imedi /  08 აგვისტო 2020, 13:51 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი, ყვავილებით შეამკეს სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით გარდაცვლილ თანამშრომლების შვილებს და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 182 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა

„2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

01 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 63 ადამიანი გარდაიცვალა.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა. 4 700 000-დან 9 400 000-მდე გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2.5-ჯერ, ფაქტობრივად 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს ის გაუტოლდა 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კახა კუჭავა

01 ოქტომბერი 2020, 22:17

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად

მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ

რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ, ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:59

ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი: წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს არ იპარავს მას

„ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც შეეხო და ამ მიზნით აღებულ საგარეო ვალზეც ისაუბრა, რომელიც „ისევ ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს“. მისივე თქმით, დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკასაც გაუჭირდა.

ლევან დავითაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამ უპრეცენდენტო წინსვლა განიცადა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

01 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა

განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 21:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები

მინისტრის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სიღარიბეზე კრიტიკას ვერ მივიღებთ მათგან, ვინც ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ეკონომიკური დაღმასვლა

არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს, და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, კარგად ესმით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი გაჭირვებაშია და უმუშევარია, უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

თეა წულუკიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წეს-წყობილებას

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და პარლამენტის ოპოზიციის უფლებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული მშვიდობიანი პოლიტიკა უალტერნატივოა

„სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახერხებს ეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა, თუ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია. „ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებამდე“ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობისა და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:36

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა

საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას.

მაია ცქიტიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:33

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული

„კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი და 3300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი. 10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნელყოფილი მოსახლეობის რაოდენობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:29

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, როცა წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი იყო

2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში - მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.