imedi /  06 აგვისტო 2020, 19:28 / სანდო წყარო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს ეხმაურება , სადაც რესპოდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე“- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოხდება მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება

სცენარი რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ „ნაცმოძრაობა“ გადის პარლამენტიდან თავისი დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ., იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და ვფიქრობ, არიან მზარდი პარტიები და აქვთ პოტენციალი, ჩამოყალიბდნენ ძლიერ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპოზიციად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

29 სექტემბერი 2021, 00:16

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ხელი მოვაწერე ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, ამოქმედდა ნატოს ცენტრი, ერთობლივი წვრთნების ბაზა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. უამრავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს, პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას ღალატი უწოდა

გიორგი გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს. პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას უწოდა ღალატი. ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბაქოში, უახლოეს მომავალში კი სომხეთში ჩავა

„რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არის, რომ იმ ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ ორი ქვეყნის ლიდერს შორის, ამაში რაღაც სასარგებლო წვლილი, თუნდაც მცირედი, ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს. რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც გვაქვს კარგი ურთიერთობა და რაც მთავარია, ნდობა ჩამოყალიბებული. როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის, ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან. სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

29 სექტემბერი 2021, 00:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს გახარიას სააკაშვილი

გიორგი გახარიამ ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა - ასეთი ღალატის შემდეგ როგორ უნდა ენდოს ვინმე მას? ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს მას სააკაშვილი. როგორ შეიძლება კაცი იყოს პრემიერ-მინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი? ამაზე სჯობს, თავად გახარიას ჰკითხოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

პრემიერი პრეზიდენტის მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ განცხადებაზე: ეს მისი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება გულისხმობდა 2024 წელს

„ეს არის მისი პირადი მოსაზრება, შეიძლება მისი სურვილიც არის. არ ვიცი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება. წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება მას მხედველობაში ჰქონდა რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ამ პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება ამას გულისხმობდა. მე არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან. როცა დაბრუნდება მექნება საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონმა ადამიანმა 4 წლით მოგვცა მანდატი, ამის გარდა სხვა დათქმა არ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება

ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი. მზარდი რეიტინგი აქვს ჩვენს პარტიას. აღარაფერ შუაშია 43%, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ეს იყო ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ჩანაწერი. მაშინ მე განმარტება გავაკეთე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ვეცით პატივი და მხედველობაში მივიღეთ ზოგადი პოლიტიკური ფონი. გვინდოდა, რომ პოლარიზაცია დაგვესრულებინა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ეს ბლეფი და მორიგი გათამაშება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ზოგად სიტუაციას და გვინდოდა სიტუაციის დამშვიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 23:45

მსოფლიო

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი დაბლოკა

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ისევ უნდათ სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი

თუ ისევ უნდათ, სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების, ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, მათი არჩევანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ამიტომ მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ორ თუ სამ მის ლობისტს. რატომ არის საინტერესო? მით უმეტეს არჩევნების წინ, ჩვენ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ ჩვენს გეგმაზე, ჩვენს ხედვაზე, განვითარების გეგმებზე და ა.შ. უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღეს. ეს უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.​

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია

„მისი საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის ნიკა მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. მეტს გეტყვით, რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ჩამოვა. თვითონაც ამბობდა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან არ დააფინანსა საკუთარი პარტია და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, ამ მიზნით თქვა რომ ჩამოვა. ჩამოვიდეს, რას იმუქრება?“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე: ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ

„სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: გვაქვს ერთი გეგმა - კანონის აღსრულება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა

ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

28 სექტემბერი 2021, 23:16

სამართალი

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ჯენ ფსაკი

28 სექტემბერი 2021, 23:12

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი რომ დაეტოვებინა, შედეგად ომს მივიღებდით

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ „თალიბანთან“ ომში იქნებოდა, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში რომ დაეტოვებინა.