imedi /  01 აგვისტო 2020, 17:49 / სანდო წყარო

ირაკლი ხმალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება

ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

„თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია. რატომ ვაკეთებთ ამას?

ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს.

ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია. დაახლოებით, ორი წლის წინაა გაჟღერებული ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, თუ რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში.

ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა. რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება.

მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო - რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მისივე თქმით, მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

„ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით სატესტო მოძრაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

11 აგვისტო 2020, 00:58

მსოფლიო

ანტარქტიდას სანაპიროსთან სავარაუდოდ ნაცისტების საიდუმლო გემი იპოვეს

Google-ს სატელიტურ რუკაზე იპოვეს 122 მეტრის სიგრძის გემი, რომელიც ანტარქტიდას სანაპიროდან 160 კილომეტრითაა დაშორებული. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო გემია. გამოცემის ცნობით, რუკის ანონიმურმა მომხმარებელმა შენიშნა გაყინული გემი, რომელიც საკრუიზო ლაინერს ჰგავს. მან ამ საკითხზე YouTube-ზე დისკუსია გამართა. მისი ვარაუდით, ეს 122 მეტრიანი გემია, რომელის ანტარქტიდის სანაპიროსთან ჩაიძირა.

11 აგვისტო 2020, 00:52

მსოფლიო

Twitter-ი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანოა - ეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღია ინტერნეტის პრინციპს არღვევს

სოციალური ქსელი Twitter-ი ბელარუსში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების შეზღუდვაზე იუწყება.

11 აგვისტო 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ზარმაცა მოკვდა

ცხოველი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და ჭამაზე უარს ამბობდა, რის გამოც ის დააძინეს. ზარმაცას ზუსტი ასაკი უცნობია. ის გაიანადან გერმანიაში 1971 წელს ჩაიყვანეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის მამრობითი სექსის იყო და პაული შეარქვეს, 1990-იან წლებში გაირკვა, რომ ის მამრია, რის შემდეგ პაული პაულა გახდა.

კრიშტიანუ რონალდუ

11 აგვისტო 2020, 00:31

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და 35 წლის პორტუგალიელმა კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა.

პაატა იმნაძე

11 აგვისტო 2020, 00:18

COVID19

პაატა იმნაძე: სამწუხაროდ კორონა არსად წასვლას არ აპირებს

მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე კორონა არსად წასვლას და კაცობრიობისთვის თავის დანებებას არ აპირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 00:15

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების დროს ბავშვი დაიბადა

კრისტალ სავაიმ, ბეირუთში აფეთქების დროს იმშობიარა. ამის შესახებ CNN იტყობინება. აფეთქების დროს ბავშვის მამა, ჯადი საკუთარი მკლავებით ცდილობდა შვილის შუშის ნამსხვრევებისგან დაცვას. ემოციური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. უცხოური მედია ასევე წერს, რომ მშობიარესაც და ექიმსაც მრავლობითი ჭრილობა ჰქონდათ და ყველამ შიშით დატოვა პალატა, მთავარი ექიმი კი მაინც დარჩა და ბავშვი მიიღო.

11 აგვისტო 2020, 00:05

კულტურა

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, „პატრიოტის“ გადაღებების ჩაშლის გამო, შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, ფილმის გადაღებების ჩაშლის გამო შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს, ​ ამის შესახებ Variety წერს. კინოსტუდია White Lantern-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „პატრიოტის“ გადაღება ევა გრინის გამო ვერ დასრულდა. მათი განცხადებით, მსახიობმა მოითხოვა დამატებით ძვირადღირებული მომსახურე პერსონალის დაქირავება.

მაიკ პომპეო

10 აგვისტო 2020, 23:58

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

10 აგვისტო 2020, 23:53

COVID19

ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები 11 აგვისტოდან ამოქმედდება

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა.

გია ცაგარეიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დღეს ქვეყნის სათავეში დგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება

დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც თავის თანამოქალაქეს არ დაჩაგრავენ, ოჯახში არ შეუვარდებიან, პოლიტიკიური ნიშნით სამსახურიდან არ გამოაგდებენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

10 აგვისტო 2020, 23:49

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. „ჩელსისთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „ბაიერნმა” ანგარიშით 4:1 მოიგო, პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

10 აგვისტო 2020, 23:34

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 23:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

10 აგვისტო 2020, 23:29

მსოფლიო

სომხეთში სასაწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ხელოვნების ცენტრებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ კუკტურის მინისტრმა Facebook-ზე განაცხადა. არაიკ არუთინიანის თქმით, შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მიიღებენ.

მარიამ ქვრივიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:24

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ მოქალქეებს მოვუწოდებ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებული გადაყვანა

ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

დიეგო კოლა
თეა ახვლედიანი

10 აგვისტო 2020, 22:51

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიჭრეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

10 აგვისტო 2020, 22:44

მსოფლიო

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომიტინგეები შეიკრიბნენ, სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულნი.

10 აგვისტო 2020, 22:24

რეგიონი

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება.

10 აგვისტო 2020, 22:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კეილი მაკინანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.