imedi /  26 აგვისტო 2020, 13:04 / სანდო წყარო

მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

ვაკის პარკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი სხვადასხვა შეხვედრის, კვლევისა და რეკომენდაციის საფუძველზე დამუშავდა. მისი განხორციელების შედეგად, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

„გასული წელი ვაკის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს დავუთმეთ. ასევე, შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც, ბრიტანულმა კომპანიამ - „სიბიეს სტუდიოზ“ პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი დაამუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„როგორც იცით, პარალელურად, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება მიმდინარეობს. რის შემდეგაც, მის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, თუმცა, ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ. გპირდებით, თბილისელებისთვის ვაკის პარკიც საამაყო პროექტი იქნება, ისევე როგორც „მზიურის“, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული რეკრეაციული სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

01 დეკემბერი 2021, 01:55

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი მძიმე დაავადებას

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი მძიმე დაავადებას.

01 დეკემბერი 2021, 01:36

COVID19

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან.

01 დეკემბერი 2021, 00:55

მსოფლიო

მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 მოსწავლე ემსხვერპლა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 მოსწავლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადბგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელე

01 დეკემბერი 2021, 00:54

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა.

მერლინ მენსონი

01 დეკემბერი 2021, 00:41

ტაბლოიდი

სექსუალური შევიწროების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მერილინ მენსონის სახლი გაჩხრიკეს

ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტმა People-ს დაუდასტურა, რომ სამხილის ძიების მიზნით ლოს ანჯელესში, 52 წლის მუსიკოსის სახლში ჩხრეკა განხორციელდა. ჩხრეკა მენსონის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან უკავშირდება. მას 15-ზე მეტი ქალის, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ სამგზის ნომინანტის, ივან რეიჩელ ვუდსის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი.

ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2021, 00:33

COVID19

ჯო ბაიდენი: ამ პანდემიის დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა ავცრათ

ამ პანდემიის დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა ავცრათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

უღურ შაჰინი

01 დეკემბერი 2021, 00:22

COVID19

კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან

გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან.

01 დეკემბერი 2021, 00:22

ტაბლოიდი

რიანას ბარბადოსის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს

მომღერლისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გახდა. ეროვნული გმირის წოდების მიღებისა გარდა, აგვისტოში ის ოფიციალურად მილიარდერი გახდა. Forbes-ის მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე, მომღერალმა ცნობილ რეპერ ასაპ როკისთან სასიყვარულო ურთიერთობაც გაასაჯაროვა.

01 დეკემბერი 2021, 00:10

ტაბლოიდი

ავსტრალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილ კლიენტებს „ემსახურებოდა“ 💰

ავსტრალიური ბანკი Westpac-ი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი დარღვევების გამო 113 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (80 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისია (ASIC) ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 23:59

ტექნოლოგიები

ისლანდიაში მსოფლიოში პირველ ვულკანურ ობსერვატორიას ააშენებენ🌋

პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარად ფასდება. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2024 წელს იგეგმება. პროექტზე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მუშაობს 11 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. მათი მიზანი მაგმის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევამდე შესწავლაა.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2021, 23:48

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მფრინავი ტაქსი პარიზი

30 ნოემბერი 2021, 23:45

ტექნოლოგიები

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მაყურებლებისთვის მფრინავი ტაქსების ამუშავებას გეგმავენ

ამის მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება. პროექტის მიზანი სულ მცირე ორი საჰაერო მარშრუტის შედგენაა, რომლითაც გულშემატკივრები ისარგებლებენ. შედეგად, პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს.

30 ნოემბერი 2021, 23:29

კულტურა

EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრესკონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

30 ნოემბერი 2021, 23:18

COVID19

ჯანმო: მოგზაურობის სრულად აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის სრულად აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას და ქვეყნებს მოუწოდებს, რისკზე დაფუძნებული მიდგომა მიიღონ.

30 ნოემბერი 2021, 23:03

COVID19

„ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანმო კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მათ შორის 60 წელზე უფროს პირებს მოგზაურობას არ ურჩევს.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2021, 22:43

მსოფლიო

ნატოს გენმდივანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის პირობა დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის პირობა დაასახელა. მისი განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ალიანსის 30-ვე წევრი ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, თუმცა რუსეთს ამ პროცესში ჩარევა არ შეუძლია.

30 ნოემბერი 2021, 22:13

პოლიტიკა

დავიდ მარია სასოლი: ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ნატალია გავრილიცა

30 ნოემბერი 2021, 22:11

პოლიტიკა

ნატალია გავრილიცა: იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს

იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს- ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 22:04

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 21:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე პარტნიორებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის დასრულებას ეხმაურება.