imedi /  03 აგვისტო 2020, 18:36 / სანდო წყარო

თეონა თამაზაშვილი: იკითხონ მკვლელებმა, თორემ ჩემი თამუნას სული, დარწმუნებული ვარ, მშვიდად იქნება

თეონა თამაზაშვილი

თეონა თამაზაშვილი

იკითხონ იმათ, მკვლელებმა, რომ რა ელით, თორემ ჩემი თამუნას სული, დარწმუნებული ვარ, მშვიდად იქნება, წესიც აეგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მათ საპატრიარქოში გარდაცვალების გარემოებებზე ისაუბრეს.

„ჩვენ იქ მოვუყევით, როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც მოიაზრებენ საერთოდ. პატრიარქი შეუძლოდ იყო და სხვა დროს დაგვიბარეს პატრიარქთან შესახვედრად“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

საპატრიაროქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 201 305 შემთხვევა გამოვლინდა, 88 453 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 996 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა. მონაცემები ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყების შემდეგ, საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 61 წლის ავღანელი კაცია. ის მალასაკას მიგრანტთა ბანაკში ცხოვრობდა და ბოლო დროს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 298 ადამიანი დაინფიცირდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ყარაბაღი სომხეთი აზერბაიჯანი ომი

28 სექტემბერი 2020, 10:31

მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ასობით სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

სომხურმა მხარემ მონაცემები დაღუპულების შესახებ უარყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ 31 ადამიანი დაკარგა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ბაქომ 27 სექტემბერს 200-მდე სამხედრო დაკარგა. ამასთან განადგურდა 30 ტანკი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე კი ბაქოში 5 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ განაცხადეს.

ანგელა მერკელი

28 სექტემბერი 2020, 10:20

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში საიდუმლოდ მოინახულა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა და მისი მოწამვლის ფაქტის ბოლომდე გამოძიების პირობა მისცა.

სოსო გიორგაძე

28 სექტემბერი 2020, 10:19

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოსო გიორგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

კორონავირუსი მსოფლიო

28 სექტემბერი 2020, 10:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (7 115 046). მეორე ადგილზე ინდოეთია (6 074 702), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 732 309).

28 სექტემბერი 2020, 09:57

საზოგადოება

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლი კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.

28 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ დაპირისპირებებს 50-მდე სამხედრო ემსხვერპლა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანთან დაპირისპირების შედეგად 31 სამხედრო დაიღუპა. დღეს დილით კი უწყებამ კიდევ 15 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

ჯო ბაიდენი

28 სექტემბერი 2020, 09:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი გამოიწვიოს

„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყება აჩენს რისკს, რომ დაპირისპირება უფრო დიდ, რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, რათა მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს,“-ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

28 სექტემბერი 2020, 09:06

სპორტი

„ბარსელონამ“ „ვილიარეალი” დაამარცხა

„კამპ ნოუზე” გამართულ თამაშში მასპინძელთა შორის საუკეთესო 17 წლის ანსუ ფატი იყო. მან გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. მეოთხე გოლი კი მესის აქტიურობას მოყვა და პაუ ტორესის ავტოგოლით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ვითარების დეესკალაციის მისაღწევად საკუთარ კავშირებს გამოიყენებს. „ჩვენ ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის შეჩერებას,“-განაცხადა ტრამპმა.

28 სექტემბერი 2020, 08:42

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტობავარჩხილი ტურისტულად ერთერთი მიმზიდველი ადგილია რეგიონში. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 5.9 მილიონი ლარი.

გიორგი შაქარაშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:35

სამართალი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, სწორედ დღევანდელ სხდომაზე იტყვიან, დაუჭერს თუ არა მხარს დაცვის მხარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას. გარდა ამისა, პროცესზე ადვოკატები დააყენებენ ბრალდებულთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს.

28 სექტემბერი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა სკოლაში 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:04

საზოგადოება

პრეზიდენტმა დალი ჩიკვილაძე და ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

,,ეს ჯილდო არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი მშობლების საქმიანობის დაფასებაცაა. მინდა, ქართული საზოგადოების სახელით ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ და არა როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ირაკლი ჩიქოვანი

28 სექტემბერი 2020, 01:02

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს არის ადგილი, საიდანაც ნათლად ჩანს ოკუპაციის შედეგები. აქვეა ოკუპანტების სამხედრო ბაზა. ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე.

28 სექტემბერი 2020, 00:59

რეგიონი

ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენება მოეწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.