მესტია და ყველა ადამიანი ვინც კი მესტიაში ცხოვრობს უდნა გაიტესტოს, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

წითელი ჯვარი ნეშტები

13 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.