04 აგვისტო 2020, 20:26 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

„სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზების პროცესში. აბიტურიენთთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაწყო და თითოეულ მათგანს წარმატებას კიდევ ერთხელ ვუსურვებ“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აბიტუტიენტთა ნაშრომების გასწორება. შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი. მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 15:04

რეგიონი

ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ზემო ნიქოზში დღესაც მუშაობენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სამშენებლო ტექნიკა ჰყავთ მიყვანილი და მავთულხლართებს ავლებენ.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

18 სექტემბერი 2020, 14:59

ეკონომიკა

ექსპერტი: ნათია თურნავას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა

ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ქვეყნების ეკონომიკის ვარდნა პირდაპირ ბმაშია ვირუსთან ბრძოლის ეფექტურობასთან. „მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ეკონომიკების ვარდნა დაახლოებით 10 პროცენტი იქნება, ჩვენთან ეს ვარდნა ორჯერ ნაკლებს - წლის ბოლოსათვის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

გიორგი კანდელაკი

18 სექტემბერი 2020, 14:58

ეკონომიკა

გიორგი კანდელაკი თურნავას: რატომ ეუბნებით უარს WizzAir-ის უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე?

რატომ ეუბნებით უარს WizzAir-ის უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე, - ამ კითხვით ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში მიმართა, სადაც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

რუსლან აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 14:46

რეგიონი

რუსლან აბაშიძე საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდა.

18 სექტემბერი 2020, 14:41

COVID19

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 14:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა სამუშაო ადგილებით იზომება

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ. „პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა იზომება სამუშაო ადგილებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ტომ ჰენქსი

18 სექტემბერი 2020, 14:28

კულტურა

„ფორესტ გამპის“ ავტორი გარდაიცვალა

„ფორესტ გამპის“ ავტორი უინსტონ გრუმი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით, ჰოლივუდმა 1994 წელს, ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს მსახიობი ტომ ჰენქსი ასრულებს.

ოთარ ანგურიძე

18 სექტემბერი 2020, 14:14

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე საპარლამენტო ოპოზიციაზე: არსად ახსენებენ, საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას - ალბათ იმ ნაცადი მეთოდებით, როდესაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე

ეკონომიკის არმცოდნე ოპოზიცია დიდი სითამამით იწვევს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, თუმცა ცარიელი სკამებითა და ბოკერიას დირიჟორობით ხვდება, მაგრამ ბოკერიას ეკონომიკის ცოდნა ხომ ცას წვდება და აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა... მაგრამ, ოპოზიციას ის ავიწყდება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი არა მხოლოდ მთავრობის წევრია, ის უზარმაზარი გამოცდილების პროფესიონალი ეკონომისტია და ეს სხვაობა მთავრობის წევრსა და ოპოზიციას შორის პარლამენტის ტრიბუნასთანაც აშკარად ჩანს, - ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის Facebook-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

18 სექტემბერი 2020, 14:08

საზოგადოება

N67 და N204 მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ

მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა N137 (აბასთუმნის ქუჩის კვეთის მიმდებარედ), - მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა - ა. წერეთლის გამზირი - თ. ერისთავის ქუჩა - დ. გურამიშვილის გამზირი - გუდამაყრის ქუჩა - ჩარგლის ქუჩა - მუხრანის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება მუხრანის ქუჩის N47-თან - თიანეთის ქუჩის N65-ის მიმდებარედ.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 14:00

COVID19

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მდინარე ცხედარი

18 სექტემბერი 2020, 13:57

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია.

18 სექტემბერი 2020, 13:56

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან და ებრძვიან უხილავ მტერს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 13:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აუცილებელი ზომები დროულად მივიღეთ, რასაც არაერთი საერთაშორისო რეიტინგი იზიარებს

„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

ნათია თურნავა გიორგი კანდელაკს: არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოგიყვანთ და თქვენი რეიტინგი საარჩევნოდ გაუმჯობესდება

„სიცრუეა, თითქოს, საბერძნეთში ბევრი პოტენციური განრისხებული ამომრჩეველია და საქართველოს ხელისუფლება მათ შემოსვლაში უშლის ხელს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

18 სექტემბერი 2020, 13:30

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც საქართველოს არც თუ ძლიერ ეკონომიკას უტევს

გიორგი ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა.

18 სექტემბერი 2020, 13:20

სამართალი

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ კაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიხეილ რამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 13:17

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: მე არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას, ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ

ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე უნდა ჩაფარცხონ. მათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი, ჰგონიათ, რომ პატრონი არ ეყოლებოდა ამ ბავშვს. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკვლელებს არაფერი შერჩეს, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ, ეკა ქობესაშვილთან ერთად თამარ ბაჩალიასვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად მივიდა.

18 სექტემბერი 2020, 13:10

ეკონომიკა

ფრანგული La Tribune: გადაწყვეტილება ერთი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იყო მიმართული

ცვლილებები „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით და საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე მიიღო, უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. საქართველოს პარლამენტში მიღებულმა კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.

გიორგი ვოლსკი

18 სექტემბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის

„როცა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ სიკეთისა და სტაბილურობისკენ, წარმოიდგინეთ, რომელი იდიოტი ხელისუფლება ჩაიდენს იმას, რომ ხაბეიშვილის ან მისი მსგავსი პოლიტიკოსის ოფისი იქეთ დაარბიოს. ამას შეიძლება ერთადერთი ახსნა ჰქონდეს. ან ადამიანები არაადეკვატურად აზროვნებენ, ან ეს არის პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი 2020, 13:08

პოლიტიკა

EurasiaNet: პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება

„პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება. ქართულ ოცნებას დიდი ხანია აკრიტიკებენ ერთი მესიჯის ქონის გამო, რომ ის ისინი არ არიან სააკაშვილი და ენმ. აღნიშნული დღის წესრიგის რეზონანსი სულ მეტად იკლებდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სააკაშვილის მმართველობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ ექსპრეზიდენტის წყალობით, პლატფორმა კვლავ აქტუალურია“, - წერს გამოცემა.