10 აგვისტო 2020, 09:29 / სანდო წყარო

საქართველოს მასშტაბით აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებენ, - ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

„6 აგვისტოს გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოუცხადოს სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს“ - აცხადებენ გაერთიანებაში.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ და წინასწარი პატიმრობის გამოყენება სადამსჯელო ხასიათს ატარებს. ასევე, აცხადებენ, რომ „თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“.

„გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP -ის მიხედვით - ის სამედიცინო ჩარევა ( მისი კოდი), არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა“ - აღნიშნულია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 აგვისტოს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებულ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს 100 ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში იმყოფება. საუბარია ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 10:33

საზოგადოება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:32

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 80 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 80 ოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2021, 10:31

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5050 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4214 პაციენტი.

თენგიზ ცერცვაძე

30 ნოემბერი 2021, 10:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იქნება

„დღეს არსებული ვაქცინების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ვერ დაიცვან ადამიანი ან ნაკლებად დაიცვას ახალი შტამისგან, რამეთუ ისინი მოქმედებენ ვირუსის იმ სეგმენტზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი უკვე მუშაობენ ვაქცინის მოდერნიზაციაზე, „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ, მაგრამ 100 დღე ხომ დიდი დროა, ვერ დაველოდებით სანამ ვაქცინის ახალ მოდიფიკაციას არ შექმნის კომპანია. მედიკამენტი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ის უკვე მზად არის და ელოდება ნებართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

30 ნოემბერი 2021, 10:16

რეგიონი

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის და ფოთის ხიდის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

ნუნუ მიცკევიჩი

30 ნოემბერი 2021, 09:50

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

30 ნოემბერი 2021, 09:36

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:08

საზოგადოება

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.

უაიტფორდის შუქურა

30 ნოემბერი 2021, 00:44

კულტურა

ფოტოკონკურსის Historical Photographer of the Year გამარჯვებულები გამოვლინდნენ📷გალერეა

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.

30 ნოემბერი 2021, 00:32

მსოფლიო

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს. ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

30 ნოემბერი 2021, 00:24

COVID19

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი: სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები

სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.