IMEDI /  26 აგვისტო 2020, 23:47 / სანდო წყარო

ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, მირაქიშვილის, ქერჩის, ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურდიანის, მეტრეველის და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის და კიევის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქია, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და სოფელი დიღმის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ათონელის, ასათიანის, ჭანტურიას, ჩაიკოვსკის და ვუკოლ ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგაშენის, ვაზიანის, არალეთის, ბჟოლეთის, ედისის, დვირის და ჟველაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.


ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

21 იანვარი 2022, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ ალიანსი ლოგიკური მსჯელობის საგანი აღარ არის, ეს დადასტურებული ფაქტია

„გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირი სულ უფრო მახსენებს „12 სკამის“ ერთ პერსონაჟს, რომელიც მუდმივად იპარავს და შემდეგ მუდმივად რცხვენია ამის გამო. სინამდვილეში, მათი ალიანსი აღარ არის ლოგიკური მსჯელობის საგანი. ესაა დადასტურებული ფაქტი, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

21 იანვარი 2022, 14:16

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნათია მეზვრიშვილზე: გუშინ წალენჯიხაში, ნაცებთან უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და დღეს უსინდისოდ, წარბიც რომ არ ეხრება, დგას და ამბობს ნაცებთან კოალიციას არ ვაპირებთო

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 იანვარი 2022, 14:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 000 ლარს აღემატება

მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 იანვარი 2022, 14:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვიმედოვნებ, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება.

ზურაბ აზარაშვილი
ფატმა ჯერენ იაზგანი

21 იანვარი 2022, 13:25

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

21 იანვარი 2022, 13:23

რეგიონი

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ენტონი ფაუჩი

21 იანვარი 2022, 13:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული მოსახლეობა 2022 წელს პანდემიის დასრულებას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევა შეიძლება შეაყოვნონ.

21 იანვარი 2022, 13:13

რეგიონი

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა

მათივე ცნობით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

21 იანვარი 2022, 13:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

22-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 13:06

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

21 იანვარი 2022, 12:46

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

21 იანვარი 2022, 12:38

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2022, 12:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს, ჩინეთი - ტაივანთან დაკავშირებით, კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს, ხოლო ირანი იმას აკეთებს, რაც უნდა - ჩვენს ქვეყანას არაკომპეტენტურად მართავენ

თეთრი სახლის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ასე ცუდად განვითარდებოდა.

21 იანვარი 2022, 12:18

პოლიტიკა

თბილისში ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედი, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, სამი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცესკო

21 იანვარი 2022, 12:11

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების შესარჩევად პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ პოზიციებზე ასარჩევი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

ლიზ ტრასი

21 იანვარი 2022, 12:01

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინიდან უკან დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ერთად იბრძოლებენ დემოკრატიისთვის დიქტატურის წინააღმდეგ.

ნათია მეზვრიშვილი

21 იანვარი 2022, 11:47

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს

„დადანაშაულება იქცა ამ პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ. ამას არ ავყვებით. ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

21 იანვარი 2022, 11:39

საზოგადოება

„ჯეოქეისმა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდიდან დემოკრატიაზე გადასვლის გამოცდილების შესახებ ვებინარს უმასპინძლა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ვებინარი თემაზე „აპარტეიდის დემოკრატიით შეცვლის სამხრეთ აფრიკული გამოცდილება: მიღწევები, მიმდინარე გამოწვევები და გაკვეთილები გლობალური საზოგადოებისთვის“ გაიმართა. ვებინარს საპატიო სტუმარი, როლფ მაიერი გაუძღვა. იგი ორგანიზაციის In Transformation Initiative (ITI) დამფუძნებელი დირექტორია, გახლდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი და მთავარი პირი იმ ისტორიული მოლაპარაკებების პროცესისა, რომელმაც დაასრულა აპარტეიდი.

მიხეილ სარჯველაძე

21 იანვარი 2022, 11:33

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ

ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2022, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კვლავინდებურად გაგრძელდება

კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ, ევროკავშირში და ნატოში კვლავინდებურად გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფეის მხარდაჭერა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.