imedi /  19 აგვისტო 2020, 10:56 / სანდო წყარო

პროფესიულ განათლებაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში, ერთი მხრივ პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორეს მხრივ ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ესენია - სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე.

ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.
თანამშრომლობა შედგა პროფესიულ კოლეჯებთან - „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, რის შედეგადაც პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

პროგრამის კურსდამთავრებულები ორენოვან სახელმწიფო სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ინკლუზიურობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შშმ პირებისთვის ახლა უკვე მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზების საშუალება. ეს მათ მისცემს დასაქმების შესაძლებლობას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებულია ისეთი პროფესიები, რომლებიც წარმოადგენს მომავლის პროფესიებს, ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დასაქმების პერსპექტივასაც და მომავალში იგეგმება ამ შეთავაზებული ადგილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ თანამედროვე პროფესიების დაუფლებისა და შემდგომში ამ პროფესიებით ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა“, - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი.

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია როგორც COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების, ასევე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. შშმ პირთა წვდომა მაღალი ხარისხის და საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ განათლებაზე მნიშვნელოვანია როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე დასაქმების კუთხითაც. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ და სხვა პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ თავად შშმ პირების ჩართულობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შშმ თემმა თავად გადაწყვიტა, თუ რომელი პროფესიული კურსის გავლა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტული“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვეხმარებით შშმ პირებს იმაში, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაძლიერდნენ პროფესიულ საქმიანობაში და ამით გავაძლიეროთ ისინი, რომ მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ნებისმიერ ბიზნესში, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სამსახურში“, - აღნიშნა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

ყველა სიახლე

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2021, 01:55

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა კარიერაში მე-800 გოლი ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ პრემიერ-ლიგის მორიგ ტურში გაიტანა.

ალბერტ ბურლა

03 დეკემბერი 2021, 01:44

COVID19

Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო.

ხავიერ კოლომინა

03 დეკემბერი 2021, 01:26

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება

ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.

03 დეკემბერი 2021, 01:15

მსოფლიო

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს.

ეკატერინე ტიკარაძე

03 დეკემბერი 2021, 00:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის არ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ საველე ჰოსპიტლები საჭირო იყოს

„ამ ეტაპისთვის თავისუფალი გვაქვს 2 000-დან 2 200-მდე საწოლი. რა თქმა უნდა, ინფიცირების რიცხვი მაღალია, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საწოლების ბრუნვის მაჩვენებელი საკმაოდ გააქტიურებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალურ სექტორში ის გარკვეული საცობები არ წარმოიქმნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც ნატოში ინტეგრაციის კუთხით ჩვენი მთავარი მექანიზმია, ფაქტობრივად იგივეა, რაც გაწევრიანების გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შვედეთიდან ჩართვისას განაცხადა, სადაც ეუთოს მინისტერიალი ტარდება.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვირგვინი, ჰილარი კლინტონის დაპატიჟება შეიძლება თავისი არსით წარმომადგენლობითი ხარჯი იყოს, თუმცა აქ უკვე დგება სამართლებრივი პრობლემა, რომ დაიხარჯა არასათანადო ბიუჯეტიდან

„სხვათა შორის, მასთან ერთად იმ დროს იმყოფებოდა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედის“ ხემძღვანელი გიორგი არველაძე. რა უნდოდა პრეზიდენტთან ერთად დასასვენებლად დუბაიში? ესეც ხომ აჩვენებს, რა კავშირი იყო, ამიტომ არანაირი გამართლება ამ ხარჯებს არ აქვს. სამარცხვინოა ის არგუმენტაცია, რასაც ის მოიშველიებდა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთხელ ცხადად და ხაზგასმით ელიტური კორუფციის მაგალითი. ეს არის საერთო ჯამში ისტორიული პროცესი იმ კუთხით, რომ ხდება „ნაცმოძრაობის“ გასამართლება ელიტური კორუფციის გამო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული დღეა - საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

„რა თქმა უნდა, ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:40

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე: სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ მან ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო - როგორც კი ფაქტებს აჩვენებ, შეტევაზე გადმოდიან

სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ აი, ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო - ეს ყველაფერი აღქმებია. როგორც კი ფაქტებს აჩვენებ, წამსვე შეტევაზე გადმოდიან, - ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებზე საუბრისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:31

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: ახლა, ვითომ ჰუმანურობას ამოფარებული ხელოვანები და არა მარტო ხელოვანები გამოჩნდნენ და განცხადებებს აკეთებენ, აბსოლუტური ფარსია ეს ყველაფერი. სად იყვნენ ეს ადამიანი მაშინ, ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში?

„მაგრამ სად იყვნენ ეს ადამიანი მაშინ, გამაგებინეთ. მაშინ ცოცხლები არ იყვნენ? ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში? ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს რომ ხეირობდნენ მაშინ და მიბმულები იყვნენ ამა თუ იმ ფორმით მათთან. ან ენატრებათ ეს დრო. ეს არის, თორემ როგორ შეიძლება იმ დროში ცოცხალი ყოფილიყავი ადამიანი და გაჩუმებულიყავი, ხმა არ ამოგეღო?“ - ამბობს გაჩეჩილაძე.

