IMEDI /  11 აგვისტო 2020, 14:15 / სანდო წყარო

თიბისი მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობ​ს

„აქ და ახლა თიბისი“ და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.

31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს.

ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს:

  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ;
  • ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება.

(R)

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 11:39

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

19 იანვარი 2022, 11:37

მსოფლიო

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ.

19 იანვარი 2022, 11:34

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

19 იანვარი 2022, 11:23

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

თეა შარაშიძე

19 იანვარი 2022, 11:21

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელი: ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელის, თეა შარაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი ეკლესია

19 იანვარი 2022, 11:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! გისურვებთ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და ურთიერთსიყვარულს“, - წერს პაპუაშვილი.

19 იანვარი 2022, 11:19

მსოფლიო

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღდმეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს. ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა ემზადებიან - უარესისთვის.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

„დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი ნატოს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

19 იანვარი 2022, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4797 თბილისში, 1184 აჭარაში, 859 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

19 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13.72%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.93%.

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2022, 10:46

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby'ს-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 10:40

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროში მუშაობა შესთავაზა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

19 იანვარი 2022, 10:17

კულტურა

„გრემის“ დაჯილდოების ახალი თარიღი ცნობილია

„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.

19 იანვარი 2022, 10:11

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ცხელი ხაზის თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება

Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი - 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე, 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი - 15 05. გადაწყვეტილების მიხედვით დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2022, 10:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 19-21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.