imedi /  28 ივლისი 2020, 13:16 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: საქართველოს პირველად აქვს კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი კანონი ჩაანაცვლებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონს. ეს უკანასკნელი, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებულია და აღარ პასუხობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს; ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები კი, რეალურად, ვეღარ მოქმედებს.

ახალი კანონის პროექტის წერისას განხორციელებული კვლევის მიხედვით, ის 150 000-მდე პირს უნდა შეეხოს. ეს მოწმობს როგორც რეფორმის მწვავე აუცილებლობას, რომელიც დღემდე იდგა ქვეყნის წინაშე, ისე რეფორმის მასშტაბსა და მნიშვნელობას.

„ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, კანონით შემდეგი ძირითადი სიახლეებია გათვალისწინებული: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;

კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს;

სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;

კანონი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში, სერვისის გაცემის დაწყება კი, დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე;

მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრებათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს;

კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სერვისების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს;

კანონს შემოაქვს „გონივრული მისადაგების“ პრინციპის ცნება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

კანონპროექტის შემუშავების პროცესი ბევრჯერ იყო ჩიხში შესული, თუმცა, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში გაცოცხლება. სამუშაო ჯგუფმა კანონპროექტის შემუშავებისას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა, რომლებიც შშმ პირებს წარმოადგენენ.

აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

2017 წელს სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად მოცემული პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და მთავრობის შემადგენლობასთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველა სიახლე

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

12 აგვისტო 2020, 23:20

COVID19

ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მესამე დღეა ათასს აჭარბებს

კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს უკვე მესამედ გადააჭარბა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 315 560 შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო წილოსანი

12 აგვისტო 2020, 23:16

პოლიტიკა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

12 აგვისტო 2020, 23:05

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

12 აგვისტო 2020, 22:51

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა

12 აგვისტო 2020, 22:39

მსოფლიო

ევროკომისარი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 22:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ და ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია

ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი. მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა.

ბაქო კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 აგვისტო 2020, 22:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 824 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 497 ადამიანი. ვირუსისგან 31 058 პაციენტი განიკურნა.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 22:19

COVID19

პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნია

12 აგვისტო 2020, 22:16

COVID19

თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

12 აგვისტო 2020, 22:07

სამართალი

თბილისში კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა

48 წლის კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ მისი მამა იყო. კაცმა იქვე მდგარ მანქანის მძღოლს მეტრომდე ჩაყვანა სთხოვა, მაგრამ მძღოლს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და წაყვანაზე უარი უთხრა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.