imedi /  06 აგვისტო 2020, 11:45 / სანდო წყარო

11 აგვისტოს ბერლინის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

11 აგვისტოს ბერლინის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საჰაერო ფრენა შესრულდება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ამ მიზნით, სტუდენტთა ჯგუფების ორგნიზებისთვის გიორგი გახარიამ დავალება შესაბამის უწყებებს მისცა.

ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც დღეს საქართველოში იმყოფება, მაგრამ განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში განათლების მიღებასთან ერთად, მოგეხსენებათ მათ გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. რამდენიმე კვირის წინ სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა მოგვმართა, რომელთაც გერმანიაში შრომის ნებართვა ჰქონდათ და გერმანიამდე ჩასვლა ვერ შეძლეს. მაშინ გერმანიამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენ ერთი რეისი ბერლინში გავაკეთეთ. კიდევ დაგროვდა სტუდენტების ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროებს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და ორგანიზება გავუკეთოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთ რეისს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ასევე თხოვნა იყო უნგრეთში მცხოვრები და განათლების პოცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდებისგანაც. გახარიამ მიმართა შესაბამის ორგანოებს, დააზუსტონ, თუ რამდენია უნგრეთში წასვლის მსურველთა რაოდენობა.

„თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 159 ევროზე მეტი“, - დასძინა გახარიამ.

ყველა სიახლე

თეა ახვლედიანი

27 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს გამოიღებს ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ქვეყნის გამთლიანებისკენ

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. უწყების ცნობით, მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

27 სექტემბერი 2020, 12:00

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. როგორც BBC იუწყება ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

არჩილ თალაკვაძე

27 სექტემბერი 2020, 11:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ

მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

27 სექტემბერი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ემანუელ მაკრონი

27 სექტემბერი 2020, 11:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ლუკაშენკო უნდა წავიდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ემანუელ მაკრონის კომენტარს ფრანგული მედია ავრცელებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერი უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ აღიარა.

27 სექტემბერი 2020, 11:41

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

მჯერა, რომ თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გააკეთა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:38

COVID19

მარინა ენდელაძე: ექიმიც მოქალაქეა - ბატონ თენგიზ ცერცვაძეს აქვს უფლება, გააკეთოს ნებისმიერი განცხადება

ექიმი ადამიანი არ არის? - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.

გიორგი ტყემალაძე

27 სექტემბერი 2020, 11:34

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:23

COVID19

მარინა ენდელაძე: ჯერჯერობით, თბილისი „მწვანე ზონაშია“

თბილისში ძალიან დიდი რაოდენობა არ გამოვლენილა, მხოლოდ 15%-ია თბილისში დაფიქსირებული შემთხვევების წილი. ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

27 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოკვლეული 3500-ზე მეტი პირიდან, 1930-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები აზუსტებენ ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კოვიდინფიცრების 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა

დღე-ღამეში, კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, კვლავ აჭარა ლიდერობს. 294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში - 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო წქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

გერმანია

27 სექტემბერი 2020, 11:01

საზოგადოება

სპეციალური რეისით გერმანიაში სტუდენტები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც გერმანიაში გაემგზავრნენ სტუდენტები საქართველოდან. მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

კლინიკა „ბომონდი“

27 სექტემბერი 2020, 10:53

COVID19

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“კოვიდცენტრში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა. 36 კვირის ორსულისთვის ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი, რომელიც სამეგრელოს მკვიდრია, სტაციონარს დღეს დატოვებს.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

გიორგი გახარია: საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი

ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:45

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე - რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გიორგი გახარია: ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:40

საზოგადოება

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.

27 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 294 ადამიანს დაუდასტურდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.