imedi /  21 აგვისტო 2020, 10:58 / სანდო წყარო

კორპორაცია Microsoft-ი: საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს

კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას - ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია,“ - ნათქვამია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია ნაწყვეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინტერვიუდან, სადაც ის დეტალურად საუბრობს Microsoft-სა და სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობას.

„21-ე საუკუნეში ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და ამავდროულად იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები - ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია“,- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ინტერვიუს დროს, მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

„რეფორმამ უნდა შეცვალოს საგნების სწავლების ფილოსოფია. აუცილებელია, რომ სწავლება ყოველთვის იწვევდეს ცნობისმოყვარეობას. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდები გართობის დროს უკეთესად აღიქვამენ ნებისმიერი სახის მასალას, "- ამბობს მინისტრი Microsoft-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.

Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც უწყებამ მოსწავლეებისთვის ონლაინ-სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგა. განსაკუთრებით აღნიშნულია სკოლებში Minecraft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის პროექტი.

მეტიც, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს დაახლოებით 150 სკოლაში, საპილოტე რეჟიმში ჩაშვებულია Minecraft Education Edition პროგრამა, რაც გულისხმობს თამაშზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო შემოქმედებითად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

Minecraft Education Edition განათლებასთან ერთად მოიცავს თამაშს. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური მუზეუმები, ციხესიმაგრეები, ისტორიული ძეგლები, რაც იწვევს ახალგაზრდის ინტერესს, არა მხოლოდ საკუთარი კულტურის მიმართ, არამედ სხვა კულტურების მიმართაც. სამინისტრო ცდილობს, რომ 2020 წლის სექტემბრამდე, Minecraft პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დანერგოს“- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

კომპიუტერის ცოდნა გახდა სასიცოცხლო უნარი. ჩვენი ციფრული ტრანსფორმაცია გამიზნულია სპეციალურად ახალი თაობის მოსამზადებლად, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ კიდევ უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში, " - ნათქვამია მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

პუბლიკაცია დაფუძნებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებსა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 10:30

მსოფლიო

აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ე.წ. შავ პარასკევს ტექნიკის მაღაზია Best Buy გაძარცვეს. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი შეიპარა. მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და არც არავინ დაშავებულა.

28 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2021, 09:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 261 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 261 066 272 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 195 232 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 202 463 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 776 536 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 ნოემბერი 2021, 09:46

კულტურა

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

28 ნოემბერი 2021, 09:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.

28 ნოემბერი 2021, 09:22

მსოფლიო

სერბეთში, გარემოსდამცველებმა ხიდები და გზები გადაკეტეს

სერბეთის დედაქალაქსა და სხვა მრავალ ქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხიდები და გზები ერთი საათით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ახალ კანონს, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ბარიერის დაწევას და კერძო საკუთრების დაჩქარებულ ექსპროპრიაციას, თუკი ეს საჯარო ინტერესად იქნება მიჩნეული.

28 ნოემბერი 2021, 08:56

საზოგადოება

ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშიცაა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

28 ნოემბერი 2021, 08:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ბრიტანეთი სამოგზაურო წესებს ამკაცრებს და პირბადის ტარებას კვლავ სავალდებულოს ხდის

მომდევნო კვირიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებაა.

28 ნოემბერი 2021, 08:28

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძელებათ

ადგილობრივი მთავრობის განადაწყვეტილებით, 14 დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ისრაელში შესვლას ვერ შეძლებენ. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებაა.

28 ნოემბერი 2021, 08:09

COVID19

დღეიდან, საქართველოში საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს

​​​​​​​კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები დაწესდა, რომელიც დღეიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

28 ნოემბერი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

28 ნოემბერი 2021, 00:39

მსოფლიო

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 23 ნოემბერს პარიზში გამართულ აუქციონზე 11.6 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ამ დროისთვის 13 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

კევინ სპეისი

28 ნოემბერი 2021, 00:21

მსოფლიო

კევინ სპეისის House of Card-ის პროდიუსერებისთვის $31 მილიონის გადახდა მოუწევს

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, House of Card-ის გადასაღებ მოედანზე, კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად დადანაშაულებიდან ოთხი წლის შემდგომ, მსახიობს და მის ორ პროდიუსერულ კომპანიას სასამართლომ $31 მილიონის გადახდა დააკისრა. 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სპეისიმ House of Card-ში მონაწილეობისას დაარღვია სექსუალური შევიწროების პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობები.

თამთა მეგრელიშვილი

28 ნოემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზე - „გირგვლიანის“ და „გელაშვილის“ უკვე მსჯავრდებულია და კიდევ ორ საქმეზე - „7 ნოემბრის“ და „9 მილიონი ლარის გაფლანგვის“ საქმეები მსვლელობაშია. სამწუხაროდ მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში. სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს.

ზურაბ ქადაგიძე

27 ნოემბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ყველა იყო მზად ეპასუხა კითხვებზე და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ იმიტომ, რომ ცარიელი პროპაგანდაა და მეტი არაფერი

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნოდარ მელაძეს ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან მათი ინფორმაცია ცარიელი პროპაგანდაა.

მიხეილ სარჯველაძე

27 ნოემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ

იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 23:50

COVID19

კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები მიუნხენში იყოფებიან. ისინი ქვეყანაში 24 ნოემბერს ჩავიდნენ და ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. AFP-ს ცნობით, „ომიკრონი“ იტალიაშიც გამოავლინეს.

27 ნოემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სიცრუის გამრუდებულ სამყაროში, ბელადის მსჯავრის გარდაუვალი დამძიმების უახლოესი პერსპექტივის ფონზე საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, „ნაცსექტას“ აღარაფერი დარჩენია

„იმედია პროკურატურა და სასამართლო მორიგ გვერდს გადაფურცლავენ კომპლექსურ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ოღონდ არა იმ, სტრასბურგში რომ აქეთ გვიჩივის, არამედ ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი დანაშაულის ჭრელ ნუსხაში. ხოლო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ „ბარგის ჩალაგებას“ - არა მგონია ერთ ჩანთაზე მეტი იყოს: ორშაბათს ბელგიის სამეფოში მიემგზავრება საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად და მორიგ, უმაღლეს დონეზე, შეხვედრების გასამართად“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 23:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

27 ნოემბერი 2021, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მელაძის დღევანდელი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს, სწორედ ამიტომ შეუდგა „ტვ პირველი“ პროკურორებისა და პროკურატურის დისკრედიტაციას

„ნოდარ მელაძე და ზოგადად, „ტვ პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ „ტვ პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, - წერს ლატარია.