გია გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:30

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე სააკაშვილზე: ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი

„ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს ის, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი და სუყველა დანარჩენი პუტინის დავალებების შემსრულებლები. ეს არის მაგის ამოცანა. 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი ვინ არის?! მაგ დროს ხელისუფლებაში ვინ იყო?! მე ხომ არ ვიყავი, სააკაშვილი არ იყო? პასუხისმგებელი ვინ არის კობა დავითაშვილის სიკვდილზე, „იმედში“ შემოვარდნაზე - „იმედში სპეცრაზმი შემოვარდა ისე, რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა?“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

03 დეკემბერი 2021, 00:27

მსოფლიო

ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა

ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. მანამდე უცნობი მამაკაცი შეეცადა გაეროს შტაბბინის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, რის გამოც, გაეროს შტაბბინასთან სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?

„დღეს ჩემმა კოლეგამ თქვა: „საერთოდ, რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?“ ასე რომ, ეს ნარატივიც ხომ ჩვენ თვალწინ დაიმსხვრა. ეს არის მხოლოდ საკუთარი მიმდევრების ზომბირება. აქ უკვე მხარდაჭერაზეც საუბარი რთულია, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხად საკითხებზე თვალს ხუჭავენ. ისინი გარკვეული იდეოლოგიის მიმდევრები არიან, რომლებიც სიმართლეს ვერ უსწორებენ თვალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხატია მოისწრაფიშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი: არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გიორგი სანაიაზე და რა ბენეფიტი მიიღო, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა

არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება და რა ბენეფიტი მიიღო აქედან, მაგრამ, კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გიორგი სანაიასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი გაჯიუტებული ახალგაზრდასავით იქცევა, როდესაც რაღაც დააშავა ადამიანმა და არ უნდა აღიაროს

„ვერ ხედავს საკუთარ დანაშაულს. უფრო სწორად, არ უნდა აღიაროს ეს და არ უნდა სიმართლეს გაუსწოროს თვალი. საერთო ჯამში, რასაც ვხედავთ, არის ძალიან დახვეწილი, ელიტური კორუფციის სქემა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავი დააყენონ როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები. სინამდვილეში კი ვნახეთ, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოაწყო კორუფციის სქემა, გიგი უგულავამ თბილისის მერიაში მოაწყო კორუფციის სქემა და 48 მილიონ გააქრეს ბიუჯეტიდან. დავით კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში მოაწყო ელიტური კორუფციის სქემა და 5 მილიონი ევრო ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფიქტიური წვრთნებით, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იყო, გადარიცხა ოფშორებში და ა.შ.“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს

ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2021, 00:02

მსოფლიო

დმიტრო კულება: კრემლმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რა რეაქცია ექნება რუსეთის საზოგადოებას, როდესაც უკრაინიდან რუსი ჯარისკაცების კუბოების გაუთავებელი ნაკადი წამოვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გადაწყვეტს, სასაკლაოს ექნება ადგილი.

ქეთევან ჩაჩავა

02 დეკემბერი 2021, 23:56

სამართალი

ქეთევან ჩაჩავა: ჩვენ არ ვეხებით 20 მილიონს, რომელიც იხარჯებოდა პრეზიდენტის სტუმრების ღირსეულად დახვედრისთვის, საუბარია ხარჯებზე, რომელიც გაწეულია ექსპრეზიდენტის მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების პრივილეგიებით სარგებლობისთვის

საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოყოფილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოში შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების უზრუნველყოფა მომხდარიყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეს არის 20 მილიონი ლარი, რომელიც იხარჯებოდა საქართველოს პრეზიდენტის სტუმრების ღირსეულად დახვედრისთვის, სასტუმრო მომსახურების, კვებითი მომსახურებისთვის და ა.შ., - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 23:51

სამართალი

ქეთევან ჩაჩავა გაფლანგვის საქმეზე: ეს არის გართობის, მოგზაურობის, დასვენების ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული

„ეს არის გართობის, მოგზაურობის, დასვენების ხარჯები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული. ​​დოკუმენტაციაში, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წარმოდგენილია გრიფით „საიდუმლო“, არის ასახული დანახარჯები, თუმცა არსად არის მითითებულ ამ დანახარჯებიდან რა სიკეთე მიიღო საქართველოს სახელმწიფომ. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი დოკუმენტი პირობაში, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კომფორტისთვის, პირადი დაინტერესებისთვის, პირადი მოგზაურობისთვის, არაოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული ხარჯი“, - ამბობს პროკურორი.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა

02 დეკემბერი 2021, 23:40

სამართალი

პროკურორი: კანონი არ გვაძლევს საფუძველს, საჯარო მოხელემ თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს

კანონი არანაირად არ გვაძლევს საფუძველს, რომ საჯარო მოხელემ, მიუხედავად მისი რანგისა და თანამდებობისა, თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, არამიზნობრივი ხარჯი და სწორედ ესაა ასახული აუდიტის დასკვნაში, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.