08 აგვისტო 2020, 16:55 / სანდო წყარო

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ (MEI) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის ავტორი ამერიკელი მკვლევრი, „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფია.

„რუსეთის საზღვაო ძალებმა შეუტიეს საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთს, ხოლო ქვეითმა ჯარებმა გადალახეს ენგური და ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიჭრნენ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მაშინ რუსული ქვედანაყოფები სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიადგნენ ქვეყნის დედაქალაქს - თბილისს, სადაც დაბომბეს კიდეც ერთ-ერთი აეროპორტი. კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით“ - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ ხსენებული თავდასხმიდან მოყოლებული საქართველოს უსაფრთხოებას და ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა.

„12 წლის შემდეგ ათასობით რუსი ჯარისკაცი დღესაც იკავებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (რომელსაც ხშირად სამხრეთ ოსეთსაც უწოდებენ), ანუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს. მაგალითისთვის, თუკი უცხო ძალა შეიჭრება აშშ-ის 1/5-ზე, ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება მთელი ტერიტორია კლდოვანი მთების დასავლეთით. რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას. მაგალითად, რუსულმა ჯარებმა უკან უნდა დაიხიონ კონფლიქტის დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებზე და უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. მოსკოვს არც ერთი პირობა ჯერ არ შეუსრულებია. არსებითად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი იქცა დიდ რუსულ სამხედრო ბაზებად. როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, განთავსებულია ათასობით რუსი ჯარისკაცი, შეიარაღებული უახლესი სამხედრო აღჭურვილობით: ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დედაქალაქი სულ რაღაც 40 კილომეტრითაა დაშორებული ცხინვალიდან, თბილისი რეალურ სამიზნეს წარმოადგენს“ - ვკითხულობთ მასალაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსული მილიტარიზაციის პროცესს ვერ აკონტროლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც შეიქმნა მალევე ომის დასრულებიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

„რუსეთის ხელისუფლება არ აძლევს მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობას. და მაინც, რიგ შემთხვევებში რუსული სამხედრო ობიექტების მშენებლობის პროცესის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მე თავად ვარ ქართულ სოფელში - ოძისში მიმდინარე მსგავსი პროცესის მოწმე. 2011 წლიდან რუსეთი და სეპარატისტული ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებენ ბორდერიზაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობს მავთულხლართის და ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვას, რითაც კიდევ უფრო მძაფრდება ქართველი მოსახლეობის გახლეჩის პროცესი. გარდა ამისა, რუსეთმა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა აღმართეს „სახელმწიფო საზღვრების“ აღმნიშვნელი ნიშნულები, რითაც აფრთხილებენ ქართულ მხარეს მყოფთ, არ გადაკვეთონ საოკუპაციო ხაზი. რიგ შემთხვევებში რუსეთი აგრძელებს მიწების მიტაცებას, ზოგჯერ თითო მეტრით ყოველ ჯერზე, რასაც რუსეთის „მცოცავი ანექსიის“ სახელით მოიხსენებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქართველები იძინებენ თავისუფალი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ დილით იღვიძებენ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში“ - წერს ავტორი.

სტატიის მიხედვით, რუსეთი აგრძელებს საქართველოში ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენებას, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი იყენებს პროპაგანდას, დაფინანსებულ არასამთავრობოებს და რუსულენოვან ტელეარხებს, რათა გააძლიეროს პრორუსული/ანტიდასავლური ნარატივი საქართველოში.

„ახლახან რუსეთმა გაავრცელა დეზინფორმაცია იმ უდიდესი სამუშაოს დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ახორციელებს აშშ-ის მიერ დაფინანსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა მაინც ვერ დააბრკოლა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე. არსებობს 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილავდეს აშშ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირეს.

1) ისეთ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი არის აშშ-ის ნაცადი და სანდო მოკავშირე. 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ბევრმა არ იცოდა, რომ საქართველოს, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავდა ერაყში. 2012 წელს, როცა ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, საქართველომ ამ მისიის ფარგლებში დამატებითად გააგზავნა ასობით მებრძოლი. ავღანეთში საქართველოს წვლილის რეკორდული მაჩვნებელი იყო 2 000 მებრძოლი, რომლებიც მსახურებდნენ ქვეყნის და, ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში: ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციებში. სულ მოსახლეზე სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ ბრძოლაში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის 50%-ის განმავლობაში მის დანაყოფების რაოდენობრივი მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალი იყო. დღეს ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი. შედეგად, საქართველო არის ნატოს ეგიდით გამართულ წვრთნებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის.

2) საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანია ევრაზიის რეგიონში აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო მდებარეობს არსებითი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე. ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დღესაც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაგალითად, საქართველომ შესთავაზა ნატოს თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ალიანსის ჯარებისა და ტვირთის ავღანეთიდან ტრანზიტის განსახორციელებლად. წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებს ქვეყნის საკვანძო აეროპორტების და საპორტო ობიექტების მოდერნიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. საქართველოზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსას ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზები (მაგალითად, ახლახან გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსი). ნავთობის და გაზის მილსადენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში“ - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, ავტორი წერს, რომ საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მისაბაძი მაგალითია მთელ რეგიონში.

„1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო დგას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიის განმტკიცების დღის წესრიგს. დღეს საქართველო განასახიერებს ევროპულ იდეას, რომლის თანახმად ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და თავად ამ ურთიერთობების რაობა, ასევე ქვეყანაში მმართველობის საკითხები. აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. არავის (ამ შემთხვევაში რუსეთს) არ აქვს ვეტოს დადების უფლება ამა თუ იმ ქვეყნის წევრობასა თუ დაახლოებაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო.

