imedi /  28 ივლისი 2020, 12:35 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შშმ პირების ჟესტური ენა დაიცვას და ისწავლებოდეს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პირველად ამ კანონით ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში ჟესტური ენის განმარტება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ენა დაიცვას და ამ ენის პოპულარიზაცია და სწავლება მოახდინოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ შეთავაზებულ ჩარჩო კანონში შშმ პირებთან დაკავშირებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.

„ამ კანონით საქართველო პირველად გადავა შშმ პირის, როგორც სტატუსის სამედიცინო შეფასებიდან ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად ამ კანონით წყალობით ვაღიარებთ, რომ შშმ პირთა უფლებები პირველ რიგში ადამიანის უფლებების სფეროა და მხოლოდ ხანდახან, ნაწილობრივ შეიძლება იყოს სამედიცინო განხილვის საგანი. პირველად ამ კანონით ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში ჟესტური ენის განმარტება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ენა დაიცვას და ამ ენის პოპულარიზაცია და სწავლება მოახდინოს. იმისათვის, რომ საზოგადოებისგან გარიყული არავინ არ იყოს.

შემოდის პერსონალური ასისტენტის ცნება. ეს არის ის ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენი შშმ პირები ხშირად საჭიროებდნენ და დიდხანს ელოდნენ მის ინსტიტუციონალიზაციას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სამინისტროს, ვინც ამ ცვლილებას მხარი დუჭირა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებით ასევე, საჯარო საჯარო დაწესებულებები იღებენ ვალდებულებას, 15-წლიან პერიოდში ახალი და ძველი შენობები უნდა გარდაიქმნას და გადაადგილებახელმისაწვდომი იყოს შშმ პირებისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებები „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში განცხორციელდა. მათი მიზანია შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვა.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.

10 აგვისტო 2020, 13:27

მსოფლიო

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტო 2020, 13:19

საზოგადოება

თბილისში, რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

შავლეგ მიშველაძე

10 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

შავლეგ მიშველაძე: ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 13:13

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე,- ზმის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კორონავირუსი

10 აგვისტო 2020, 12:56

COVID19

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირება მისგან მოხდა. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან 7 მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება და მათ მოათავსებენ როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.

10 აგვისტო 2020, 12:56

საზოგადოება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:55

სამართალი

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

თბილისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გათავისუფლება მოითხოვეს

მხარდამჭერ აქციაზე კოლეგები განმარტავენ, რომ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ ჰქონდა მიმალვის მცდელობა ან სურვილი, მეტიც, მედიკოსების თქმით ვახტანგ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

კახაბერ ოქრიაშვილი

10 აგვისტო 2020, 12:45

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარლ მიშელი

10 აგვისტო 2020, 12:44

მსოფლიო

შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა პასუხი არ არის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

„ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:33

COVID19

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი; ანზორ ერქომაიშვილი

10 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა, - ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში. „გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.

10 აგვისტო 2020, 12:27

რეგიონი

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, ორი პროექტით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე შესრულებულ სამუშაოებს და კურორტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია.

10 აგვისტო 2020, 12:26

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 12:14

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 200-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 722 285 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 462 112 ადამიანი დაინფიცირდა.

მატეუშ მორავეცკი

10 აგვისტო 2020, 12:11

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

10 აგვისტო 2020, 12:09

საზოგადოება

სამაშველო ჯგუფმა 4-დღიანი ძებნის შედეგად ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვა

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის კაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.