03 აგვისტო 2020, 09:02 / სანდო წყარო

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ჩხეიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავასა და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელისა და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ქუთათელაძისა და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის 2, 3 ქუჩების, დიდი ხეივნის, ბადაგის, საბატონოს, წითლანაძისა და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთელის გამზირის, ზეზვა გაფრინდაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, რაფიელ აგლაძის, ცაბაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმანის, სადგურის, მურმან ლებანიძის, თევდორე მღვდლის, ბორჯომისა და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, ზეზვა გაფრინდაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, კარგარეთელისა და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძისა და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ზიგზაგის, ეფრემ ზაქარაიას, ინტერნატის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, ფილიას, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, საყვირის, მრევლიშვილისა და ნინუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, რადიანის, არაყიშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, აბაშელის, რაზმაძისა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილისა და ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილისა და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის, მეველეს, მათიაშვილის, უჯარმის, ჭრელაშვილისა და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

ყველა სიახლე

მთიანი ყარაბაღი

01 ოქტომბერი 2020, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჰარი პოტერი ძეგლი

01 ოქტომბერი 2020, 16:54

კულტურა

ლონდონში ჰარი პოტერს ძეგლი დაუდგეს ⚡👓

ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ანა მიქელაძე

01 ოქტომბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია, მათგან ორმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საღამოს 6 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა. მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია და ორი მათგანია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად სიების შემოტანის შემდეგ იწყება გადამოწმება, დასკვნა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინება. ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ სია შეესაბამება კანონმდებლობას გაატარებს რეგისტრაციაში, ხოლო თუ არ შეესაბამება, მიეცემა საშუალება გამოასწოროს ხარვეზი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 16:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.