imedi /  29 ივლისი 2020, 19:13 / სანდო წყარო

ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ს გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნა. ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახს მისი ბიბლიოთეკისა და პირადი ნივთების გადაცემისთვის.

„უნივერსიტეტს გადმოეცა ჩვენი კურსდამთავრებულის, ცნობილი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელშიც ბევრი საგულისხმო პუბლიკაციაა. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, აკადემიკოსი, რომელმაც ჩამოაყალიბა მთელი სამეცნიერო სკოლა და დღემდე ამ სახელით ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თაობა, რომელიც გაიზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებაზე, ისარგებლებს ამ ბიბლიოთეკით. სწორედ ეს არის წიგნის ცხოვრების არსი, რომ თაობებმა მიიღონ ცოდნა და გახდნენ მაღალი დონის სპეციალისტები“ , - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„პაპა იყო, არის და იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დიდი ნაწილი და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა შექმნა კუთხე ამ ისტორიის გასაგრძელებლად,“- განაცხადა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილმა, თსუ პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა. მისი თქმით, „წიგნებმა, რომელიც პაპას ჰქონდა, იპოვა თავისი ადგილი და გაცოცხლდა. რადგან ის წიგნები, რომლებიც დევს სახლში, შეიძლება ნახოს მხოლოდ ოჯახის წევრმ, ხოლო წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაშია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მკვლევარს გაეცნოს და ისწავლოს“ , გალნაცხადა ავლიპ ზურაბაშვილის შთამომავალმა.

თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, ავლიპ ზურაბაშვილის ნივთების უნივერსიტეტისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თსუ-ს დამთავრება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად რჩები იმ დიდებული კოჰორტის წევრი.

„ავლიპ ზურაბაშვილის ნივთების უნივერსიტეტისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თსუ-ს დამთავრება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად რჩები იმ დიდებული კოჰორტის წევრი, რომელიც სამშობლოს ემსახურება და რომელსაც მეცნიერება, განათლება და ქვეყნის წინსვლა ჰქვია“, - ნინო ოკრიბელაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკა შედგება 2000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულისაგან, რომლითაც სარგებლობდა მეცნიერი და, აგრეთვე, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები, როგორც წმინდა სამეცნიერო ფსიქიატრიის მიმართულებით, ასევე პოპულარული ხასიათის.

კოლექციაში ასევე არის საარქივო დოკუმენტები, სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, ფოტომასალა და რამდენიმე მემორიალური ნივთი, მათ შორის, მისი პასპორტი და ანდერძი.

ღონისძიებას ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

ბინძური ცეკვები

09 აგვისტო 2020, 00:55

კულტურა

Lionsgate-ი „ბინძური ცეკვების“ სიქველს გადაიღებს

„ეს სწორედ ისეთი რომანტიკული, ნოსტალგიური ფილმი იქნება, რომელსაც ფრანშიზის თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ“, - განაცხადა სტუდიის დირექტორმა ჯონ ფელტაიმერმა.

09 აგვისტო 2020, 00:36

მსოფლიო

ბალიზე, 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ეს ქმედება გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციის გაზრდას ემსახურება. ბუნების დამცველთა ჯგუფის წევრებმა პარასკევს გიანიარის სანაპიროსთან ყუთები მიიტანეს, სადაც ათობით კუ იყო მთავსებული და ისინი მოუწოდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოხალისეებს, რომ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და პატარა კუები ზღვაში გაეშვათ.

09 აგვისტო 2020, 00:24

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიჭნენ

დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელშიც ყოფილი სამხედროები არიან, იქ „რევოლუციის შტაბბინის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები ეკონიმიკისა და ენერგეტიკის სამინისტროშიც შეიჭრნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებისას ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 00:04

სპორტი

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება და უდინეში დაიხურება. ზამთრის XVI ახალგაზრდული ფესტივალის მოსაწყობად 39 მილიონი ევრო რეგიონის სამთო-სათხილამურო ობიექტების განვითარებისა და რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება, 7 მილიონი კი მასპინძელი მუნიციპალიტეტის რაიონების კეთილმოწყობას მოხმარდება.

08 აგვისტო 2020, 23:49

სამართალი

თბილისში ავტომობილი სკვერში შევარდა. დაშავებულია ახალგაზრდა გოგო

​თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ფანასკერტელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობოლი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, ის მართვით სუნთქვაზეა.

08 აგვისტო 2020, 23:44

საზოგადოება

Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

08 აგვისტო 2020, 23:37

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იმპორტული შემთხვევაც დაფიქსირდა. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს. აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

08 აგვისტო 2020, 23:25

რეგიონი

მედია: ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაწვეს

ახალქალაქში ხალხმა კიდევ ორი ​​საცხოვრებელი სახლი დაწვა, ერთი მაშტოცის ქუჩაზე, მეორე კი ახალქალაქის სპორტსკოლის მახლობლად. ცოტა ხნით ადრე, მიასნიკიანისა და ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც წაუკიდეს ცეცხლი.

08 აგვისტო 2020, 23:14

საზოგადოება

განათლების სამინისტროს განცხადებით, უწყების ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს“, - აცხადებენ უწყებაში.

ანდრეა პირლო

08 აგვისტო 2020, 22:57

სპორტი

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის Twitter-ზე გავრცელდა. 41 წლის სპეციალისტმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

საქართველოს საელჩო ყატარში

08 აგვისტო 2020, 22:30

პოლიტიკა

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით 7-8 აგვისტოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

08 აგვისტო 2020, 22:11

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

08 აგვისტო 2020, 21:54

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთიდან დაიწყებს

პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

08 აგვისტო 2020, 21:48

სამართალი

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა კაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით აწარმოებენ.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 21:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ოპონენტებს, რომლებიც გვაბრალებენ, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, არც ერთხელ არ გამოუყენებიათ უშიშროების საბჭოს ფორმატი

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოეპოვებინა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს განვითარებასა და მშვიდობაში არის დეოკუპაციის გასაღები და ამას აუცილებლად მივაღწევთ

რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია, ქართველი კაცი და ქალი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. საქართველო ივლის იმ გზაზე, რომელი გზის დასასრულსაც პოზიტიური შედეგის სახით იქნება დეოკუპაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა იყო ღალატი

ყველაზე მთავარი ღალატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეზოლუციის მხარდაჭერა ამ ომიდან ორი თვის შემდეგ. სადაც 7 აგვისტო პირველად იყო ნახსენები, როგორც ომის დაწყების დღე და ომის დამწყებად მოხსენიებული იყო ქართული სამხედრო ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 20:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თითქოს არაფერი ხდება

ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აუცილებლად ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული სამხედროების წინაშე და არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, მუდმივად გვახსოვს ეს ადამიანები და ის მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს საკუთარი სამშობლოს წინაშე. ეს არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ქართველ დიპლომატებს მუდმივად გვახსოვს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის დეოკუცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ნებისმიერ ომში შევა, რომ მას ეროვნული თავმოყვარეობა არ შეელახოს

ამ გზით ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენს აფხაზ და ოს დებს უნდა ვუთხრათ, რომ განვითარება და მშვიდობა არის ერთადერთი გზა მათთან ურთიერთობისა და დარწმუნებული ვარ, ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და შვილები იცხოვრებენ გაერთიანებულ საქართველოში, სადაც დეოკუპაციის პრობლემა აღარ იქნება და ერთიანი საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და წევრი. ეს არის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი წერეთელი

08 აგვისტო 2020, 20:08

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება

„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე12 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.