IMEDI /  12 აგვისტო 2020, 13:37 / სანდო წყარო

დღეს, 23:00 საათიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელემდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსიგრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე.

დეპარტამენტის ცნობით, ეს საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 12 აგვისტოს ღამის 23:00 სთ-დან 13 აგვისტოს დილის 06:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი და ემი კონი ბარეტი

27 სექტემბერი 2020, 16:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგინა

48 წლის ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა. მან გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინზბურგი უნდა ჩაანაცვლოს. დამტკიცების შემთხვევაში ბარეტი უზენაესი სასამართლოს ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე იქნება.

გერმანია

27 სექტემბერი 2020, 16:00

მსოფლიო

გერმანიამ სომხეთს და აზერბაიჯანს შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გერმანია მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები, განსაკუთრებით სოფლებისა და ქალაქების მიმართ შეწყდეს ცეცხლი.

27 სექტემბერი 2020, 15:58

საზოგადოება

პრემიერმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.

რომის პაპი ფრანცისკე

27 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისთვის - რომის პაპი აზერბაიჯანსა და სომხეთს შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე აზერბაიჯანსა და სომხეთს, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეტაკებების შეწყვეტისკენ და საკიტხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. „ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისთვის. ვთხოვ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ კეთილი ნება, ძმური ჟესტით მოაგვარონ პრობლემა, არა ძალისა და იარაღის გამოყენებით, არამედ - დიალოგისა და მოლაპარაკების გზით“ - აღნიშნა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას.

დავიდ ვაგნერი

27 სექტემბერი 2020, 15:43

სპორტი

„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს. გუშინ, „ვერდერთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხების შემდეგ, გელზერკირხენის კლუბის ხელმძღვანელებმა გადამჭრელ ზომებს მიმართეს და მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტეს.

27 სექტემბერი 2020, 15:36

მსოფლიო

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მხარეებს მოუწოდებენ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ.

27 სექტემბერი 2020, 15:24

ტექნოლოგიები

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული

უკრაინა

27 სექტემბერი 2020, 15:24

მსოფლიო

უკრაინამ აზერბაიჯანს და სომხეთს დიალოგისკენ მოუწოდა

უკრაინა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაციით შეშფოთებულია. შესაბამის განცხადებას უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება მხარეებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ დიალოგს და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.

27 სექტემბერი 2020, 15:20

სამართალი

თბილისში, დადიანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

27 სექტემბერი 2020, 14:57

მსოფლიო

სომხურ მედიაში აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

სომხური მედია აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ცოტა ხნის წინ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

სომხეთი

27 სექტემბერი 2020, 14:52

მსოფლიო

სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება სომეხ კოლეგასთან განიხილა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლავროვმა მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა და მის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

27 სექტემბერი 2020, 14:46

რეგიონი

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით უკვე 195 მლნ ლარი მიიღეს

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 195 მლნ ლარი მიიღეს. „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 20 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. 27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 191 ათასი ტონა ყურძენი: 137 ათასი ტონა რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, 3,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

27 სექტემბერი 2020, 14:44

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია აზერბაიჯანის მიმართ

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, სომხეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია აზერბაიჯანის მიმართ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „სომხეთის აგრესიული პოზიცია წარმოადგენს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად კავკასიაში. სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი იმ აგრესიაზე, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს“ , - განაცხადა ჰულუსი აქარმა.

ილჰამ ალიევი

27 სექტემბერი 2020, 14:38

მსოფლიო

ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

მიტროპოლიტი დანიელი

27 სექტემბერი 2020, 14:38

საზოგადოება

მეუფე დანიელი: აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, ჩვენი მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღდგება

„ძალიან სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია ჯვართამაღლებას მოხდა. დიახ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვითარცა ქრისტეს ეკლესიამ მიუხედავად ტანჯვისა, მიუხედავად დევნისა, უსამართლობისა, შეინარჩუნა მტკიცე სარწმუნოება, გაუძლო ყველაფერს და იზეიმა აღდგომა. ასევე, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით“.

იუკო ტაკეუჩი

27 სექტემბერი 2020, 14:22

კულტურა

ცნობილი იაპონელი მსახიობი იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის ცნობილი იაპონელი მსახიობი, იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორი შვილის დედამ თავი მოიკლა. მისი ცხედარი მეუღლემ აღმოაჩინა.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

27 სექტემბერი 2020, 14:22

მსოფლიო

ევროსაბჭოს გენმდივანმა აზერბაიჯანს და სომხეთს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების დაძაბვით შეშფოთებულია. შესაბამისი განცხადება Twitter-ზე მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა. ბურიჩი ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.

27 სექტემბერი 2020, 14:16

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,000-ს მიუახლოვდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,000-ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,130 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 198,634 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 56 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,959-მდე გაიზარდა, ჯამში 87,882 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2020, 14:13

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,151,438-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 99 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,324-ს აღწევს. ჯამში 943,218 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

27 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 88,600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 88,600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5,992,533-ს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,124 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 94,503-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4,941,628-ს უტოლდება.