ქართველების თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა სიახლე არ არის. როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა და ქართველოლოგმა, სერ ოლივერ უორდროპმა აღნიშნა თავის წიგნში „საქართველოს სამეფო: მოგზაურობა ქალის, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“ (1888 წელი):

„საინტერესოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური იდეები ნასესხებია დასავლეთ ევროპისგან. იაპონიის მაგალითს თუ არ ჩავთვლით, ალბათ, არ არსებობს ერი, რომელიც ფეოდალიზმიდან პირდაპირ ლიბერალიზმზე გადავიდა. ერთპიროვნული მმართველების შვილიშვილები, - ისინი, ვინც სულ რაღაც 25 წლის წინ მსხვილი მონათმფლობელები იყვნენ, - დღეს დემოკრატიული იდეის მხურვალე მხარდამჭერები არიან და ხმამაღლა აცხადებენ თავისუფლების, უფლისწულთა და გლეხთა, ბატონთა და ყმათა თანასწორობის და ძმობის იდეალებს“ - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს: „თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სკვერში წააწყდებით რონალდ რეიგანის ქანდაკებას, რომელიც სკამზე მოკალათებულა და სადღაც შორს, რუსეთის მიმართულებით იცქირება. სახეზე თავდაჯერებული და კმაყოფილი გამომეტყველება უკრთის. ძეგლს წარწერაც აქვს, რეიგანის ციტატა: „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს“. რეიგანის რწმენას დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, ძლიერი თავდაცვის სისტემის და თავისუფლების მიმართ განასახიერებს დღევანდელ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რითაც ქვეყანა ესოდენ მკვეთრად განსხვავდება თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან - რუსეთისგან, სადაც დემოკრატიული თავისუფლებები დაკნინებულია, კორუფცია ყოვლისმომცველი, ხოლო მომავლის პერსპექტივა დამთრგუნველი. რეიგანის ძეგლი შეახსენებს ყველა ქართველს, რამხელა გზა გამოიარა ქვეყანამ კომუნიზმის ჩაგვრის დღეების შემდეგ და რაოდენ ნათელი შეიძლება იყოს მათი მომავალი. დასავლეთს კი იგი შეახსენებს, რომ ცივი ომი თავისით არ დასრულებულა - იგი გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, რადგან თავისუფლების იდეებმა დაამარცხა ტირანია, ხოლო კომუნისტურმა ცენტრალურმა დაგეგმარებამ ვერ გაუწია კონკურენცია ეკონომიკურ თავისუფლებას. ჯამში რეიგანის ღირებულებები, იდეები და ხედვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო ძალა, რომლის შეკრებასაც ნატო ოდესმე შეძლებს“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „რუსული აგრესიის მე-12 წლისთავზე ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთია აგრესორი, ხოლო საქართველო - მსხვერპლი. საქართველოში რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ოდესღაც რუსეთის თუ საბჭოეთის ქვეშ მყოფი ქვეყნების დაშორება დასავლური საზოგადოებისგან. სწორედ ამიტომ უნდა გააგრძელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყურადღების გამახვილება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და მომავალშიც გვერდში დაუდგეს საქართველოს დეოკუპაციისკენ და ტრანსატლანტიკური ორიენტაციისკენ მიმავალ მშვიდობიან გზაზე“.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2020, 12:00

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. როგორც BBC იუწყება ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

არჩილ თალაკვაძე

27 სექტემბერი 2020, 11:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ

მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

27 სექტემბერი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ემანუელ მაკრონი

27 სექტემბერი 2020, 11:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ლუკაშენკო უნდა წავიდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ემანუელ მაკრონის კომენტარს ფრანგული მედია ავრცელებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერი უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ აღიარა.

27 სექტემბერი 2020, 11:41

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

მჯერა, რომ თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გააკეთა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:38

COVID19

მარინა ენდელაძე: ექიმიც მოქალაქეა - ბატონ თენგიზ ცერცვაძეს აქვს უფლება, გააკეთოს ნებისმიერი განცხადება

ექიმი ადამიანი არ არის? - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.

გიორგი ტყემალაძე

27 სექტემბერი 2020, 11:34

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:23

COVID19

მარინა ენდელაძე: ჯერჯერობით, თბილისი „მწვანე ზონაშია“

თბილისში ძალიან დიდი რაოდენობა არ გამოვლენილა, მხოლოდ 15%-ია თბილისში დაფიქსირებული შემთხვევების წილი. ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

27 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოკვლეული 3500-ზე მეტი პირიდან, 1930-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები აზუსტებენ ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს.

მარინა ენდელაძე

27 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კოვიდინფიცრების 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა

დღე-ღამეში, კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, კვლავ აჭარა ლიდერობს. 294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში - 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო წქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

გერმანია

27 სექტემბერი 2020, 11:01

საზოგადოება

სპეციალური რეისით გერმანიაში სტუდენტები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც გერმანიაში გაემგზავრნენ სტუდენტები საქართველოდან. მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

კლინიკა „ბომონდი“

27 სექტემბერი 2020, 10:53

COVID19

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“კოვიდცენტრში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა. 36 კვირის ორსულისთვის ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი, რომელიც სამეგრელოს მკვიდრია, სტაციონარს დღეს დატოვებს.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

გიორგი გახარია: საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი

ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:45

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე - რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გიორგი გახარია: ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:40

საზოგადოება

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.

27 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 294 ადამიანს დაუდასტურდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

27 სექტემბერი 2020, 10:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.