IMEDI /  11 აგვისტო 2020, 17:14 / სანდო წყარო

პრეზიდენტი მარიამ კონცელიძის შვილებს: ეს ჯილდო შეიძლება ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ როცა გავა დრო მიხვდებით, რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, „სამოქალქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი „სამოქალქო თავდადებისათვის“ პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისათვის მადლობა გადაუხადა.

„ამ ჯილდოთი მინდა გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის. ეს შეიძლება თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა. დღეს შინდისის გმირების დღეა! უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში, არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან. მაგრამ, არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი რომ შენს უკან შენი ოჯახია, მაგრამ ალბათ ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ. თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი. ცოტა ხნის წინ, დავაჯილდოვე ერთ-ერთი ცნობილი რეინჯერი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ესაა ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

ენკანტო

19 იანვარი 2022, 11:48

კულტურა

სიმღერა მულტფილმიდან „ენკანტო“ Disney-ს ყველაზე წარმატებული კომპოზიცია გახდა

We Don't Talk About Bruno, ისევე როგორც „ენკანტოს„ სხვა კომპოზიციები, ლინ-მანუელ მირანდამ დაწერა. სიმღერას კაროლინა გაიტანი, მაური კასტილო, ადასა, რენი ფელიზი, დაიენ გუერო და სტეფანი ბეატრიზი ასრულებენ.

19 იანვარი 2022, 11:46

რეგიონი

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 11:39

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

19 იანვარი 2022, 11:37

მსოფლიო

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ.

19 იანვარი 2022, 11:34

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 464 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

19 იანვარი 2022, 11:23

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

თეა შარაშიძე

19 იანვარი 2022, 11:21

საზოგადოება

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელი: ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ხელმძღვანელის, თეა შარაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დავალებით, დისტანციური სერვისების გაძლიერება მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი ეკლესია

19 იანვარი 2022, 11:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება მიულოცა

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! გისურვებთ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და ურთიერთსიყვარულს“, - წერს პაპუაშვილი.

19 იანვარი 2022, 11:19

მსოფლიო

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ

თალიბები მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებენ, ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა ოფიციალურად აღიარონ. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღდმეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს. ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა ემზადებიან - უარესისთვის.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 11:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

„დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი ნატოს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

19 იანვარი 2022, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4797 თბილისში, 1184 აჭარაში, 859 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

19 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13.72%-ია

19 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.93%.

19 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

19 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2022, 10:46

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby'ს-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 10:40

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროში მუშაობა შესთავაზა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გაეროში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.

19 იანვარი 2022, 10:17

კულტურა

„გრემის“ დაჯილდოების ახალი თარიღი ცნობილია

„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.