imedi /  30 ივლისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

სტიქიით გამოწვეული საჭიროების შემთხვევაში მთავრობა ყველა დამსვენებელსა და განთავსების ობიექტს დახმარებას აღმოუჩენს

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად შესაძლო დამდგარი საჭიროებების იდენტიფიცირება და დამსვენებლების საჭიროებების დადგენა, რათა საჭიროებისამებრ მთავრობამ სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება თითოეულ მათგანს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ იმ დამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისათვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან, რომელთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

„პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან. მოგეხსენებათ, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია შესული და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან ვინც, იქ ისვენებს იმისთვის, რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება დაუდგა სტიქიიდან გამომდინარე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის შეყვანა. გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად.

ყველა სიახლე

გორმედი

11 აგვისტო 2020, 15:47

COVID19

„გორმედის“ ქსელიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია

„გორმედის“ ქსელიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია. ეპიდკვლევა კლინიკებში რიგგარეშე წესით ჩატარდა, შემოწმდა 35 თანამშრომელი. მედპერსონალის 18 წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, ვინაიდან მათ უშუალო შეხება ჰქონდათ კოვიდინფიცირებულ მედდასთან, რომელიც „გორმედის“ მოწვეული კონსულტანტია. უარყოფითი პასუხის მიუხედავად პროტოკოლით ისინი 14-დღიან თვითიზილაციის რეჟიმს დაიცავენ.

პაატა იმნაძე

11 აგვისტო 2020, 15:42

COVID19

პაატა იმნაძე: თუ მოსახლეობა წესების დაცვას გააგრძელებს, შემოდგომის მეორე ნახევრამდე ვირუსის მნიშვნელოვან მატებას არ ველოდებით

„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ისა რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სანდრო ბრეგაძე

11 აგვისტო 2020, 15:32

პოლიტიკა

სანდრო ბრეგაძე: „ქართულ მარშს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან ეყოლება

მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან გვეყოლება და „ქართული მარში“ საარჩევნო პროცესში მთელი თავისი რესურსით იქნება ჩართულილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათ კარგი რეიტინგი აქვთ და საუბარი არაა მხოლოდ 5, 7 ან 8 ადამიანზე, რომელიც მათგან შეიძლება პარლამენტში შევიდეს. „ჩვენ ვიცით ჩვენი რეიტინგი და ამ რეიტინგის მიხედვით სერიოზული პოზიციები გვიკავია. გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია. წინასწარ არ მინდა რაიმეს თქმა, საუბარი არაა 5, 7 და 8 ადამიანზე, რომელიც შეიძლება პარლამენტში შევიდეს. საარჩევნო უბნებთან ძალადობას ჩვენგან არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ კი, თუნდაც ოკუპანტების მიმართ, არ ვამბობ, რომ ომი უნდა დავიწყოთ, მაგრამ თუ რამე იქნება, „ქართული მარში“ იქნება პირველი, ვინც წავა ბრძოლაში საქართველოს დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ალექსანდრე გეჯაძე

11 აგვისტო 2020, 15:25

სამართალი

ალექსანდრე გეჯაძე: ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ვარდნით ან ბილიკზე დაგორებით ვერ მიიღებდა

შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

ილჰამ ალიევი

11 აგვისტო 2020, 15:18

ეკონომიკა

ილჰამ ალიევი: საქართველოს გავლით, აზერბაიჯანულ გაზს ევროპა რამდენიმე თვეში მიიღებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება. ალიევის განცხადებით, „შაჰდენიზის“ საბადო სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს.

ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2020, 15:08

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ტესტირება 500-მდე ადამიანს ჩაუტარდა, ველოდებით ინფორმაციას რამდენი დადებითი შემთხვევა გვაქვს მესტიაში

„რეგიონში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრებულია იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა თავისუფლად იმუშაონ და სრული კონტროლი გვქონდეს. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. მესტიაში გუშინ სააფთიაქო სექტორის მობილიზაცია მოვახდინეთ. კონკრეტულ აფთიაქს, რომელიც მესტიაში ფუნქციონირებს, მობილიზება დაევალა. ასევე, ჩართულია საქართველოს ფოსტა, რათა ადგილზე უზრუნველყოს საჭირო პრეპარატების მობილიზება და განაწილება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2020, 14:57

პოლიტიკა

კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ „ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც ზრუნავს რეგიონების განვითარებაზე. მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისა და ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით კი არაერთ პროექტსა თუ ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებენ.

დავით ბაქრაძე

11 აგვისტო 2020, 14:52

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: რუსულმა ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა საქართველო, არამედ გააორმაგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

12 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა ჩვენი ქვეყანა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ნატოსა და ევროკავშირში ქართველების გაწევრიანების სურვილი და, უფრო მეტიც, დააჩქარა თავად გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის Foreign Policy მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2020, 14:52

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კომაში მყოფ პაციენტზე: ჯანდაცვის სამინისტრო მისი მკურნალობის ყველა შესაძლებლობას განიხილავს

„საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი, როდესაც მინისტრი ხვდება მისთვის დაქვემდებარებულ ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ექიმებს და ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის პაციენტების უსაფრთხოება და კონკრეტულად ამ პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამიტომ, არავის არ გაუკვირდეს, რომ მე შევხდი პაციენტის მამას და მის უფლებადამცველებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი გახარია

11 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: შინდისის გმირები ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, ჩვენი შვილები ამ მაგალითზე უნდა გავზარდოთ

შინდისის გმირები ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები ამ მაგალითზე გავზარდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შაქარაშვილის საქმე

11 აგვისტო 2020, 14:38

სამართალი

პროკურატურა: სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ვიდეორეკონსტრუქცია

გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

11 აგვისტო 2020, 14:34

ეკონომიკა

კვლევა: უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. განმცხადებლების დაახლოებით 7%-მა (3,076 განცხადება) Area.ge-ზე შეცვალა საფასო პოლიტიკა 2020 წლის მარტის შემდეგ - საფასო პოლიტიკა ძირითადად ბინის გამქირავებლებმა შეცვალეს.

11 აგვისტო 2020, 14:24

ეკონომიკა

მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე რეგულაციის ამოქმედება გადაიწევს

საქართველოს მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედების ვადის გადაწევა იგეგმება. როგორც Imedinews , ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს ცვლილებები ტექნიკურია და კანონპროექტის თანახმად, იცვლება საბაჟოზე რამდენიმე რეგულაციის განხორციელების ვადები.

11 აგვისტო 2020, 14:15

საზოგადოება

თიბისი მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობ​ს

„აქ და ახლა თიბისი“ და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“

11 აგვისტო 2020, 14:07

პოლიტიკა

„ლელო“ ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მცხეთაში წარადგენს

პარტიის განცხადებით, მაჟორიტარების წარდგენა 12 აგვისტოს,18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება. კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გენერალური პროკურატურა

11 აგვისტო 2020, 14:05

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 5 დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2020, 14:04

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა მატებას ველით და ეს ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა

„ინფიცირებულთა ზრდის მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყანასაც. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი მეორე ტალღის და სტატისტიკის გაზრდის არსებობს, ჩვენ ყოველ დღე მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლოებას დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძება, რომელიც მათთვის უკვე ცნობილია, რადგან ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრების შესწავლა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გიგა ბოკერია

11 აგვისტო 2020, 13:57

პოლიტიკა

გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

11 აგვისტო 2020, 13:51

საზოგადოება

სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

ლევან კობერიძე

11 აგვისტო 2020, 13:49

პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და მას გამორჩეული ლიდერები უერთდებიან, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით უკომპრომისოები არიან. მისივე თქმით, ასეთია სწორედ ლევან კობერიძე და იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.