IMEDI /  27 ივლისი 2020, 18:57 / სანდო წყარო

ბექა ფერაძე: თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს წესებს, შესაძლოა ბიზნესების დახურვისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ

ბექა ფერაძე

ბექა ფერაძე

კომპანიების სანქცირება არაა ჩვენი თვითმიზანი, თითოეულ ბიზნესსუბიექტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ერთად უნდა დავიცვათ პროტოკოლი, რომელიც COVID19-ის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ფერაძემ.

მისი თქმით, მიზანი ნებართვების გაცემის და წინასწარი შემოწმების ისაა, რომ ბიზნესსუბიექტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს არ დაიცავს წესებს და ერთობლივად არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ეპიდსიტუაცია გართულდება და შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ. „ეს არის ყველასთვის განხორციელებული ქმედება და ემსახურება საზოგადო სიკეთეს“, - აღნიშნა ფერაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ქანდაკება ტურისტი იტალია

05 აგვისტო 2020, 19:48

კულტურა

იტალიაში ტურისტმა მუზეუმში ფოტოს გადაღებისას მე-19 საუკუნის ქანდაკება დააზიანა

ტურისტმა კანოვას „გამარჯვებულ ვენერასთან“ ფოტოს გადაღება გადაწყვიტა და პიედესტალზე დაჯდა. ადგომისას კი შეამჩნია, რომ მე-19 საუკუნის თაბაშირის ფიგურას ფეხზე თითი მოსძვრა. ამის შესახებ მან არავის შეატყობინა და მუზეუმი დატოვა.

05 აგვისტო 2020, 19:37

პოლიტიკა

​პრეზიდენტი ებრაულ თემს ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მიზნით ებრაულ თემთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშის სინაგოგის დათვალიერების შემდეგ გამოვიდა.

05 აგვისტო 2020, 19:33

COVID19

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა.

გოჩა ენუქიძე

05 აგვისტო 2020, 19:27

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია, სოფელ ნაკიეთში, კი ის უახლოეს დღეებში გადაიჭრება. ამასთანავე, ონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დღეს პრობლემა წამოიჭრა. როგორც აღმოჩნდა ჟიჟორეთის ზედა სათავე-ნაგებობიდან გამომავალი მილი რიონის კალაპოტშია მოქცეული.

05 აგვისტო 2020, 19:21

რეგიონი

დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის, თვითმმართველობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი გულის შეტევით გარდაიცვალა

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი, ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

„2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

ბოლივიის სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება

ბოლივიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება. ამის შესახებ ბოლივიის მთავრობაში განაცხადეს.

05 აგვისტო 2020, 18:39

საზოგადოება

წინანდალში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 18:39

მსოფლიო

ჯანმო: ლიბანელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ლიბანელ ხალხს ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო.

ევროპა ლიგა

05 აგვისტო 2020, 18:27

სპორტი

დღეს „ევროპა ლიგის“ მერვედფინალის მატჩები გაიმართება

დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება. დანიაში კი „კოპენჰაგენის“ მეტოქე თურქეთის „ისთანბულ ბაშაქშეჰირი“ იქნება. პირველი რაუნდი „შახტარმა“ 2:1, „ბაშაქშეჰირს“ კი 1:0 მოიგო.

ანტონიო გუტერეში

05 აგვისტო 2020, 18:21

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი: გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

05 აგვისტო 2020, 18:11

საზოგადოება

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 18:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ლიბერალურ ქალაქებში შემზარავი უკანონობაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის იმ ქალაქებში, რომელსაც ლიბერალები მართავენ, შემზარავი უკანონობაა.

სასამართლო

05 აგვისტო 2020, 17:57

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

როგორ მოგვიანებით ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად, დაცვის მხარის კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლემ უარით უპასუხა ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდებულების მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

05 აგვისტო 2020, 17:56

რეგიონი

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

05 აგვისტო 2020, 17:52

პოლიტიკა

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტში მეორე მოსმენით დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მერო მოსმენით დაამტკიცეს. შრომის კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

05 აგვისტო 2020, 17:42

რეგიონი

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 75 ოჯახისთვის, სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახისთვის სოფელ გლოლაში და 250 ოჯახისთვის სოფელ ღებში ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

05 აგვისტო 2020, 17:38

მსოფლიო

სომხეთის მედია, იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულ სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

სომხეთის მედია სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ვუჩიჩმა გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ მოჰყვა სკანდალი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა 10-ჯერ მეტი იარაღი იყიდა. „პარვანა ტივი“ რადიო ნორის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პოლიტიკური წრეები საკითხის გაანალიზებისას, თავს იკავებდნენ კომენტარი გაეკეთებინათ ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებასა და პროვოკაციულ განცხადებაზე.

05 აგვისტო 2020, 17:31

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.