imedi /  05 აგვისტო 2020, 14:07 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს საქართველო ევროპაში ბრუნდება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ამ დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა და ანდერძი, რომელიც საქართველოს ევროპაში დაბრუნებას უკავშირდება - ევროპაში დაბრუნება, საქართველოს ევროინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ასრულებს საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მიერ ევროპაში დასაბრუნებლად გავლილ გზასა და ამ პროცესში ქართული ემიგრაციის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა ის ადამიანები, ვისმა ნააზრევმაც ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოიყარა თავი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუძლებელი იქნებოდა.

„რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც არის თავმოყრილი ამ სივრცეში, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ევროპა ყოფილიყო ასეთი მაღალი პრიორიტეტი, ევროპა ყოფილიყო ასეთი სახით წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო ყოფილიყო ამდენად ფართოდ წარმოდგენილი ევროპაში. საქართველოს ევროპაში ჰყავს არა მხოლოდ ელჩები, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში არიან, საქართველოს ევროპაში ჰყავს კულტურის ელჩები, ჰყავს ისტორიის ელჩები, ემიგრანტები, რომელთა დამსახურება არის უდიდესი როგორც მიღწეულ პროგრესში, ასევე, ყველა რთულ დროში, როდესაც ემიგრაცია აკეთებდა შეუძლებელს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ პროფესორ გურამ შარაძის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს გურამ შარაძის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნაში თითოეული ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი და დამსწრეებს შეახსენა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბიბლიოთეკა საქმიანობას უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული პროტოკოლის დაცვით განაახლებს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობას გიხდით ყველას - თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობამ გაიაზროს, თუ როგორ დგამდა ნაბიჯებს საქართველო ევროპისკენ. იმ ადამიანებმა, ვისი ბიოგრაფიები და ფოტოებიც აქ არის წარმოდგენილი, შესაძლებელი გახადეს, რომ დღეს საქართველოს აქვს რეალური გეგმა და სამოძრაო რუკა ევროკავშირში დასაბრუნებლად. მე, პირადად, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, ქედს ვიხრი და მადლობას ვუხდი ჩვენს წინაპრებს ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას.​

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

დიეგო კოლასი

01 ოქტომბერი 2020, 14:31

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

„მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 14:14

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

01 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძემ და რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, ამით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Survation-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

დავით ბაქრაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ პირობითი პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა

„ჩვენი სია პორობითია, იმედი გაქვს არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რასაც მომავალი კოალიციური მთავრობა ჰქვია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების თავლსაზრისით, ასევე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

ალექსანდრე მოწერელია

01 ოქტომბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, - აცხადებს მოწერელია.

გიორგი ვაშაძე

01 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძე იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძეა. მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, ხუთეულში არიან პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და ბესო ბარქაია.