imedi /  30 ივლისი 2020, 20:59 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმერეთში სოფლებს, შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილეები - ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა, აგრეთვე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

ნათია თურნავა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება პირადად მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

„გაზიფიკაციის 3-წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400-მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.

„კოვიდ-19“-ის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობისა და აბონენტების დიდ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დავუსუბსიდირეთ. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროგრამა, რომელსაც „კოვიდმაც“ კი ვერ შეუშალა ხელი. გაზიფიკაციის პროცესი ყველა ვადის დაცვით გრძელდება, როგორც ეს მოსახლეობას დავპირდით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ახალ სვირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, ინგა ბასილაძისა და სოფელ შიმშილაქედში მცხოვრებ მელანო ქუტიძის ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

„ორივე სოფლის მცხოვრებნი კმაყოფილნი არიან, რომ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი მოიხმარონ. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ბუნებრივ აირზე ტარიფი დარჩეს უცვლელი და სტაბილური,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) 5 სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2021, 22:48

COVID19

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა პანდემიის კონტროლს ართულებს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა პანდემიის კონტროლს ართულებს.

ლაშა ხუციშვილი

27 ივლისი 2021, 22:45

სამართალი

ლაშა ხუციშვილი: შემოსავლების სამსახური „მთავარ არხში" არ შესულა და არანაირ ღონისძიებას იქ არ ახორციელებს

კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი სოციალურ ქსელსი წერს. აღნიშნული პოსტით იგი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, კარგი არ არის.

27 ივლისი 2021, 22:21

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამირან სალუქვაძე

27 ივლისი 2021, 22:18

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ

რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებსაც ამოწმებენ“ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

27 ივლისი 2021, 22:16

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს?

„სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? - სვამს კითხვას აბაშიძე „რა, ნაცსექტის მედიამ ოფშორული ზონის პირობებში უნდა „იღვაწოს“? რა, სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? ფსევდო-ბრალდებების ეს გაცვეთილი ჰიბერბოლიზაცია კი, ბოროტი, დათხელებული სექტის მიღმა ვეღარ აღიქმება სერიოზულად. სააკაშვილის ფინიების სხვა კლასტერს, ზოგიერთ ე.წ. ფაქტჩეკერს განვუმარტავ, რომ ზემორე ნაწერი ძალადობის წახალისება და მისკენ მოწოდება კი არ გახლავთ, არამედ არსებული მოცემულობის აღწერა და კრიტიკული შეკითხვების დასმაა“ - წერს აბაშიძე.

27 ივლისი 2021, 22:11

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: სიტყვის თავისუფლებას გვართმევენო, დიქტატურა მყარდებაო, ამას გველაპარაკება ის ხალხი, ვინც არბევდა ტელევიზიებს, იჭერდა ფოტოგრაფებს, აპატიმრებდა ანტენებს, დევნიდა ყველას და ყველაფერს, რაც მათ პროპაგანდას არ ემთხვეოდა

„ვერ ამჩნევდე მედიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ პროგრესს, ან ბრმა უნდა იყო, ან უბრალოდ შეგნებულად უარს ამბობდე რეალობის აღქმაზე. P.P.S. - ისე, ჩვენში დარჩეს, ისეთ დღეში ჩავარდნენ, მართლა კარგად არის შესამოწმებელი რა ხდება მანდ“ - წერს Facebook-ზე გვიდიანი.

27 ივლისი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსს 131 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 131 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დიმიტრი ხუნდაძე

27 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

„კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ტურიზმი საქართველოში“ - პარლამენტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა

ონლაინ საჯარო დისკუსიაზე პასუხები გაეცა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და როგორია სამომავლო პროგნოზები, სად გადაამოწმონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია ვაქცინაციის თაობაზე, როგორია პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკა, პანდემიის პირობებში მოგზაურობა, შეზღუდვები და რეკომენდაციები.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა

27 ივლისი 2021, 20:56

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

27 ივლისი 2021, 20:39

სამართალი

რამდენ ხანში გადაასვენეს ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში

მიასვენეს თუ არა ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში ერთი საათის დაგვიანებით? „ქრონიკამ“ ქალაქში დამონტაჟებული კერძო ობიექტების გარე-კამერების ჩანაწერები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ცნობა ყალბია. განმარტება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ არხმა იცრუა.

27 ივლისი 2021, 20:33

COVID19

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი: იტალიაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

27 ივლისი 2021, 20:32

პოლიტიკა

როგორ აფასებს მესამე სექტორი არჩევნების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

„ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ, ობიექტურ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებდა და ამიტომ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნით პრევენციული ზომა გაკეთდება, რათა სამომავლოდ ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებენ.

გივი მიქანაძე

27 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

„კომისიამ ყველა მიმართულებით, რაზეც ბრალდებების ორკესტრირებული შეტევა იყო წამოსული, ძირითადად რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული განშტოებების მხრიდან, კითხვებს გასცა პასუხი. ყველაზე პრობლემური უბნების გადათვლით დადგინდა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც რომ იყო გარკვეული ხარვეზები და გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 ივლისი 2021, 19:54

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დემსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

27 ივლისი 2021, 19:53

COVID19

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.

რიკ დემსი

27 ივლისი 2021, 19:49

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველოს თავმჯდომარეობა გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.

27 ივლისი 2021, 19:41

მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება.

27 ივლისი 2021, 19:24

ტექნოლოგიები

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.