imedi /  12 აგვისტო 2020, 13:31 / სანდო წყარო

თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მოემსახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია, ანუ დღიდან მათი გახსნისა. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები იყო ჩატარებული, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურების: „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

„დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატარებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 17:15

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,309 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 593 ადამიანი. ვირუსისგან 38,068 პაციენტი განიკურნა.

01 ოქტომბერი 2020, 17:14

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ყველაზე იაფი ტელევიზორი წარადგინა

ახალი ტელევიზორის სერია Smart TV A-ს ახალი მოწყობილობაა. მოდელი Smart TV A32 Xiaomi-ს ტელევიზორების ხაზში ყველაზე იაფიანია. მისი ღირებულება 799 იუანია (117$). იგეგმება თუ არა მისი მსოფლიო ბაზარზე გამოშვება, ჯერჯერობით უცნობია.

თორნიკე რიჟვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:11

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში თორნიკე რიჟვაძეა

ათეულში არიან თინათინ ზოიძე; გიორგი მანველიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ნადიმ ვარშანიძე; ფატი ხალვაში; დავით თედორაძე და ლადო მგალობლიშვილი. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

თეა ახვლედიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ირაკლი ბებუას დაკავება საოკუპაციო რეჟიმის არალეგალური და საგანგაშო ქმედებების გაგრძელებას წარმოადგენს

კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 17:07

რეგიონი

დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევძელით მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელება

„საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს მაინც იმ პოლიტიკურ პარტიაში ხედავს, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად ათასნაირი სხვადასხვა უშველებელი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული განათლებით დამთავრებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი პესკოვი

01 ოქტომბერი 2020, 17:03

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

მთიანი ყარაბაღი

01 ოქტომბერი 2020, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჰარი პოტერი ძეგლი

01 ოქტომბერი 2020, 16:54

კულტურა

ლონდონში ჰარი პოტერს ძეგლი დაუდგეს ⚡👓

ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ანა მიქელაძე

01 ოქტომბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია, მათგან ორმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საღამოს 6 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა. მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია და ორი მათგანია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად სიების შემოტანის შემდეგ იწყება გადამოწმება, დასკვნა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინება. ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ სია შეესაბამება კანონმდებლობას გაატარებს რეგისტრაციაში, ხოლო თუ არ შეესაბამება, მიეცემა საშუალება გამოასწოროს ხარვეზი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 16:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.