imedi /  10 აგვისტო 2020, 12:56 / სანდო წყარო

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა.

სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.psh.gov.ge

მოცემულ კრიტერიუმს იუსტიციის სახლის მესტიის ფილიალიც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ფილიალში დაჯავშნის სისტემა შენარჩუნებული იქნება, ბოლო დღეებში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო.

რაც შეეხება ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე, შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურებით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

სერვისის მისაღებად პირმა my.gov.ge პორტალზე, კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მას მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

- დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან my.gov.ge;
- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
- მოქალაქე ფილიალში პირბადის გარეშე არ დაიშვება;
- ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქის თანმხლები პირები;
- მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტით გაეგზავნება;
- იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს, რომელთაც დაჯავშნილი აქვთ ვიზიტები, მოემსახურებიან ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

ყველა სიახლე

ვანო გრიქუროვი

27 ნოემბერი 2021, 21:27

სპორტი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა

მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:03

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ან საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა, ასეთი თეორია არც განიხილება. ჯერ ერთი, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თანაც, მხოლოდ სააკაშვილის და მიდი მომხრეები ხომ არ არიან, აქ არის საზოგადოება, რომელიც უყურებს რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო

„ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

27 ნოემბერი 2021, 20:01

კულტურა

ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: „ტვ პირველის“ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა

„ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოჰყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:26

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:24

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე დაამარცხა.

27 ნოემბერი 2021, 18:58

საზოგადოება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

27 ნოემბერი 2021, 18:42

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 18:36

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა. მისივე თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია და ორივე ინფიცირებული, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად, უკვე თვითიზოლაციაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 18:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე

მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 18:13

საზოგადოება

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის კონტაქტურ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ლევან მახაშვილი

27 ნოემბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს

„ორმხრივი შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე და იმაზე, თუ რა ნეგატიური შედეგები აქვს მას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს რუსული ოკუპაცია. და მეორე - ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, როგორც გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ვხვდებით ჩვენს მეგობრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და რაც ძალიან სასიამოვნოა, არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნა მახაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ნოემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო

აზიასა და აფრიკაში მდებარე ქვეყნები ყოველთვის არიან რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებეულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე იმყოფება.

27 ნოემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

27 ნოემბერი 2021, 17:16

თავდაცვა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.