imedi /  01 სექტემბერი 2020, 20:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტიანი განვითარების გარანტია

თბილისში, ორთაჭალაში საჯარო რეესტრის და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, მათ სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს მიულოცა და გამართული საჯარო მომსახურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტიანად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზეც შრომა არ უნდა დაგვეზაროს არც ერთი დღე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტიანი განვითარების“, - განაცხდა პრემიერმა.

მან ყურადღება ასევე სხვა მიმდინარე პროექტებსა და რეფორმებზე გაამახვილა.

„იუსტიციის სამინისტროს ნაწილში, სხვა მიმართულებებს რომ შევეხოთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ახალი პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელიც ჩვენ ახლა დავიწყეთ, სადაც, ეკონომიკის სამინისტროს და აწარმოე საქართველოს პროგრამები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს. თითოეულ მოქალაქეს, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ყვარელში, თელავში შეუძლია, თავის ქალაქში მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია, ასევე მიიღოს კონსულტაცია და კონტრაქტიც კი გააფორმოს იმ ნაწილში, რომ გახდეს ამ პროგრამების მონაწილე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხოვრების ხარისხი და სერვისების ხარისხი, ეს თბილისში იქნება, ბათუმში, თელავში, თუ დაბაში, არანაირად არ უნდა განსხვავდებოდეს მოქალაქეებისთვის. არ შემიძლია არ გავიხსენო მიწის რეფორმა და მარტივი რამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა, რაც არის დამოუკიდებლობიდან 25 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულთან ცოტა უფრო მეტი რაოდენობაც. არ შემიძლია არ გავიხსენო სისტემური მიწის რეგისტრაცია, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყო და რომელსაც აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რამეთუ, დღეს, მიწა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი ქვეყნის და ის, სასწრაფოდ უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ჰენრი მაჭავარიანი

17 აპრილი 2025, 22:17

კულტურა

ჰენრი მაჭავარიანის გამოფენა - „ქრონიკის“ სიუჟეტი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარიზში საფრანგეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მხატვრის, ჰენრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე, რომელიც პარიზის წიგნის ფესტივალის პარალელურად მოეწყო, წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები.

17 აპრილი 2025, 22:14

საზოგადოება

დიდი ხუთშაბათი - „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეა. ვია დოლოროსა - ასე ჰქვია გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. სახარების მიხედვით იესო ქრისტე სწორედ პარასკევს აცვეს ჯვარს.

ალექსანდრე დარახველიძე

17 აპრილი 2025, 22:03

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ინერგება სასჯელის ახალი სახე ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გამოყენებული იქნება იმ უცხოელების მიმართ, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ჩაიდინა დანაშაული

ინერგება სასჯელის ახალი სახე ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გამოყენებული იქნება იმ უცხოელების მიმართ, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ჩაიდინა დანაშაული, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს, - საკითხზე მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:38

მსოფლიო

ზელენსკი: ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე იარაღის წარმოებაში ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე ჩინელები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი.

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

17 აპრილი 2025, 21:20

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 აპრილი 2025, 21:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს

იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება

მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი

17 აპრილი 2025, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ შეხვედრაზე: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში

საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2025, 21:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ

ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:00

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა.

17 აპრილი 2025, 21:00

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

17 აპრილი 2025, 20:49

პოლიტიკა

გახარიას და „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად უპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების საბაბი გახდა. ვინც დავალება უკვე მიიღო, ცდილობს კატეგორიულობა შეარბილოს და ოქტომბრისთვის არაფერი გამორიცხოს.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო. დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა

ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:25

პოლიტიკა

გრანტით გამოხატული პარიზული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრანტების მიზნობრიობის შესახებ კითხვები, კონკურსის წესი და სხვა დეტალები უცნობია, ან ბუნდოვანი, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევა მსგავსი დანიშნულების უკან რომ დავალების შესრულება დგას - ეს მმართველმა გუნდმა გამოცდილებით იცის. უკვე აქსიომაა.

17 აპრილი 2025, 20:10

პოლიტიკა

ჩრდილოეთის ხაზინა - რადიკალთა სალარო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხოშტარიას რუსული შემოსავალი გაიზარდა. მორიგი ტრანში აპრილით თარიღდება და წინა გადარიცხვას ბევრად აჭარბებს. რუბლების მომხმარებლებისთვის ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და როგორც წესი, მოგერიებას ლანძღვით ცდილობენ ხოლმე, თუმცა დღეს საერთოდ არ გვიპასუხეს.

17 აპრილი 2025, 19:46

რეგიონი

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსი გაიმართა

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.