imedi /  31 აგვისტო 2020, 15:51 / სანდო წყარო

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს ვაკანსიას (ანაზღაურების გარეშე):

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვაკანსია ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრი გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;

ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრი გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურა. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2020 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: info.sps@sps.gov.ge)“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

26 ნოემბერი 2021, 22:45

COVID19

„ომიკრონი“ - ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“. „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანი

26 ნოემბერი 2021, 22:21

მსოფლიო

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა

ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

26 ნოემბერი 2021, 21:15

COVID19

ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

26 ნოემბერი 2021, 21:04

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადრიდში გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:58

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს

აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთისა და სომხეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:57

საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი შექმნა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და ვებგვერდზე მომუშავე სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

26 ნოემბერი 2021, 20:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინა დაამარცხა.