08 აგვისტო 2020, 12:08 / სანდო წყარო

სოფიო ქაცარავას წერილი Emerging Europe-ში: რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფვის

2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფის, - ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა Emerging Europe-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

„წელს, 7 აგვისტოს, 12 წელი შესრულდება 2008 წლის აგვისტოდან - რუსეთის სამხედრო აგრესიიდან, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეიარაღებული საომარი მოქმედებები მალევე შეჩერდა და მთელი საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა, ომმა ასობით ათასი ქართველი წლობით დააზარალა. ისტორიის ამ ეპიზოდმა ქართველების სიმტკიცე მხოლოდ გააორმაგა. 2008 წლის რუსეთის საქართველოზე თავდასხმა კვლავ ახდენს გავლენას საქართველოს საზღვრებს მიღმა პოლიტიკაზე, ვინაიდან მან მნიშვნელოვანი ანაბეჭდი დატოვა გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე“ - აღნიშნულია წერილში.

სოფიო ქაცარავა წერს, რომ რუსეთის მიერ, ევროპაში სუვერენული საზღვრების გადაკეთების ძალისმიერმა მცდელობამ, რომელიც ორი ქართული რეგიონის უკანონო ოკუპაციით გამოიხატა, შექმნა საშიში პრეცედენტი, რომელმაც განსაზღვრა გლობალური დამოკიდებულებები კრემლის მიმართ მომდევნო ათწლეულის მანძილზე.

„2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ გამომაფხიზებელი როლი ითამაშა, ვინაიდან მოსკოვმა გააქარწყლა მითი მათ მოჩვენებით პატივისცემაზე დემოკრატიის მიმართ და ღიად აჩვენა თავისი ამბიციები აკონტროლოს და მუდამ თოფის სათითეზე ჰყავდეს მისი მეზობელი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ქართველები ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილან. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა არატრადიციული ან ჰიბრიდული ომის წარმოება: სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლა ძალადობრივი ენერგიის პოლიტიკით, ფინანსური გამოძალვებით, ჰიბრიდული ოკუპაციით, ანექსიითა და დეზინფორმაციით - ეს ამ დროისთვის უკვე ნაცნობი პუტინის თამაშია. 2008 წელს, საქართველო იყო პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც იგრძნო ამ ტაქტიკის ჭეშმარიტი გავლენა. შემდეგ, როგორც ახლა, ეს ყველაფერი მიმალული იყო ნებითი უარყოფის ჭრილში, რაც დიდი ხნის განმავლობაში საშუალებას აძლევდა რუსეთს თავიდან აეცილებინა სანქციები საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევებზე. ზოგი ამტკიცებს, რომ ახლა გამოყენებული სანქციებიც კი არათანმიმდევრული და არასაკმარისია. მიუხედავად ამისა, საქართველომ გადალახა ეს და სხვა გამოწვევები 2000-იანი წლების შუა პერიოდში და მიაღწია წარმატებას“ - ვკითხულობთ წერილში.

სოფიო ქაცარავა ასევე წერს, რომ დღეს ქვეყანა მკვეთრად გამოთქვამს საყვედურს რუსეთის მკაფიო ავტორიტარიზმზე და მაგალითია სხვა ერებისათვის, რომლებიც რუსეთის სამიზნეში შესაძლოა აღმოჩნდნენ.

„მთავრობამ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის და საბჭოთა წარსულთან საბოლოო კავშირის გაწყვეტისთვის გააორმაგა ძალისხმევა: განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველო შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას, დანერგა ევროპარლამენტის სტანდარტის ახალი საარჩევნო სისტემა რომ გააძლიეროს დემოკრატია. საქართველოს საზოგადოების 80% -ი მხარს უჭერს ევროპულ მიმართულებას. სხვამ რა, თუ არა ამ მიღწევებმა გამოიწვია რუსეთის აღშფოთება, რომელიც ხედავს რომ საქართველოს დესტაბილიზაციის შედეგები ფუჭია“ - აღნიშნულია მასალაში.

სოფიო ქაცარავა ახალი კორონავირუსის პანდემიაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული არსენალი, მათ შორის აგრესიული მედია პროპაგანდა.

„საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ ერთი ლაბორატორია, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, გახდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი სამიზნე. სწორედ დეზინფორმაციის ფარგლებში გავრცელდა ჭორი თითქოს ლუგარის ცენტრმა შეიმუშავა პათოგენური აგენტები სამხედრო მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ეს არის სიცრუისა და პროპაგანდის კლასიკური ნაზავი, რომელიც 2008 წლიდან ომის მუდმივ მახასიათებლად გადაიქცა. უფრო მეტიც, 2020 წლის 11 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც შემდეგ უკანონოდ დააკავეს. COVID-19 ის დროს, ზემოაღნიშნული მოქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას სიტუაციის ესკალაციის და ადგილზე უსაფრთხო გარემოს დესტაბილიზაციისკენ რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშვიდობიანი და სტაბილური ევროპის პერპექტივაზე“ - წერია წერილში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.

30 სექტემბერი 2020, 07:56

პოლიტიკა

დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

30 სექტემბერი 2020, 07:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა.

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბრისას - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.