imedi /  06 აგვისტო 2020, 09:59 / სანდო წყარო

პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრელებს.

მისი თქმით, რუსთავსა და ამ რეგიონს ნამდვილად გაუმართლა, რომ აქვს ასეთი კოლეჯი.

„საქართველოში არცერთ კოლეჯს არ აქვს ისეთი ფაბლაბი, როგორიც „მოდუსს“. გარდა ინოვაციურ მიდგომებისა, კოლეჯს კიდევ ერთი გამორჩეული სიახლე აქვს: „მოდუსი“ იმ პროფესიული სასწავლებლების ათეულშია, რომლებიც აპლიკანტებს ინტეგრირებულ პროგრამებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულები, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, აიღებენ დიპლომს, რომელიც საშუალო განათლების ატესტატთან არის გათანაბრებული“- განაცხადა ქიტიაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.

ახლადრეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. კოლეჯმა ავტორიცაზია დამატებით 2 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე მოიპოვა: „მებაღეობა“ და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“. აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებული აიღებს დიპლომს, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატს უთანაბრდება.

„მოდუსს“ წელს მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული: აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე: vet.emis.ge.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

30 სექტემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს

თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღდგენაზე მუშობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,027 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,027 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 208,959 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4,129-მდე გაიზარდა, ჯამში 92,360 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

30 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 32,058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 32,058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 863 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიაში ვირუსის სულ 4,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურდებული. ჯამში 149,921 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსი

30 სექტემბერი 2020, 11:13

COVID19

საქართველოში 37-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 69 წლის კაცია

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

30 სექტემბერი 2020, 11:07

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის.

30 სექტემბერი 2020, 11:06

სპორტი

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალშია

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ჟოზე მოურინიოს მიერ მომზადებული „დეზები“ დედაქალაქის კიდევ ერთ გუნდს „ჩელსის“ შეხვდნენ და თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ირაკლი სესიაშვილი

30 სექტემბერი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმაში ჩვენი ოპონენტების ხელი ურევია

როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს გააზრებულად, გამიზნულად დაგეგმილი აქვთ პროვოკაციებით მისვლა არჩევნებამდე, ვინაიდან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას.

30 სექტემბერი 2020, 11:00

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 80,472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 80,472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 6,2 მილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,179 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 97,497-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5,187,825-ს უტოლდება.

ინციდენტი

30 სექტემბერი 2020, 10:55

სამართალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ.

30 სექტემბერი 2020, 10:54

სამართალი

კახეთში, 51 წლის კაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

კახეთში, 51 წლის კაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მოხდა. კაცს დაზიანება ფეხის არეში საფანტის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა მხარეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

30 სექტემბერი 2020, 10:53

რეგიონი

მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, ამჯერად, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯი პი სი“ შეასრულებს.

30 სექტემბერი 2020, 10:51

თავდაცვა

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ჩაერთო

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა.

30 სექტემბერი 2020, 10:47

საზოგადოება

გაზსადენზე ავარიის გამო 14 000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

„თბილისის ენერჯის“ ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლების IV კვ-ში საშუალო წნევის მიწისქვეშა დ-500 მმ-იან გაზსადენზე ავარია მოხდა, რის გამოც 14,000 აბონენს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.

კორონავირუსი

30 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომუნიკაციების კომისია

30 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

ნატა საბანაძე

30 სექტემბერი 2020, 10:34

პოლიტიკა

ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან

„პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტიურად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქიდანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია“, - განაცხადა საბანაძემ.

თეა წულუკიანი

30 სექტემბერი 2020, 10:33

სამართალი

თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

30 სექტემბერი 2020, 10:29

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.