03 აგვისტო 2020, 09:57 / სანდო წყარო

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, განათლების მინისტრის მოადგილე აჭარის უმაღლესი სასწავლებლების სიახლეებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ აკადემიური პერსონალისგან იმ პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც უნივერისტეტებში უკვე დაინერგა და ამჟამად განხორციელების პროცესშია

მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბაუ – ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სიახლეებს და სწავლა-სწავლების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თაობაზე რეკომენდაციები შესთავაზა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნუნუ მიცკევიჩი ელექტრონული სწავლების იმ ახალი სერვისების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სტუდენტთა ხელშეწყობისთვის უკვე დაინერგა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა ასევე სტუდენტურ სერვისებზე – საქართველოში პირველად, უნივერსიტეტში შეიქმნა ინოვაციური სტუდენტური პორტალი portal.bsu.edu.ge, რომლის საშუალებით სტუდენტები ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას როგორც სტუდენტურ პროექტებზე, ასევე ვაკანსიებზე, სტაჟირებაზე და ა.შ. პორტალი მოიცავს ბაზას, რომლის საშუალებით კომპანიები და ორგანიზაციები დასაქმების მიზნით მოკლე ვადაში უკავშირდებიან სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ნუნუ მიცკევიჩმა ასევე ადგილზე დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამჟამად ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. შენობის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება, რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ევროპული სტანდარტების 200 მობინადრეზე გათვლილ ოთხსართულიან სტუდენტთა საცხოვრებელში განთავსებულია როგორც საკონფერენციო დარბაზი, ასევე თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.

დისტანციური სწავლებისა და საქმისწარმოების პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემიის ელექტრონული პორტალი სრულად იძლევა შესაძლებლობას სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი. ZOOM-ის პლატფორმა, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სრულად აძლევს ვიდეო კონსულტაციის ჩაწერის შესაძლებლობას, რომელიც სტუდენტებისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. 2020 წლის ბოლოსთვის ბათუმის საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომელიც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ფოთში, რომელიც 2021 წლიდან გაიხსნება და ის 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სადაც კვლავ აქტიურად გრძელდება სახელოვნებო დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი პროცესების განვითარებას.

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პრიორიტეტია თეორიული ცოდნის გაღრმავება კლინიკური აზროვნებითა და კლინიკური უნარებით, დისტანციური სწავლების გამოცდილება 2015 წლიდან აქვს, რის გამოც მარტივად მოხდა პროცესის სრულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლებისას არსებული სიძნელეების დაძლევის გზების ძიებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნივერსიტეტი სხვა სამედიცინო სკოლებთან ერთად პერმანენტულად მონაწილეობს დისტანციურ ვებინარებში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია რექტორთა საბჭო, სადაც უმაღლესი სასწავლებლები კიდევ უფრო დეტალურ ინსტრუქციებს მიიღებენ.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

25 სექტემბერი 2020, 16:26

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო. ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მორაგბეები მზადების პირველ ეტაპზე 11 ოქტომბრამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იზოლაციაში იქნებიან და მათი ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან გორგაძე

25 სექტემბერი 2020, 16:20

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს საკითხი დღეს, ლევან გორგაძის კაგაიაკისთან დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, თუმცა მსაჯების თათბირის შემდეგ გამარჯვება კაგაიაკის ჩაეთვალა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.

25 სექტემბერი 2020, 16:20

სამართალი

თბილისში, სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, სანაპიროზე ავარია მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ფოტო: ფოტო: ცესკო

25 სექტემბერი 2020, 16:20

პოლიტიკა

ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის​ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მუშაობს, რათა კიბერუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფასდაუდებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ უკვე შეირცხვინა თავი ქართველ ამომრჩეველთან

ოპოზიცია უკვე ისე მართავს საარჩევნო პროცესებს, რომ თავი შეირცხვინეს ქართველ ამომრჩეველთან. ასე თუ გააგრძელეს, მათი რეპუტაცია საერთაშორისო დონეზეც იქნება ნულს ქვევით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. შესაბამისი განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ გააკეთა. მისი თქმით, მათი ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება. ჩამოვა 27 გძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევიან.

25 სექტემბერი 2020, 15:57

სამართალი

ლაგოდეხში პოლიციამ კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა

ლაგოდეხში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებამდე კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი საცხოვრებელ სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

თინათინ ბერძენიშვილი

25 სექტემბერი 2020, 15:56

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

სუსი

25 სექტემბერი 2020, 15:56

COVID19

სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 15:55

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არჩევნებს ისე ჩავატარებთ, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდეს ფართო დაკვირვება და მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 15:52

მსოფლიო

პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

საფრანგეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პარიზში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო განთავსებული, ოთხი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გამვლელებს თავს ორი პირი დაესხა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცივი იარაღი. თვითმხილველთა ნაწილი მას ხორცის საკეპ ნახახად მოიხსენიებს, ნაწილი კი - დანად.

გორმედი

25 სექტემბერი 2020, 15:48

COVID19

შიდა ქართლში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში 2 ადამიანს. დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან ერთი თვითიზოლაციაში იყო, მეორეს კი, ვირუსული ინფექცია კლინიკა „გორმედში“ პრევენციული ტესტირებისას დაუდასტურდა. ამ კლინიკაში ჯამში 2400 ტესტი გაკეთდა, კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტს მრავალი თანმდევი დაავადება ჰქონდა, მათ შორის ინსულტი, გულის უკმარისობა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს, ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

25 სექტემბერი 2020, 15:27

COVID19

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1,560 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მოსკოვში კორონავირუსის 281,968 შემთხვევა დაფიქსირდა, 242,883 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 5,129 ადამიანი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 15:21

ეკონომიკა

საქართველოდან უკვე 4 400 ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 15:19

პოლიტიკა

რომან კაკულია: არჩევნებზე დამკვირვებლის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„ყველას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური დარწმუნება იმაში, რომ საზოგადოებამ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით იმ პოზიციონირებას თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს დანარჩენ მსოფლიოსთან, მათი აღიარება, მათ მიერ დანახული სამართლიანობა ამ პროცესზე, ჩვენთვის არის გადამწყვეტი“.

25 სექტემბერი 2020, 15:15

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

25 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) წარმომადგენელს, ოლგა ჯუმაევასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.