imedi /  27 აგვისტო 2020, 13:04 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია „მთავარის" მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, „თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე შეახსენებს ყველას, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება („სუროგატი დედა")". უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან.

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და იმ დროს პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო მოცემული სფერო.

ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2013 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, იღებს რეგულაციებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და ამასთანავე მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგ ჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც.

ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).

აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

04 დეკემბერი 2020, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 814 ადამიანი გარდაიცვალა.

ძიუდო

04 დეკემბერი 2020, 21:02

სპორტი

შესაძლოა, საქართველოში ძიუდოში „თბილისის გრან პრის“ ნაცვლად „გრანდ სლემი“ ჩატარდეს

როგორც წესი, ქვეყნები თავად ითხოვენ საერთაშორისო ფედერაციისგან „გრანდ სლემის“ ჩატარებას, თუმცა ამჯერად უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და საქართველომ შეთავაზება მიიღო.

04 დეკემბერი 2020, 20:54

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 504 ადამიანი გარდაიცვალა.

რემა ჟვანია

04 დეკემბერი 2020, 20:40

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ დაწერა.

სერგეი ლავროვი

04 დეკემბერი 2020, 20:40

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს.

04 დეკემბერი 2020, 20:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

04 დეკემბერი 2020, 20:28

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს.

04 დეკემბერი 2020, 20:13

ეკონომიკა

თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გავლით, დღეიდან რკინიგზის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ დღეს პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის შეხვედრას ელჩებთან. როგორც ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

დავით ზალკალიანი: სისერო მარტინს გარსია

04 დეკემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა. ელჩი დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

04 დეკემბერი 2020, 20:02

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლიდს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა.

04 დეკემბერი 2020, 19:48

პოლიტიკა

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.