IMEDI /  11 აგვისტო 2020, 10:58 / სანდო წყარო

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა.

დასასვენებელი სივრცე მოეწყო N1–N1 ა კორპუსებთანაც, სადაც 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.

გლდანის ხევის N6 და N6 ა კორპუსებთან კი სკევრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 382 555 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2021, 20:35

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო მდივანი უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან ჩვენს პარტნიორებს შეხვდა - მან ჩვენს მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩვენს მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 20:34

სამართალი

პროკურორი: საქმე გვაქვს 9 მილიონი ლარის გაფლანგვასთან და არა პიჯაკების საქმესთან, როგორც ეს დაცვის მხარეს უნდა რომ წარმოაჩინოს

საქმე გვაქვს 9 მილიონი ლარის გაფლანგვასთან და არა პიჯაკების საქმესთან, როგორც ეს დაცვის მხარეს უნდა რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით, 9 მილიონის გაფლანგვის საქმის ჩამონათვალი, თუ რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული, ძალიან ვრცელია.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ განათლებას წინა ხელისუფლების დროს და რა როლი მიანიჭა მას „ქართულმა ოცნებამ“ - ეს არის ცა და დედამიწა

„პროფესიული განათლება მჭიდრო კავშირშია პრემიერ მინისტრის იმ ახალ ინიციატივასთან, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მეტად უნდა ჩაერთონ ეკონომიკაში რა თქმა უნდა, აქ თავის როლი და ახალი მასშტაბი ენიჭება პროფესიულ განათლების დაწესებულებებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლადიმერ კახაძე

01 დეკემბერი 2021, 20:32

პოლიტიკა

ვლადიმერ კახაძე: მასწავლებელთა 70% აცრილია, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხო გარემო ბავშვებს ხვდებათ

თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა იყოს დეპოლიტიზებული განათლების სისტემა. ყველანაირ პოლიტიკურ შემოტევას ძალიან სწორად აუქციეთ გვერდი და არც ერთხელ არ იკადრეთ და არ დაამძიმეთ ის განათლების სისტემა, რომელიც სალოლიაო და ხელიხელსაგოგმანებია ჩვენთვის, -მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კახაძემ.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის

ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი - როგორი არ უნდა იყო პრეზიდენტი და სახელმწიფო მოხელე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

01 დეკემბერი 2021, 20:16

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერი მცდელობის წინაშე.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა

დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რაც ბავშვებს აქვთ და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რასაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

01 დეკემბერი 2021, 19:58

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას

ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვეტლან სტოევმა.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული

სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი რეაბილიტირებულია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

აშშ კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები

აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს და აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:32

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

დმიტრო კულება

01 დეკემბერი 2021, 19:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინის ნატოსთან დაახლოებას ვერ შეაჩერებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოსთან უკრაინის მჭიდრო კავშირები დაბლოკოს, ხოლო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არალეგიტიმური იქნება.

რიმა ბერაძე

01 დეკემბერი 2021, 19:01

საზოგადოება

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, რიმა ბერაძე თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

01 დეკემბერი 2021, 18:52

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:47

საზოგადოება

სემეკში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების რეგულირების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, სემეკის და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო განხილვებისთვის და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:43

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 დეკემბერი 2021, 18:41

რეგიონი

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ღიბრაძე

01 დეკემბერი 2021, 18:41

ეკონომიკა

გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.