imedi /  27 ივლისი 2020, 13:30 / სანდო წყარო

ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებაზე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა გლობალური პანდემიის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე ფონდის მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივების მიზნებს და გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობას დაეხმაროს.

„დღეს ჩვენ ვაჯამებთ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" პროგრამის შედეგებს, რომელშიც დახმარება გაგვიწია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ. ამ ფონდის შექმნასა და ზოგადად, ფინანსური მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ვაჭრობის განვითარებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს, გლობალური პანდემიის ფონზე ყველამ კარგად ვიცით, როგორი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წარმოიქმნა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს. ამიტომ, სახელმწიფომ უკვე განახორციელა პირველი კონტრიბუცია ამ მექანიზმის ფარგლებში, ეს იყო ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით, ასევე პირველი გრანტების გამოცხადებისთვის და ჩვენ ვხვდებით ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს, ვისაც შეუძლია თავისი კონტრიბუცია გააკეთოს ამ ფონდში იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც სამშვიდობო პროცესების გაგრძელება, ასევე ხელი შევუწყოთ ვაჭრობის წახალისებასა და იმ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა სწორედ ჩვენთან თანამშრომლობის და ამ ინტერესის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერირების სწრაფად დაწყებას. მოკლე ხანში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს", - აცხადებს ლია გიგაური.

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტია. ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივის მიზნებს, მშვიდობის მშენებლობას, თანამშრომლობასა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე დამატებით ხელს უწყობს ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას გამყოფი ხაზების გასწვრივ.
ფონდის დამფუძნებლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ახალი განკარგულებით, თეთრი სახლი, კონგრესის გარეშე შეძლებს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერას

პრეზიდენტის განმარტებით, უმუშევრებისთვის გახანგრძლივდება ფედერალური დახმარების პროგრამა, ხოლო მოქალაქეები, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლებია, წლის ბოლომდე გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

09 აგვისტო 2020, 14:22

COVID19

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა. ვიდეო

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ამ მეთოდით შეყვარებულებს დროის ერთად გატარება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლოთ, მანამ სანამ გოგო გამოჯანმრთელდებოდა. 19 წლის კოლინი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარანტინში მყოფი 17 წლის შეყვარებულის გამხნევებას. ყოველდღე მიჰქონდა საჭმელი, პაზლები და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან საუბარს.

09 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 900-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 199 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 80 949 ადამიანს დაუდგინდა, 1 897 გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 13:52

მსოფლიო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

09 აგვისტო 2020, 13:41

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები £15 მილიონს მიიღებენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აფეთქების ადგილი ბეირუთში / მანალ აბდელ სამადი

09 აგვისტო 2020, 13:21

მსოფლიო

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი გადადგა

ლიბანის ინფრომაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი არ უთქვამს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

09 აგვისტო 2020, 13:15

რეგიონი

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

დავით ბაქრაძის განცხადებით 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონება. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება მათი დახმარება რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.

09 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

უნგრეთში პოლონელების ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთში, საავტომობილო მაგისტრალიდან თხრილში გადავარდა ავტობუსი, რომლითაც პოლონელები მგზავრობდნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, მძიმე დაზიანებები მიიღო.

09 აგვისტო 2020, 12:53

კულტურა

ბრიტანეთში, აუქციონის სახლის თანამშრომელს საფოსტო ყუთში მაჰათმა განდის სათვალე დახვდა

„ვიღაცამ სათვალე საფოსტო ყუთში პარასკევს, საღამოს დატოვა და ის იქ ორშაბათამდე იდო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ კონვერტზე ეწერა, რომ ეს განდის სათვალეა“ - დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ენდრიუ სთოუ.

09 აგვისტო 2020, 12:49

სამართალი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზარდა კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მას დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ლუკა დონჩიჩი

09 აგვისტო 2020, 12:37

სპორტი

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს. „დალასის“ სლოვენიელი ლეგიონერი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სამმაგი დაბლების მაჩვენებლით გალიდერდა. „მილუოკისთან“ ოვერტაიმში 136:132 მოგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა თამაში 36 ქულით, 14 მოხსნით და 19 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ლიგაში სამმაგი დუბლი კარიერაში მეჩვიდმეტედ შეასრულა, რითაც ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა.