31 ივლისი 2020, 16:27 / სანდო წყარო

2019 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში.

საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა, ხოლო წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.

2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო“ დასახელდა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე. საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი დააწესა ისრაელის საელჩომ. ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი გადაეცა ვალენტინა ზიბზიბაძეს, რომელიც კოლეჯ „ფაზისში“ დაეუფლა ელექტრიკოსის პროფესიას და მრავალ-შვილიანი ოჯახიდანაა. ასევე, ათასწლეულის ფონდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, გამორჩეული თანამშრომლობისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც სწორედ ამ დარგის განვითარება უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და გახდეს პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.

ყველა სიახლე

გოჩა ენუქიძე

05 აგვისტო 2020, 19:27

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, 100% მოგვარებულია, სოფელ ნაკიეთში, კი წყლის პრობლემა სრულად, უახლოეს დღეებში გადაიჭრება. ამასთანავე, ონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დღეს აღმოჩენილი იქნა პრობლემა, ჟიჟორეთის ზედა სათავე-ნაგებობიდან გამომავალი მილი მოქცეულია რიონის კალაპოტში. 18:00 საათისათვის 36 ტონიანი ექსკავატორი დაიწყებს რიონის კალაპოტის ფორმირებას და გადააგდებს მდინარეს მეორე ნაპირზე.

05 აგვისტო 2020, 19:21

რეგიონი

დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის, თვითმმართველობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი გულის შეტევით გარდაიცვალა

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი, ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

„2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

ბოლივიის სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება

ბოლივიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება. ამის შესახებ ბოლივიის მთავრობაში განაცხადეს.

05 აგვისტო 2020, 18:39

საზოგადოება

წინანდალში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 18:39

მსოფლიო

ჯანმო: ლიბანელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ლიბანელ ხალხს ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო.

ევროპა ლიგა

05 აგვისტო 2020, 18:27

სპორტი

დღეს „ევროპა ლიგის“ მერვედფინალის მატჩები გაიმართება

დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება. დანიაში კი „კოპენჰაგენის“ მეტოქე თურქეთის „ისთანბულ ბაშაქშეჰირი“ იქნება. პირველი რაუნდი „შახტარმა“ 2:1, „ბაშაქშეჰირს“ კი 1:0 მოიგო.

ანტონიო გუტერეში

05 აგვისტო 2020, 18:21

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი: გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

05 აგვისტო 2020, 18:11

საზოგადოება

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 18:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ლიბერალურ ქალაქებში შემზარავი უკანონობაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის იმ ქალაქებში, რომელსაც ლიბერალები მართავენ, შემზარავი უკანონობაა.

სასამართლო

05 აგვისტო 2020, 17:57

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

როგორ მოგვიანებით ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად, დაცვის მხარის კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლემ უარით უპასუხა ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდებულების მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

05 აგვისტო 2020, 17:56

რეგიონი

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

05 აგვისტო 2020, 17:52

პოლიტიკა

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტში მეორე მოსმენით დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მერო მოსმენით დაამტკიცეს. შრომის კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

05 აგვისტო 2020, 17:42

რეგიონი

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 75 ოჯახისთვის, სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახისთვის სოფელ გლოლაში და 250 ოჯახისთვის სოფელ ღებში ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

05 აგვისტო 2020, 17:38

მსოფლიო

სომხეთის მედია, იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულ სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

სომხეთის მედია სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ვუჩიჩმა გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ მოჰყვა სკანდალი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა 10-ჯერ მეტი იარაღი იყიდა. „პარვანა ტივი“ რადიო ნორის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პოლიტიკური წრეები საკითხის გაანალიზებისას, თავს იკავებდნენ კომენტარი გაეკეთებინათ ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებასა და პროვოკაციულ განცხადებაზე.

05 აგვისტო 2020, 17:31

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

ემიგრაციის მუზეუმი

05 აგვისტო 2020, 17:30

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მიერ ევროპაში დასაბრუნებლად გავლილ გზასა და ამ პროცესში ქართული ემიგრაციის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი პროფესორი გურამ შარაძე იყო.

გიგლა ბარამიძე

05 აგვისტო 2020, 17:24

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: ერთ პოეტს მასზე უთქვამს „შორით ბნედა, შორით კვდომაო“

ამ სუბიექტს გამჩენი არ ასვენებს, მასზე აქვს ერთ პოეტს ნათქვამი „შორით ბნედა, შორით კვდომაო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 აგვისტო 2020, 17:22

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ს 701 316 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით დაინფიცირდა 18 570 858 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 11 163 388 პაციენტი.